News-Front, Tvalsazrisi, სტალინი პირბადეების საწინააღმდეგო კონსპირაციებს ავრცელებენ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

45
VIEWS

2020 წლის 23 სექტემბერს Tvalsazrisi.ge-მ გამოაქვეყნა ინტერვიუ  ზურაბ ქუმსიაშვილთან სათაურით “პირბადე – სენის პრევენცია თუ საზოგადოების დამონების მექანიზმი?” ინტერვიუში ზურაბ ქუმსიაშვილი ამბობს, რომ პირბადეების გამოყენება ფსიქოლგიური ზიანის მომტანია ადამიანისთვის და კორონავირუსის პანდემიისას პირბადეების ტარებასთან დაკავშირებული შეზღუდვები ადამიანებისთვის ინდივიდუალობას ართმევს. ქუმსიაშვილი ასევე ირწმუნება, რომ პირბადე მხოლოდ დაავადებულმა ადამიანმა უნდა ატაროს და უსიმპტომო პირებისთვის მისი ტარება ფსიქოლოგიურად საზიანოა.

ზურაბ ქუმსიაშვილი: “უსიმპტომო პირებისთვის პირბადე არ არის საჭირო. მხოლოდ დაავადებულმა უნდა ატაროს… ყველაზე მეტად გასათვალისწინებელია ფსიქოლოგიური ფაქტორი. პირბადე არის ინდივიდუალურობიდან დაშორების საშუალება… ასეთი საზოგადოების მართვა ბევრად იოლია და ადვილად მოახვევ უამრავ აბსურდს თავზე. ასეთებს ადვილად დააჯერებ, რომ მათზე არაფერია დამოკიდებული, ადვილად შეასრულებინებ უაზრო სამუშაოს და ა.შ. COVID-19 არც ისე საშიშია, როგორც ამას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აპიარებს.”

"

პირბადეების შესახებ მსგავსი შინაარსის შეთქმულების თეორიას ავითარებს 23 სექტემბერს კრემლისტურ გამოცემა News Front-ში გამოქვეყნებული ინტერვიუც, რომლის პირველწყაროდ გაზეთი ალიაა დასახელებული. ინტერვიუში ნათქვამია, რომ პირბადის ტარება სასუნთქი გზების დაავადებებს იწვევს და სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

News Front, 23 სექტემბერი, ჟურნალისტი :“ხალხი უკვე შეაჩვიეს ნიღბებს, ბავშვებს ატარებენ ნიღბებით და ზოგს ტრანსპორტში, სამსახურში საათობით უკეთია… პირბადით სუნთქვის დროს, ნახშირორჟანგს რომ ამოისუნთქვს ადამიანი, იმავე ნახშირორჟანგს ჩაისუნთქავს და მხოლოდ მცირე რაოდენობით ჟანგბადს, სუფთა ჰაერს, მაქსუმიმ, 5–10%–ს. ეს კი იმუნიტეტს აქვეითებს. ფილტვებისა და სხვა სასუნთქი გზების დაავადებებს იწვევს, ასევე, იწვევს გულსისხლძარღვთა დაავადებებს. ვისაც ეს დაავადებები უკვე სჭირს, მათ სიციცხლეს უმოკლებს.”

მტკიცებები, რომ პირბადეს შეუძლია ადამიანის ნახშიროჟანგით ინტოქსიკაცია ან იმუნიტეტის დაქვეითება გამოიწვიოს, მცდარია. ხოლო მოსაზრება, რომ პირბადით მასების დამორჩილება ხდება, კონსპირაციაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებისდაცვით გამოყენების შემთხვევაში პირბადეები რესპირატორული ვირუსისაგან პერსონალური დაცვის ერთ-ერთი ეფექტიანი იარაღია და იგი საგრძნობლად ამცირებს პათოგენის მასიურ გავრცელებას. 

მცდარი ინფორმაცია: პირბადის ტარება ჯანმრთელობისათვის საშიშია

დეზინფორმაციაა, რომ პირბადის ტარებისას ჩასუნთქული ნახშირორჟანგი ადამიანის ჯანმრთელობისათვის სერიოზული საფრთხის შემცველია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, პირბადე დამზადებული უნდა იყოს მხოლოდ ისეთი მასალისაგან, რომლითაც სუნთქვა შესაძლებელია. რეკომენდაციების დაცვით დამზადებული პირბადის ხანგრძლივი ტარება არ იწვევს ორგანიზმში ნახშირორჟანგის კრიტიკული რაოდენობის დაგროვებას. ჩვეულებრივი სამედიცინო ან ქსოვილისაგან დამზადებული პირბადის გამოყენების შემთხვევაში ამოსუნთქული ნახშირორჟანგი თავისუფლად აღწევს პირბადის გარეთ. მაგალითისთვის, ქირურგები, ჩვეულებრივ, ბევრად უფრო სქელ პირბადეებს მთელი დღის განმავლობაში ატარებენ, თუმცა არ არსებობს მათ ჯანმრთელობაზე უშუალოდ პირბადის ტარების უარყოფითი გავლენების დამადასტურებელი ფაქტები.

სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, რომ პირბადის გამოყენებით ქვეითდება ადამიანის იმუნური სისტემა. აღნიშნული დეზინფორმაცია პოპულარულია არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ სოციალურ ქსელებშიც, თუმცა არ არსებობს რაიმე სახის სამეცნიერო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ პირბადის ტარებას რაიმე სახის – უარყოფითი ან დადებითი, გავლენა აქვს ადამიანის იმუნურ სისტემაზე. პირბადე მხოლოდ დამატებით ბარეიერს  ქმნის საუბრის, ცემინების ან ხველის დროს ამოფრქვეული წვეთების ჰაერში გავრცელებისა და სხვა ადამიანის სასუნთქ გზებში მოხვედრისათვის.

კონსპირაცია: პირბადეები ადამიანთა მასების დასამორჩილებლად გამოიყენება

კონსპირაციის თეორიების მიხედვით, პირბადეები ადამიანების დამორჩილებისა და გაკონტროლებისათვის გამოიყენება, თუმცა რეალურად, სახის და განსაკუთრებით, სასუნთქი გზების დაფარვას ინფექციური დაავადების ფართომაშტაბიანი გავრცელების დროს ხანგრძლივი ისტორია აქვს. დაავადებისგან თავდაცვის ამ მეთოდის გამოყენება პირველად მე-17 საუკუნის ევროპელმა ექიმებმა შავ ჭირთან ბრძოლისას დაიწყეს. ექიმები გრძელ, ჩიტის თავის ფორმის ნიღბებს სხვადასხვა ნივთიერებითა და მცენარეებით ავსებდნენ და მიიჩნევდნენ, რომ ამ გზით ჰაერის პათოგენისგან გაწმენდას შეძლებდნენ.

პირბადეების თანამედროვე ფორმით გამოყენება მედიკოსებმა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყეს, როდესაც ევროპელმა მეცნიერებმა ბაქტერიები და მათგან გამოწვეული დაავადებები პირველად აღმოაჩინეს. პირბადეები განსაკუთრებით პოპულარული 1918-1919 წლებში ესპანური გრიპის პანდემიისას გახდა, ამ პერიოდში პირბადეებს ატარებდნენ როგორც ექიმები, ისე პაციენტები. სწორედ 1918-1919 წლების პანდემიისას ისტორიაში პირველად აშშ-ში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

ამჟამად პირბადეები ჯანმოს მიერ კორონავირუსის პანდემიის გავრცელებასთან ბრძოლის კომპლექსური მიდგომის ერთ-ერთ კომპონენტია. პირბადეები ჯანმრთელ პაციენტებს ინფიცირებისგან იცავს, ხოლო დაავადებულებს ხელს უშლის ვირუსის გავრცელებაში. ჯანმო სამედიცინო პირბადეების ტარებას ურჩევს:

  • სამედიცინო პერსონალს;
  • ვირუსის ძლიერი/სუსტი სიმპტომების მქონე ადამიანებს
  • COVID-19-ის მქონე პირებთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს
  • ვირუსის რისკჯგუფებს: 60 წელს გადაცილებულ ან ჯამრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს

არასამედიცინო ქსოვილისგან დამზადებული პირბადის გამოყენება რეკომენდებულია ყველა პირისთვის, რომელიც იმყოფება ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის ზონაში: მაღაზიებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თავშეყრის ადგილებში და ა.შ.

ვინ არიან პირბადის შესახებ დეზინფორმაციისა და კონსპირაციის გამავრცელებლები? 

Tvalsarisi.ge-ის რესპოდენტი ექიმი ზურაბ ქუმსიაშვილი პერიოდულად აქვეყნებს სხვადასხვა სამედიცინო რჩევებს აღნიშნული პორტალის საშუალებით. 2020 წლის მარტში და სექტემბერში Tvalsazrisi.ge-მ გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, რომ ზურაბ ქუმსიაშვილის ცენტრის მიერ შექმნილი პრეპარატი კორონავირუსს კურნავს.

Tvalsazrisi.ge-ს ავტორი ირაკლი ჯანყარაშვილია, რომელიც “ანტილიბერალური დოქტრინის” ადმინისტრატორი და კრემლისტური გამოცემა News Front Georgia-ს ავტორიცაა.

კრემლთან დაკავშირებული News Front-ის მასალა გაზიარდა გვერდებზე  სტალინი, ევრაზია – საინფორმაციო სააგენტო და ჯგუფში – კოტე ჩიკვილაძის და გულბაათ რცხილაძის თანამოაზრეების ჯგუფი. კრემლთან დაკავშირებილი აღნიშნული პლატფორმები ხშირად ავრცელებენ  იდენტურ მასალებს. ამასთანავე პრორუსულ არასამთავრობო ორგანიზაცია ევრაზიის ინსტიტუტთან დაკავშირებულ ჯგუფს “ევრაზია – საინფორმაციო სააგენტო / Eurasia – Information Agency” ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე მართავს, ხოლო კოტე ჩიკვილაძის და გულბაათ რცხილაძისთანამოაზრეების ჯგუფი: Россия и Грузия – საინფორმაციო სააგენტო ევრაზია.

"""

 

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist