“მსოფლიო პუტინის მიხედვით” – დოკუმენტური ფილმი რუსული მედიის დეზინფორმაციაზე

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

80722745_602616540540224_3107621589861007360_n
228
VIEWS

“მსოფლიო პუტინის მიხედვით” (The World According to Putin) ბრიტანული მე-4 არხის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმია, რომელიც ეთერში 2019 წლის 30 ოქტომბერს გავიდა. აღსანიშნავია ის, რომ მეოთხე არხი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საზოგადოებრივი მაუწყებელია, რომელიც BBC-ისგან განსხვავებით, საკუთარ პროდუქციას არ ქმნის და კერძო საპროდიუსერო კომპანიების მიერ მომზადებულ ფილმებს უშვებს ეთერში.

ფილმი ეფუძნება რუსული მედიის პროპაგანდისტული მანქანის მიერ სხვა სახელმწიფოების დამცინავ შეფასებებს. იქიდან გამომდინარე, რომ დოკუმენტური ნამუშევარი ბრიტანეთში მომზადდა, ერთ-ერთი ძირითადი თემა ყოფილი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის გახმაურებული საქმეა. ფილმში მოყვანილია რუსეთის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო “Russia Today”-ს გენერალური დირექტორის, დმიტრი კისილიოვის მიმართვა თანამშრომლებისადმი, სადაც ამბობს, რომ “დეტალებზე ორიენტირებული, მიუკერძოებელი ჟურნალისტიკის დრო დამთავრდა, დროა ახალი ღირებულებები შეიქმნას. სარედაქციო პოლიტიკა რუსეთისადმი სიყვარულზე უნდა იყოს დაფუძნებული”. ახალ ღირებულებებსა და რუსეთისადმი სიყვარულზე დაფუძნებულ სარედაქციო პოლიტიკაში რომ ლიდერის მიღწევების ხოტბის შემცველი ყოველდღიური გადაცემების მომზადება იგულისხმებოდა, ამას ხმამაღლა თქმა არ სჭირდებოდა – თანამშრომლები ამას ისედაც მიხვდებოდნენ.

იგივე კისილიოვი, საკუთარ საავტორო გადაცემაში სკრიპალის მოწამვლაში თავად დიდ ბრიტანეთსა და მის იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრს, ტერეზა მეის ადანაშაულებს, რათა “ბრექსიტის” მიმდინარე, წარუმატებელი მოლაპარაკებების თემა გადაეფარა. წამყვანი აქტიურად პროპაგანდირებს მოსაზრებას, თითქოს სკრიპალის მოწამვლაში ეჭვმიტანილი რუსლან ბოშიროვი და ალექსანდრე პეტროვი ქალაქ სოლსბერიში ინგლისური გოთიკური არქიტექტურის სანახავად იყვნენ ჩასულები და სკრიპალის საქმესთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ.

დოკუმენტურ ფილმში ცალკე ყურადღება ეთმობა ვლადიმირ პუტინის, როგორც რუსეთის ლიდერს. ნამუშევარში პუტინი ნაჩვენებია ბევრ, განსხვავებულ სიტუაციაში (მათ შორის წელს ზემოთ შიშველი პუტინი თევზაობის დროს), რითაც ფილმის ავტორები ცდილობენ მაყურებელს შეუქმნან წარმოდგენა პიროვნების იმ კულტზე, რომელიც რუსეთში “მეფობს”.

"

რეალობის განსხვავებულად წარმოსახვაში მაყურებელს 2010 წელს, აშშ-ში დაპატიმრებული რუსული დაზვერვის აგენტი ანა ჩეპმენი ეხმარება, რომლის გადაცემაც “ჩეპმენის საიდუმლოები” შეთქმულების თეორიების ანალიზითაა დაკავებული. ყოფილი მზვერავი, მაგალითად, ამტკიცებს, რომ მესამე მსოფლიო ომი უკვე დაწყებულია, უბრალოდ ამის შესახებ ოფიციალურად არავინ აცხადებს.

თავად დოკუმენტური ფილმის რეჟისორის, დიმიტრი კოლინგრიჯის ბიოგრაფია მეტად საინტერესოა. მის მიერ 2008 წელს გადაღებული ფილმი “ჩემი საიდუმლო აგენტი დეიდა” გვიყვება რუსეთის იმპერიაში, თანამედროვე უკრაინის ტერიტორიაზე, 1892 წელს დაბადებული ორმაგი (რუსეთისა და ბრიტანეთის) აგენტის მარია ზაკრევსკაიას, იგივე მურა ბუდბერგის შესახებ. დიმიტრი კოლინგრიჯი სწორედ მარია ზაკრევსკაია შთამომავალია (Great great nephew).

ფილმი შეგიძლია იხილოთ Youtube-ზე.

The Guardian-ისა და Independent.ie-ს მიხედვით

თემატიკა: მედია, პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist