მმართველ პარტიასთან დაკავშირებული FB გვერდები კორონავირუსზე ოპოზიციის პოსტებს აყალბებენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

წეფწწეფ
1.2k
VIEWS

კორონავირუსის გავრცელების და მასთან ბრძოლის ფონზე “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულმა ფეისბუქ გვერდებმა ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ ახალი დისკრედიტაციული კამპანია წამოიწყეს. 12-15 მარტს ფეისბუქ გვერდებმა “ლიდერი 41”, “სირცხვილის კორიდორი” და “News TOP” პარტია “ევროპული საქართველოს” წევრების გიგა ბოკერიასა და ზურაბ ჭიაბერაშვილის, ასევე პარტია “ეროვნული ფორუმის” ყოფილი ლიდერის გუბაზ სანიკიძის შესახებ დეზინფორმაცია გაავრცელეს. აღნიშნულმა გვერდებმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსების სახელით გამოაქვეყნეს ფოტოშოპში გაყალბებული ციტატები, რომლებიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის  ამირან გამყრელიძის და მისი მოადგილის პაატა იმნაძის, ასევე ხელისუფლების კრიტიკას შეიცავდა და ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ეს სიტყვები ამ ადამიანებს ეკუთვნოდათ.

""

""

ამჟამად ფეისბუქ გვერდი “News TOP” სოციალური ქსელიდან წაშლილია, “ლიდერი 41-ის” პოსტი გიგა ბოკერიას ყალბ ციტატაზე აღარ იძებნება, ხოლო “სირცხვილის კორიდორის” პოსტები კვლავ ხელმისაწვდომია. ზურაბ ჭიაბერაშვილმა, გუბაზ სანიკიძემ და გიგა ბოკერიამ განმარტეს, რომ გავრცელებული ციტატები გაყალბებულია და მათ მსგავი განცხადებები არ გაუკეთებიათ.

გარდა გაყალბებული ინფორმაციისა, მანიპულაციური, კონტექსტიდან ამოგლეჯილი  და მადისკრედიტირებელი პოსტები გამოაქვეყნეს ფეისბუქ გვერდებმა “პოლიტიკური საგანგვე / Politikuri Sanagve”, “შუბლის ძარღვ გაწყვეტილები”, “იყავი და გაგეკეთებინა • Ikavi da Gageketebina”. ზურაბ ჭიაბერაშვილის წინააღმდეგ “შუბლის ძარღვ გაწყვეტილის” პოსტი კი დასპონსორებული იყო. ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში პარტია “ლელო” და მამუკა ხაზარაძეც მოხვდა.

""

"

დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist