“ობიექტივის” წამყვანის მტკიცებით, ნეო-ფაშისტებს არა რუსეთი, არამედ აშშ ახალისებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

picto chart - Copy
460
VIEWS

გაზეთ “ასავალ-დასავალის” 2018 წლის 14-20 მაისის ნომერში გამოქვეყნდა ტელეკომპანია “ობიექტივის” წამყვანისა და პარტია “ნეიტრალური/სოციალისტური საქართველოს” ლიდერის ვალერი კვარაცხელიას ინტერვიუ, რომელშიც ის ამერიკის შეერთებულ შტატებს ფაშიზმის წახალისებაში სდებს ბრალს.

ვალერი კვარაცხელია: „ამერიკელები თავიანთი ინტერესების გასატარებლად დღემდე განაგრძობენ ფაშიზმისა და ტერორიზმის წახალისებას სხვადასხვა რეგიონსა და სახელმწიფოში.“

ვალერი კვარაცხელიას მტკიცება აბსურდულია, რადგან ევროპაში ულტრა-ნაციონალისტურ, ნეო-ფაშისტურ პოლიტიკურ პარტიებსა და ჯგუფებს პირდაპირი კავშირები სწორედ რუსეთთან აქვთ. მათი დღის წესრიგი ანტი-ისლამური, ქსენოფობიური, რიგ შემთხვევბში კი ანტი-სემიტური განცხადებებით გამოირჩევა. ისინი მხარს უჭერენ დისკრიმინაციასა და ავტორიტარიზმს, ქადაგებენ ქსენოფობიასა და შოვინიზმს და აღვივებენ ისტორიულ ტრავმებს.

მითების დეტექტორი გთავაზობთ ინფორმაციას ევროპის ძირითადი ნეო-ფაშისტური პოლიტიკური პარტიებისა და სხვადასხვა ჯგუფების რუსეთთან პირდაპირი კავშირების შესახებ, ასევე მათ მიერ რუსული პოლიტიკის ლეგიტიმაციის შესახებ.

       1. კავშირები რუსეთთან


ულტრა-ნაციონალისტური, ნეო-ნაცისტური პოლიტიკური პარტიები ევროპაში პირდაპირი კავშირები რუსეთთან
იობიკი (უნგრეთი) “იობიკის” წევრს და ევროპარლამენტარ ბელა კოვაჩს ბრალად ედება რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა. ბრალდება მოიცავს ფინანსურ თაღლითობასა და დოკუმენტების გაყალბებას, რამაც ევროპარლამენტის ინსტიტუტების ფინანსური ზიანი გამოიწვია.
ნაციონალური ფრონტი (საფრანგეთი) 2014 წელს ნაციონალურმა ფრონტმა და მარინ ლე-პენმა რუსეთისგან 11 მილიონი ევროს სესხი მიიღო. აქედან 9 მილიონი ევროს ტრანსფერი მცირე ბანკის, “პირველი ჩეხურ-რუსული ბანკის” მეშვეობით მოხდა, რომელიც კრემლთან არის დაკავშირებული.
ოქროს განთიადი (საბერძნეთი) ოქროს განთიადს მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთის ნეო-ნაცისტურ ჯგუფთან “Русский Образ”, რომელსაც თავის მხრივ ფარული კავშირები აქვს რუსეთის საიდუმლო სამსახურებთან და პუტინის პოლიტკურ პარტიასთან “ერთიან რუსეთთან”. რუსეთის მთავარი იდეოლოგი, ალექსანდრ დუგინი “ოქროს განთიადს” ღიად უჭერდა მხარს.
თავისუფლების პარტია (ავსტრია) 2016 წლის 19 აპრილს ავსტრიის თავისუფლების პარტიამ რუსეთის მმართველ პარტიასთან (ერთიანი რუსეთი) ხელი მოაწერა თანამშრომლობის ხუთწლიან შეთანხმებას. შეთანხმება ვენას და მოსკოვს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების, მეგობრობისა და ახალგაზრდა თაობების განათლების განმტკიცებას ისახავს მიზნად. პარტიას პირდაპირ კავშირი აქვთ მართლმადიდებელ ოლიგარქთან, კონსტანტინ მალოფეევთან, რომელიც ევროპაში ექსტრემისტულ ქსელებს აფინანსებს.
ჩრდილოეთის ლიგა (იტალია) 2017 წლის მარტში იტალიის ჩრდილოეთ ლიგის პარტიამ ხელი მოაწერა “თანამშრომლობის შეთანხმებას ” იმ დროისთვის რუსეთის დუმის სპიკერთან, სერგეი ჟელეზნიაკთან, რომელიც რუსეთის მმართველ პარტიას წარმოადგენს.
ზმიანა (პოლონეთი) “ზმიანას” ლიდერი მათეუშ პისკორსკი პრო-რუსი სეპარატისტების მხარდამჭერი იყო და ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში უკანონო არჩევნებში სადამკვივებლო მისიებში მონაწილეობდა, 2012-2014 წლებში მას კრემლი აფინანსებდა. პისკორსკი ამჟამად რუსეთის ჯაშუშობისთვის იხდის სასჯელს.

"

      2. რუსეთის პოლიტიკის ლეგიტიმაცია

  • 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს უნგრეთის სლოვაკეთისა და ბულგარეთის ნეო-ფაშისტურმა პარტიებმა რუსეთის საქართველოში ინტერვენციას  მხარი დაუჭირეს.
  • 2014 წელს დამოუკიდებლობის შესახებ ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს დაკვირვებლების სტატუსით  ესწრებოდნენ შემდეგი ულტრა-ნაციონალისტური პარტიები: ბულგარეთის ატაკა, ბელგიის ფლამანფური ინტერესი, იტალიის ჩრდილოეთის ლიგა, უნგრეთის იობიკი. მემარცხენე ფლანგიდან კი გერმანიის მემარცხენე პარტია, საბერძნეთის კომუნსიტური პარტია და პოლონეთის მემარცხენე დემოკრატების ალიანსი.
  • 2014 წლის მაისში ქალაქ ვენაში ალექსანდრ დუგინმა  გამართა საიდუმლო შეხვედრა ევროპის ულტრა ნაციონალისტურ და ნეო-ფაშისტურ პოლიტიკურ პარტიებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საფრანგეთის მემარცხენე პარტია სირიზა. დუგინის ინიციატივა იყო ევროპაში ანტილიბერალური განწყობების მობილიზების მიზნით რუსეთთან “საღვთო ალიანსის” შექმნა, რომლის სახელიც 1815 წელს რუსეთის დომინირებით ჩამოყალიბებული ალიანსიდან მომდინარეობს, რომელიც ევროპაში დემოკრატიული სწრაფვების ჩახშობას ისახავდა მიზნად. ვენის შეხვედრას აფინანსებდა დასავლური სანქციების შავ სიაში შესული და პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი კონსტანტინ მალოფეევი, რომელიც იმვადროულად აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუს სეპარატისეტებს აფინანსებს.
  • იგივე პარტიები (მაგალითად, ავსტრიის თავისუფლების პარტია, საბერძნეთის ოქროს განთიადი) 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო რუსეთზე დაკისრებულ სანქციებს ეწინააღმდეგებოდნენ;
  • ჩეხეთის ულტრა-ნაციონალისტური პარტიის “თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია” დეპუტატები რუსეთის პოლიტიკის ლეგიტიმაციას სხვადასხვა მეთოდებით  ახდენენ: ადგენენ დღის წესრიგს, რომ რუსეთი აგრესორი არ არის, რუსეთის გავლით მოგზაურობენ ანექსირებულ ყირიმში, პერიოდულად ატარებენ პრო-რუსულ კონფერენციებ.

    3. პრო-რუსული ულტრა-ნაციონალისტური ძალები და არაფორმალური გასამხედროებული დაჯგუფებები

ა. პრო-რუსული, რადიკალური და ექსტრემისტული ორგანიზაციები და მატი დესტაბილიზაციური ქმედებები:


ქვეყანა ორგანიზაცია ქმედებები
ჩეხეთი ნაციონალური დემოკრატია (National Democracy)/ნაციონალური სახალხო გვარდია  (National Home Guard) არალეგალური დონეცკის სახალხო რესპუბლიკის “საკონსულოს” დაარსება 2016 წელს.
უნგრეთი უნგრეთის ნაციონალური ფრონტი სამხედრო წვრთნა Airsoft გრუ-ს წევრებთან ერთად
სლოვაკეთი სლოვაკეთის აღორძინების მოძრაობა (Slovak Revival Movement) პარტნიორობა “სახალხო ასამბლეასთან”, სეპარატისტი მებრძოლების რეკრუტირება 2014 წელს.
ავსტრია იდენტობის მოძრაობა (Identitarian Movement) ლტოლვილთა საწინააღმდეგო პროტესტები, რომლებიც ალექსანდრ დუგინის იდეოლოგითაა ინსპირირებული.

ბ. არაფორმალური გასამხედროებული დაჯგუფებები და მათი კავშირები რუსეთთან

ორგანიზაცია იდეოლოგია ძალადობრივი საფრთხე კავშირიები
რუსეთთან
ჩეხეთი

ჩეხოსლოვაკი სამხედროები რეზერვში (Czechoslovak Soldiers in Reserve)

  • ულტრა-ნაციონალიზმი
  • პანსლავიზმი
  • ანტი-NATO
  • ანტი-უკრაინული
  • სამხედრო წვრთნები
  • ლეგალური იარაღი
რეტორიკული
ჩეხეთი

ნაციონალური სახალხო გვარდია (NHG)

  • ულტრა-ნაციონალიზმი
  • პანსლავიზმი
  • ანტი-NATO
  • ანტი-უკრაინული
  • ანტი-მიგრაციული
  • სამხედრო წვრთნები
  • კრიზისის ტრენინგი
  • დონეცკის სახალხო რესპუბლიკა
  • დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საკონსულო ოსტრავაში
უნგრეთი

64 საგრაფოს ახალგაზრდული მოძრაობა HVIM

  • ულტრა-ნაციონალიზმი
  • რევიზიონიზმი
  • ანტი-სემიტიზმი
  • ანტი-მიგრაციული
  • ანტი-უკრაინული
  • სამხედრო წვრთნები
  • პრო-რუსული ტერორისტული აქტის შემთხვევა
  • ძალადობა მიგრანტების წინააღმდეგ
ტრანსნისტრია
უნგრეთი

დამნაშავეთა არმია (Army of Outlaws)

  • ნეო-ნაციზმი
  • ანტი-სემიტიზმი
  • ანტი-რომა
  • ანტი-მიგრაციული
  • სამხედრო წვრთნები
  • მფარველობა
  • სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები რომა ჯგუფის წინააღმდეგ
რუსული საბრძოლო ჯგუფები
უნგრეთი

მგლები

  • ნაციონალიზმი
  • ანტისემიტიზმი
  • ანტი-რომა
  • სამხედრო წვრთნები
  • Airsoft წვრთნები
სეპარატიტები
უნგრეთი

ახალი უნგრეთის გვარდია (new Hungarian Guard)

  • ულტრა-ნაციონალიზმი
  • ანტი-სემიტიზმი
  • ანტი-რომა
  • ანტი-მიგრაციული
სამხედრო წვრთნები რეტორიკული
უნგრეთი

უნგრეთის თავდაცვითი მოძრაობა (Hungarian Self-Defence Movement)

  • ნაციონალიზმი
  • ანტისემიტიზმი
  • ანტი-რომა
  • პრო-პუტინისტური
სამხედრო წვრთნები გრუ
სლოვაკეთი

სლოვაკი ახალწვეულები

  • პანსლავიზმი
  • ანტი-NATO
  • ანტი-უკრაინული
რუსული წვრთნები “Система”
  • სეპარატისტი მებრძოლი – მ. კეპრტა
  • ასოციაცია “Stiag”
  • Спецназ-ის და OMON-ს ინსტრუქტორები
  • რუსული პატრიოტული კლუბები
  • ღამის მგლები
სლოვაკეთი

წინააღმდეგობის სამოქმედო ჯგუფი (Action Group Resistance)

  • ნეო-ნაციზმი
  • პანსლავიზმი
  • ანტი-სემიტიზმი
  • ანტი-NATO
  • ანტი-უკრაინული
  • სამხედრო წვრთნები
  • აღწევს შეიარაღებულ ძალებში
  • ცეცხლი წაუკიდეს რომა ოჯახს
რეტორიკული

 

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

ვალ
კვარაცხელია ვალერი

წყარო

ობ
ობიექტივი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist