ევროინტეგრაცია

მტკიცება, თითქოს ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებს ხელშესახებ სიკეთეს არ მოუტანს, მცდარია

9 სექტემბერი, 2015

საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის პერსპექტივა წარმოადგენს არა მითს, არამედ საქართველოს მოქალაქეთათვის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში არსებულ ხელშესახებ სიკეთეს.

ვიზა ლიბერალიზაციის შედეგად საქართველოს მოქალაქეები სავიზო მოსაკრებლისგან სრულად გათავისუფლდებიან, რადგან ეს პროცესი ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას გულისხმობს. შესაბამისად,ის წარმოადგენს არა მითს, არამედ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფორმატში, კონკრეტული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობას.საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებასაზეა დამოკიდებული.

2013 წლის 25 თებერვალს საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაგადაეცა. 2015 წლის 8 მაისს ევროკომისიამ საქართველოს მიერ ,,სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის 
სამოქმედო გეგმის" განხორციელების შესახებ მესამე მიმდინარე ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშის მიხედვით, 15 მოთხოვნიდან 7 შესრულებულად, ხოლო 8 თითქმის ან ნაწილობრივ
შესრულებულად შეფასდა. პრობლემურ სფეროებად რჩება მიგრაცია, ფულის გათეთრება და ტერორიზმის
დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა.

ევროინტეგრაციის პროცესის შედეგად საქართველოს მოქალაქეებმა უკვე მიიღეს გარკვეული სიკეთეები: 2011 წლის 1 მარტს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ევროკავშირის ვიზების გამარტივებული წესით მიღების თაობაზე ხელმოწერილი შეთანხმების შედეგად [1] საქართველოს მოქალაქეებისთვის შეღავათიანი სავიზო მოსაკრებლისა და შემცრებული ბიუროკატიული პროცედურების რეჟიმი ამოქმედდა.

შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სავიზო მოსაკრებელი 60 ევროდან 35 ევრომდე შემცირდა, ხოლო მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიებისთვის (მაგალითად, 12 წლამდე ასაკის ბავშვები, პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სტუდენტები, ევროკავშირის მოქალაქის ახლო ნათესავები და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები) სავიზო მოსაკრებელი გაუქმდა.

სავიზო განაცხადთან ერთად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა გამარტივდა მოსწავლე, სტუდენტი, ასპირანტი და თანმხლები მასწავლებლებისთვის, სამკურნალოდ მიმავალი პირებისთვის, ჟურნალისტებითვის, საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილე და სამსახურეობრივი სტატუსით მათი თანმხლები პირებისთვის,მეწარმე და კომერციული ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებითვის, რომლებიც მიემგზავრებიან წევრ სახელმწიფოებში სასწავლო ტრეინინგებში, სემინარებში, კონფერენციებში, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად.[2]

სავიზო განაცხადზე პასუხი განსაზღვრულია 10 დღით. დამატებითიშესწავლის შემთხვევაში,ეს პერიოდიშეიძლება გაგრძელდეს 30 დღემდე.
 გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილების
მიღებისვადა შეიძლება შემცირდეს 2 დღემდე ანგაცილებით ნაკლებდრომდე.[3]

ვიზა ლიბერალიზაცია, როგორც ცნობილია, არ გულისხმობს სამუშაო ვიზის გაუქმებას. ამ მხრივ შეზღუდვები ისევ ძალაში დარჩება,
თუმცა თქმა იმისა, რომ ვიზა ლიბერალიზაცია არ წაგვადგება - არ წარმოადგენს სიმართლეს.

ვიზალიბერალიზაცია რთული პროცესია, რომელიც არაერთ ცვლილებასა და რეფორმას მოითხოვს. ეს აისახება საზოგადოებაზე
და სახელმწიფოს განვითარებაზე. მისი წარმატებით დასრულება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ახალ შესაძლებლობებს მისცემს.

უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭება ნიშნავს ქვეყნის ტურიზმის განვითარებას, გაზრდილ კულტურულ და სტუდენტურ გაცვლებს, ახალ საქმიან კონტაქტებს, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების ახალ საშუალებებს, ხალხთა შორის კონტაქტის ხელშეწყობას და სამოქალაქო საზოგადოებებს შორის პარტნიორობის განვითარებას. ეს საბოლოო ჯამში წაადგება საქართველოს ეკონომიკისა და ადამიანური რესურსების მდგრად განვითარებას. მნშვნელოვანია ის მომენტიც, რომ ვიზა ლიბერალიზაციის მისაღწევად საქართველოს უწევს არაერთი სფეროს რეფორმა და საკანონმდებლო გარემოს დახვეწა. ეს თავის მხრივ კი კიდევ ერთი მოტივი და საშუალებაა, რომ საქართველოში შეიქმნას თანამედროვე და სამართლიანი გარემო, რომლისგან სარგებელს საქართველოს თითოეული მოქალაქე მიიღებს.


დალი ქურდაძე


წყარო: გია ხუხაშვილი, ექსპერტი: "აი, იგივე ვიზა ლიბერალიზაციის მითი ხომ? ფული თუ გაქვს ვიზასაცაიღებ, რა პრობლემაა? თუ არა გაქვს ვიზალიბერალიზაცია რაში წაგადგება."

 

[1]ეს შეთანხმება არ ეხება შემდეგ სახელმწიფოებს: დიდი ბრიტანეთისა დაჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ირლანდია, დანიის სამეფო,ისლანდიის რესპუბლიკა, ნორვეგიის სამეფო, შვეიცარია, ლიხტენშტაინი

[2]http://eeas.europa.eu/delegations/georgia/travel_eu/visa/index_ka.htm

[3]http://eeas.europa.eu/delegations/georgia/documents/news/visa_rules2011_ka.pdf