პოლიტიკა

მოსკოვის სასამართლომ ამერიკელ სტუდენტს პოლიციის შეურაცხყოფის გამო 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

3 აგვისტო, 2020

Meduza.io-ს მიხედვით

მოსკოვის სასამართლომ ამერიკის მოქალაქეს ტრევორ რიდს 2019 წლის ზაფხულში დაკავების დროს პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

რიდი დამნაშავედ ცნეს “ხელისუფლების წარმომადგენელის წინააღმდეგ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო ძალის გამოყენებაში”(რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსი, მე-2 თავი, 318-ე მუხლი)

რიდი 2 გოგონასთან ხმამაღალი შელაპარაკების გამო, ლენინგრადის გზატკეცილის (მოსკოვი) მცხოვრებლების საჩივარის საფუძველზე 2019 წლის აგვისტოში დააკავეს. გამოძიების თანახმად, პოლიციის მანქანაში მან პოლიციელ მძღოლს შეურაცხყოფა მიაყენა, დაუხია ფორმა და მის პარტნიორს დაარტყა. 

რიდს მორალური ზიანის მიყენებისათვის  კომპენსაციის მიზნით 150,000 რუბლის ($2,034) გადახდა მოსთხოვეს. ამერიკის მოქალაქის განხცადებით, მან თითოეულ პოლიციელს საკუთარი ნებით  50,000 რუბლი  ( $680) გადაუხადა და ბოდიშიც მოუხადა. 

ამერიკელი სტუდენტისათვის წაყენებული ბრალი მაქსიმუმ 10 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. თავდაპირველად, გამოძიებამ მისთვის 9 წლის და 8 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. 

ტრევორ რიდი ყოფილი ამერიკელი სამხედრო და ჩრდილოეთ ტეხასის უნივერსიტეტის სტუდენტია. ის რუსეთში ტურისტული ვიზით იმყოფებოდა. 

დაკავებული ტრევორ რიდი თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ მას ინციდენტი არ ახსოვს, რადგან ნასვამი იყო. რიდის ადვოკატები აღნიშნულ საქმეში არათანმიმდევრულობაზე ამახვილებენ ყურადღებას, მისი ნათესავები კი ამ საქმეზე თეთრი სახლის ყურადღების მიქცევას ცდილობენ.