“ობიექტივი” ბილ გეიტსის ვიდეოფაბრიკაციას და ვაქცინაციაზე დეზინფორმაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

126
VIEWS

2020 წლის 26 აგვისტოს, ტელეკომპანია ობიექტივის “ღამის სტუდიის” ეთერში მოწვეულმა სტუმარმა, იმუნოლოგმა ნოდარ გოგებაშვილმა კორონავირუსის ვაქცინის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ  ბილ გეიტსის დაფინანსებით შექმნილი ოქსფორდის ვაქცინა გენმოდიფიცირებულია, რომელსაც ადამინის გენეტიკის შეცვლა შეუძლია. “ობიექტივის” რედაქციამ გადაცემაში ასევე გაუშვა ბილ გეიტსის ვიდეო, რომელიც ქართულად არის გახმოვანებული და რის მიხედვითაც გეიტსი ადამიანების აუცილებელ ვაქცინაციაზე საუბრობს.

ამავე გადაცემაში კორონავირუსთან დაკავშირებით შემდეგი ინფორმაცია გაჟღერდა:

  1. გერმანელმა და ავსტრიელმა მეცნიერებმა შეისწავლეს კორონავირუსი და აღმოჩნდა, რომ ის გრიპის ეპიდემიაზე უფრო ნაკლებად საშიშია;
  2. ბილ გეიტსი აფინანსებს 10 ვაქცინის მწარმოებელ კომპანიას, მათ შორის ოქსფორდის ვაქცინას, რომელიც ადამინის გენეტიკას ცვლის.
  3. ოქსფორდის ვაქცინის მეორე ეტაპის ტესტირება დასრულდა, მაგრამ ზოგადად ვაქცინის შექმნას  6-8 წელიწადი სჭირდება, ამიტომ ასე ნაჩქარევად ვაქცინის გაკეთება არ შეიძლება.
  4. ბილ გეიტსს სურს მოსახლეობის რაოდენობის შემცირება და ამისთვის ადამიანის გენეტიკის შეცვლას და “კვანტურ დოთ” ვაქცინის გამოყენებას გეგმავს.

ობიექტივის ეთერში გაჟღერებული მტკიცებები COVID-19-და და ვაქცინაციის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და დეზინფორმაციაა. ბილ გეიტსის ვიდეო, რომელიც ეთერში აჩვენეს, ვიდეოფაბრიკაციაა

    1. კორონავირუსი გრიპის ვირუსზე უფრო ნაკლებად საშიში არ არის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, COVID-19 ინფექცია სეზონურ გრიპის ვირუსთან შედარებით ბევრად საშიშია, რასაც ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, ვირუსის სიკვდილიანობის სტატისტიკაც ადასტურებს. იმის გათვალისწინებით, რომ COVID-19 ახალი და მიმდინარე ვირუსია,  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მისი ზუსტი სიკვდილიანობის დადგენა ამ ეტაპისთვის შეუძლებელია. თუმცა, მარტში სიკვდილიანობა მსოფლიო მასშტაბით ოფიციალურად 3.4%-ით განისაზღვრა, და მიმდინარე მონაცემებითაც ის დაახლოებით 3.3%-ს შეადგენს.

ვირუსის სიკვდილიანობის გამოთვლა მარტივი ფორმულით ხდება, რომლის თანახმადაც:

"

ინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობა, შემთხვევათა საერთო რაოდენობაზე უნდა გავყოთ და პროცენტული რიცხვის მისაღებად 100 ზე გავამრავლოდ. სწორედ ასე გამოვითვალეთ ვირუსის ამჟამინდელი სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

რაც შეეხება ინფლუენსას ვირუსს, რომელიც სეზონური გრიპის სახით ვლინდება, მისი სიკვდილიანობა ახალი ტიპის კორონავირუსზე გაცილებით ნაკლები – 0.1%-ია, შესაბამისად უსაფუძვლოა იმის მტკიცება, თითქოს COVID-19 გრიპის ვირუსზე ნაკლებად საფრთხისშემცველია.

ამასთან, COVID-19-ის სიმპტომების მიმდინარეობა, სეზონური გრიპის ვირუსთან შედარებით ბევრად უფრო მძიმეა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მარტის თვის მონაცემებით კორონა ვირუსის ინფექციების 80% მსუბუქი ან ასიმპტომურია,15% მძიმედ მიმდინარეობს და მოითხოვს ჟანგბადის მიწოდებას, 5% კი კრიტიკულად მიმდინარე ინფექციაა, რაც ხელოვნურ ვენტილაციას საჭიროებს. აღნიშნული მაჩვენებელი გირიპის ვირუსის შემთხვევაში უფრო დაბალია.

    2. ბილ გეიტსის მონაწილეობით გამოყენებული ვიდეო, რეალურ ვიდეოს არ ემთხვევა 

გადაცემაში გამოყენებული ვიდეო, რომელშიც ბილ გეიტსი ვაქცინის შესახებ საუბრობს, რეალურ ვიდეოს არ ემთხვევა. აღნიშნულ ვიდეოში ბილ გეიტსი საუბრობს კორონავირუსის ვაქცინის რამდენიმე შესაძლო ვარიანტზე, მათ შორის რნმ-ის გამოყენებით შექმნილ ვაქცინაზე; თუმცა, ვიდეოში საუბარი არაა დნმ-ის ან რნმ-ის ფორმის შეცვლასა და “კვანტურ-დოტ” ვაქცინის გამოყენებაზე. ასევე, ბილ გეიტსი ვიდეოში არ ამბობს, რომ ვაქცინა აუცილებლად უნდა გაუკეთდეს 7 მილიარდ ადამიანს. არამედ ის ამბობს, რომ ვაქცინის შექმნა სასწრაფოა და დიდ კოლაბორაციას მოითხოვს, რადგან ვაქცინა 7 მილიარდ ადამიანამდე უნდა მივიდეს.

“ობიექტივის” გავრცელებულ ვიდეოში 00:15 წამიდან 01:03 წამდამდე გამოყენებული მონაკვეთი ბილ გეიტსის გამოსვლაში საერთოდ არ არის და ვიდეო ფაბრიკაციას წაარმოადგენს.

"

“კვანტურ-დოტ მიკროშპრიცის” ვაქცინასთან დაკავშირებით, რომელიც ვიდეოშია ნახსენები და რომელსაც მიაწერენ ბილ გეიტსის გეგმას, თითქოს ის ადამიანების დაჩიპვას აპირებს, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კევინ მაკჰუი, ”კვანტური-დოტ” სამეცნიერო ნაშრომის ერთ – ერთი წამყვანი ავტორი ამბობს:

 ”კვანტური წერტილოვანი ტექნოლოგია არ არის მიკროჩიპი ან ადამიანში იმპლანტირებადი კაფსულა და როგორც ვიცი, კორონავირუსისთვის მისი გამოყენება არ იგეგმება”.

   3. ოქსფორდის ვაქცინა ადამიანის გენეტიკის შეცვლას არ იწვევს

ოქსფორდის ვაქცინის შესახებ, ოქსფორდის უნივერსიტეტის ვებ-გვერდზევკითხულობთ, რომ მის შესაქმენლად გამოყენებულია შიმპანზეს ადენოვირუსის ვაქცინის ტექნოლოგია. ეს არის უვნებელი, დასუსტებული ადენოვირუსი, რომელიც, როგორც წესი, იწვევს გაციებას შიმპანზეებში. ვაქცინის აღნიშნული ტიპი შეირჩა SARS-CoV-2 საწინააღმდეგო ვაქცინის ყველაზე შესაფერის მოდელად, რადგან ნაჩვენებია, რომ იგი წარმოქმნის ძლიერ იმუნურ პასუხს. იგი ასევე არის უსაფრთხო ბავშვებისთვის, მოხუცებისთვის და ისეთი ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვისაც კი, როგორიც არის დიაბეტი. შიმპანზეს ადენოვირუსული ვაქცინა კარგად შესწავლილი ვაქცინის ტიპია, რომლიც უსაფრთხოდ გამოიყენეს ათასობით სუბიექტში. სწორედ ადენოვირუსის ვექტორებს შეიცავს, ებოლას,C  ჰეპატიტის, მალარიის, ტუბერკულიოზის საწინააღმდეგო ვაქცინა.

რაც შეეხება ვაქცინის მოქმედების მექანიზმს, როგორც ოქსფორდის ვაქცინის შემქმნელები განმარტავენ, კორონავირუსებს გარსზე აქვთ კომბლის ფორმის შვერილები, რომლებიც ქმნიან კორონას – ლათინურად გვირგვინს – ვირუსის ზედაპირზე. სხვა კორონავირუსული გამოკვლევების იმუნური პასუხები გვიჩვენებს, რომ ეს მწვერვალები ვაქცინის კარგი სამიზნეა.

ოქსფორდის ვაქცინა შეიცავს სწორედ ამ მწვერვალებზე არსებული ცილების გენეტიკურ თანმიმდევრობას. როდესაც ვაქცინა ადამიანის ორგანიზმში ხვდება, იგი იყენებს გენეტიკურ კოდს რათა გამოიმუშაოს სპეციფიკური ცილა, რომელიც იწვევს იმუნურ რეაგირებას იმ შემთხვევაში თუ მოგვიანებით სხეული კორონავირუსით დაინფიცირდება. ამგვარად ოქსფორდის ვაქცინა ადამიანის გენეტიკურ ცვლილებას არ და ვერ გამოიწვევს.

"

4. ბილ გეიტსი ვაქცინის მწარმოებელ 10 კომპანიას არ აფინანსებს, ოქსფორდის ვაქცინის დამფინანსებლად კი ბილ და მელინდა გეიტსების ფონდთან ერთად 8 კომპანიაა მოხსენიებული

ბილ და მელინდა გეიტსების ფონდმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 350 მილიონი აშშ დოლარი გამოყო, საიდანაც ვაქცინაციისთვის 150 მილიონი აშშ დოლარი გადაეცა კომპანია Gavi-ს.  Gavi უზრუნველყოფს პოტენციური ვაქცინების წარმოების მხარდაჭერასა და შემდგომში მის მიწოდებას დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისათვის. კომპანიის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ვაქცინის ერთი დოზის ფასი მაქსიმუმ 3 აშშ დოლარი იქნება და 2021 წლამდე 100 მილიონი დოზა უსაფრთხო და ეფექტური COVID-19-ის ვაქცინის წარმოებაა დაგეგმილი, რომელიც 92 ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი.

Gavi ვაქცინების ალიანსს წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოში ბავშვთა დიდი ნაწილის ვაქცინაციის პროცესს ახორციელებს სხვდასხვა მომაკვდინებელი ინფექციებისგან მათ დასაცავად.

რაც შეეხება ოქსფორდის ვაქცინას, ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი ოქსფორდის ვაქცინის ჯგუფსაც აფინანსებენ, თუმცა მათთან ერთად აღნიშნული ვაქცინის დამფინანსებელთა სიაში კიდევ 8 კომპანიაა: მენინგიტის კვლევის ფონდი, ვაქცინების და იმუნიზაციის გლობალური ალიანსი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და სხვა.

"

  • ვაქცინის შემქნის ეტაპები

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის სამსახურის მიხედვით, ვაქცინის კლინიკური შემოწმების პროცესი რამდენიმე ფაზას მოიცავს:

  • პირველი ფაზა – ადამიანთა მცირე ჯგუფი იღებს საცდელ ვაქცინას;
  • მეორე ფაზა –  ფართოვდება კლინიკური კვლევა და ვაქცინა ეძლევა იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მათი მსგავსი მახასიათებლები (როგორიცაა ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა) ვისთვისაც განკუთვნილია ახალი ვაქცინა;
  • მესამე ფაზა – ვაქცინა უკეთდება ათასობით ადამიანს და ხდება მისი ეფექტურობისა და უსაფრთხოების შემოწმება;
  • მეოთხე ფაზა – აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ვაქცინა გადის მეოთხე ფაზასაც, რაც მისი დამტკიცების და ლიცენზირების შემდეგ მიმდინარე კვლევებს მოიცავს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ სწორედ ზემოთ აღნიშნული აუცილებელი სამ საფეხურიანი პროცესი უნდა გაიაროს იმისთვის, რომ აღიარებული იქნას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ვაქცინები მოწმდება უსაფრთხოებაზე, იმუნურ რეაქციაზე და საბოლოოდ ეფექტიანობაზე, რომელთაგან თითოეული ფაზა უფრო და უფრო დიდ მოხალისეთა ჯგუფზეა გათვლილი. ამ დროისთვის კლინიკური კვლევების მესამე ფაზაზე არიან ბრიტანეთის, აშშ-ის, ჩინეთისა და გერმანიის ვაქცინები, როგორებიცაა, Sinovac-ის, ვუჰანის და პეკინის ინსიტუტიტების, ასევე ოქსფორდის უნივერსიტეტის და AstraZeneca-ს, Moderna-სა და NIH-ის, BioNTech, Fosun Pharma-s da Pfizer-ის ვაქცინები.

ვაქცინა, რომელიც უსაფრთხოების თვალსაზრისით შეშფოთებას იწვევს, რუსეთის მიერ წარმოებულია, რომლის დამტკიცება მანამდე მოხდა, ვიდრე იგი მესამე, ყველაზე ფართომასშტაბიან საფეხურს გაივლიდა. ექსპერტები ამ საფეხურზე მიმდინარე ცდებს აუცილებლად მიიჩნევენ. როგორც ჯანმომ განაცხადა, ვაქცინის ლიცენზირება აუცილებელ პროცედურებს მოიცავს, მათ შორის კლინიკური კვლევების შედეგად მიღებულ ყველა საჭირო უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის მონაცემების შემოწმებას და შეფასებას, რაც ყველა პრეტენდენტი ვაქცინისთვის საერთოა. რუსეთს არ გამოუქვეყნებია დეტალური კვლევა ცდების შესახებ, რომელიც მის მიერ შემუშავებული ვაქცინის ეფექტიანობას ამტკიცებს.

აღნიშნულ თემაზე იხილეთ მითების დეტექტორის მიერ გამოქვეყნებული სხვა მასალები:

წყარო

წყარო

ობ
ობიექტივი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist