ნებადართულია თუ არა უკრაინაში 14 წლის ბავშვებისთვის სქესის შეცვლა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ახალი
453
VIEWS

2 მარტს “საქართველო და მსოფლიომ” გამოაქვეყნა სტატია სათაურით ,,ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზაზე… უკრაინაში 14 წლის ბავშვებს სქესის შეცვლის ნება დართეს”. სტატიის თანახმად, უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომელიც 14 წლის ბავშვებს ნებას რთავს,  სქესი მშობლების დაუკითხავად შეიცვალონ.

აღნიშნული სტატია დეზინფორმაციაა. ინიცირებული კანონპროექტი მოზარდებისთვის სქესის შეცვლის უფლების მინიჭებას არ ითვალისწინებს და მისი მიზანი ჯანმრთელობის დაცვის სექტორში მოზარდებისათვის მინიჭებული უფლებების რეალიზაციის გაუმჯობესებაა. მანიპულაციურია თანდართული ფოტოც, რომელსაც უკრაინასთან კავშირი არ აქვს და ირლანდიაშია გადაღებული. 

უკრაინული კანონპროექტი მოზარდებისთვის სქესის შეცვლის უფლების მინიჭებას არ ითვალისწინებს

2019 წლის 27 დეკემბერს დეპუტატმა ლადა ბულახმა უკრაინის უმაღლეს რადას წარუდგინა კანონპროექტი – „ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოზარდთა უფლებების რეალიზაციის საკითხებში შესწორებების შეტანის შესახებ“.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ მისი მიზანი მოზარდისათვის ჯანმრთელობის დაცვის სექტორში მინიჭებული უფლებების რეალიზაციის გაუმჯობესებაა.

ბულახის კანონპროქტში მოთხოვნილია შემდეგი ცვლილებები:

  • ბავშვთა დაცვის შესახებ უკრაინის კანონში გათვალისწინებულ იქნას ტერმინი ,,მოზარდი“ და განესაზღვროს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უფლებები;
  • ჯანმრთელობის შესახებ უკრაინის კანონითა და უკრაინის სამოქალაქო კოდექსით მოზარდებს 14 წლის ასაკიდან ჰქონდეთ წვდომა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციაზე;
  • უკრაინის სამოქალაქო კოდექსით მოზარდებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჰქონდეთ მინიჭებული უფლებების რეალიზაციის შესაძლებლობა.

კანონპროექტსა და მასზე დართულ არც ერთ დოკუმენტში მოზარდებისთვის სქესის შეცვლის ნებართვა გათვალისწინებული არ არის. განმარტებით ბარათში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა დასაბუთებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქალების და ბავშვების დაცვის შესახებ გლობალური სტრატეგიითა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) დასკვნითWorld Health Teens: A Second Chance in the Second Decade”. აღნიშნული დოკუმენტები ცნობენ მოზარდების სპეციალურ საჭროებებს, რომლებიც განსხვავდება ბავშვებისა და ზრდასრულების საჭიროებებისგან, მათ შორის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხებთან მიმართებით.

გარეკანზე გამოყენებული ფოტო უკრაინაში არ არის გადაღებული  

,,Reuters”-ის მიხედვით, ფოტო გადაღებულია ირლანდიაში, დუბლინში 2015 წლის 23 მაისს, სადაც რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ ერთი და იმავე სქესის ადამიანებს ქორწინების უფლება მიენიჭათ.

"

 დეზინფორმაციის რუსული პირველწყარო

“საქართველო და მსოფლიოს” სტატიის პირველწყარო რუსული ვებ-გვერდია.  საიტზე 3rm.info (Москва III Рим) ანალოგიური სათაურისა და შინაარსის სტატია 14 თებერვალს გამოქვეყნდა. რუსულენოვანი სტატიის ფოტოც იდენტურია.


მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელი

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist