NATO-ში ინტეგრაცია

ნატოს შესახებ რუსულენოვანი შეტყობინებების 55% ტვიტერზე ბოტების გავრცელებულია

6 სექტემბერი, 2019

EUvsDisinfo-ს ცნობით, ტვიტერში ნატოს შესახებ რუსულენოვანი შეტყობინებების  55% ბოტების გავრცელებულია.

ნატოს  სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ბოტები, რომლებიც ტვიტერზე პოლონეთში და ბალტიისპირეთში ნატო-ს სამხედრო ყოფნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გააქტიურდნენ. აღმოჩნდა, რომ 2019 წლის მაისიდან ივლისამდე ტვირტერში აღნიშნულ საკითხზე რუსულენოვანი შეტყობინებების 55% სწორედ ბოტების მიერ არის გავრცელებული, წინა კვარტალში კი ეს მაჩვენებელი 47%-ს შეადგენდა. 

რას წერენ ბოტები?

რუსულენოვანი ბოტების განსაკუთრებული ინტერესის საგანს ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში ჩატარებული  ნატო-ს სამხედრო წვრთნები წარმოადგენდა.

ნატოს  სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრი ბოლო სამი წლის მანძილზე სოციალურ ქსელში ავტომატიზირებულ ოპერაციებს (robotic activity) აკვირდება და აღმოაჩინა, რომ ნატოს წვრთნების მიმდინარეობის პერიოდში ბოტები კრემლისტური დეზინფორმაციული მედიის საქმიანობის მხარდასაჭერად აქტიურდებიან.

ბოტები ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ თითქოს ნატო:

ამავდროულად, ქვეყნები, რომლებიც სამხედრო წვრთნებს მასპინძლობენ, ღარიბ და გადაშენების პირას მყოფ ქვეყნებად არიან წარმოჩენილი

აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისთან შედარებით ინგლისურენოვანი ბოტების აქტოვობა  შემცირებულია. მიუხედავად ამისა, ინგლისურენვანი ბოტები პოლონეთში დამატებითი ამერიკული ჯარების განთავსების შესახებ  კრემლისტურ დეზინფორმაციას ინტენსიურად ავრცელებდნენ. ისინი ცდილობდნენ აღნიშნული ფაქტი რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციად და ხელშეკრულებების პირობების დარღვევად წარმოეჩინათ. 

"
წყარო: EUvsDisinfo

რა ცვლილებებია ბოტების სამყაროში?

ნატოს  სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრის მიერ ბოტებზე ხანგრძლივმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ მათი ქმედებები დროის განმავლობაში იცვლება. ტვიტერი არაავტორიზირებული მოქმედებების (ბოტების)  წინააღმდეგ სხვადასხვა ზომებს იღებს, თუმცა ისინი ადაპტაციის უნარით გამოირჩევიან და ახალ პირობებსაც ერგებიან. 

2017 წელს ბოტების უმრავლესობა “მპოსტავი ბოტები” იყვნენ, რომლებიც ახალი ამბების სრულ ტექსტს ბმულთან ერთად აზიარებდნენ.  ბოლო ორი წლის მანძილზე გაიზარდა “ახალი-ამბების შემქმნელი ბოტების” რაოდენობა, რომლებიც მედიის გვერდებს ჰგვანან და ყალბ ამბებს ავრცელებენ. ასე შენიღბულ ბოტებს პლატფორმიდან წაშლა ნაკლებად ემუქრებათ. 2017 წლიდან გაიზარდა ისეთი ბოტების რაოდენობაც, რომლებიც მხოლოდ კომენტარებს ტოვებენ სხვის ანგარიშზე.