ონიშენკო ქართველებს ლუგარის “ცივი ოთახით” აშინებს, რომელიც რუსეთის ლაბორატორიებშიც დანერგილია

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

592
VIEWS

2018 წლის 5 დეკემბერს “სპუტნიკ საქართველოს” რუსულენოვან ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა რუსეთის დუმის დეპუტატის გენადი ონიშენკოს კომენტარი საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის მუშაობს შესახებ. ონიშენკოს თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში ე.წ. “ცივი ოთახები” ფუნქციონირებს, რომელიც არცერთ სხვა ლაბორატორიაში არ გამოიყენება.

გენადი ონიშენკო: “ერთია, როდესაც ისინი [ლაბორატორიები] აშშ-ის ჯანდაცვის ინსტიტუტების მიერ იმართება და მეორეა, როდესაც მედიკოსების უკან სამხედროები დგანან. ამ ლაბორატორიებში სამხედრო მიკრობიოლოგები მუშაობენ. ისინი, როგორც ყველა დანარჩენი, საკუთარ სამხედრო დავალებებს ასრულებენ და ის საუბარი საქართველოში, რომ თითქოს ეს ბავშვებისთვის კეთდება, ბოდიში მაგრამ, გყავთ [საქართველოში] სამოქალაქო CDC (დაავადებათა კონტროლის ცენტრი), რომელთანაც რუსეთიც თანამშრომლობს.  იქ არის არის ისეთი სტრუქტურები, რომლებიც არცერთ სხვა ლაბორატორიაში არ არის. ესენია ე.წ. “ცივი ოთახები”, რომლებიც თავისი არსით ბუნკერებია. იქ ჯანმრთელობისთვის საშიში აქტიური ნივთიერებები მუშავდება.”

სპუტნიკის მასალას ორი ბმული ახლავს. პირველი ბმულის სათაურია “უცხოელმა ექსპერტებმა ლუგარის სკანდალური ცენტრის “საიდუმლო” გამოააშკარავეს”. თუმცა სტატიაში არცერთი უცხოელი ექსპერტის სახელი მოცემული არ არის და ის მხოლოდ იგორ გიორგაძის და კრემლის წარმომადგენლების პოზიციებს ეფუძნება.

"

მეორე ბმული კი ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ბიძინა ივანიშვილის 23 ოქტომბრის კომენტარს შეეხება, რომელიც ამბობს, რომ ლაბორატორიაში ბიოლოგიური ცდები არ ტარდება. ლუგარის ლაბორატორიის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა 23 ოქტომბერს ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ “ცილისმწამებლური გამონათქვამები” აშშ-სა და რუსეთს შორის მიმდინარე “პოლემიკის” ნაწილია.

"

ონიშენკოს კომენტარი ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ ხანგრძლივი შავი პროპაგანდის ნაწილია. კრემლი და კრემლთან დაკავშირებული აქტორები უკვე წლებია ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ კონსპირაციებს ავრცელებენ და ამტკიცებენ, თითქოს აქ საშიში ვირუსების გავრცელება და რუსეთის ტერიტორიაზე მათი ექსპორტი ხდება. რაც შეეხება ე.წ. “ცივ ოთახებს” ის ლუგარის ლაბორატორიისთვის უნიკალური არ არის და ლაბორატორიული მასალების შესანახად თითქმის ყველა ლაბორატორიაში, მათ შორის რუსეთშიც გამოიყენება.

რა არის “ცივი ოთახი”?

ლაბორატორიული მასალების შესანახად ე.წ. მაცივრები თითქმის ყველა ლაბორატორიის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია. ეს შესაძლოა, იყოს როგორც ცივი ყუთები, ასევე მაცივრად მოწყობილი მთლიანი ოთახი, რომელშიც დაბალი ტემპერატურაა შენარჩუნებული. ცივი ოთახების მიზანი ლაბორატორიული მასალების შენახვა და დაბალ ტემპერატურაზე მასალებზე ცდების ჩატარებაა.

არსებობს კომპანიები, რომლებიც ლაბორატორიებში ცივი ოთახების მოწყობის სერვისს ინტერნეტის მეშვეობით ჰყიდიან. Google-ის საძიებო სისტემაში ასეთი სერვისების მოძიება საკმაოდ მარტივია.

"

"

ღია წყაროებში ასევე იძებნება ლაბორატორიებში ცივი ოთახების მოწყობის გზამკვლევები, რათა ლაბორატორიული მასელები შესაბამისი სტანდარტებით იყოს დაცული და მკვლევრები ასეთ ლაბორატორიებში უსაფრთხოდ მუშაობდნენ.

"

"

"

“ცივი ოთახები” რუსეთის ლაბორატორიებში

მართალია, ონიშენკო ამტკიცებს, რომ ე.წ. ცივი ოთახები მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიაში გამოიყენება, თუმცა 2016 წლიდან რუსეთში მოქმედებს გაგრილებისა და სატუმბი გათბობის სისტემების უსაფრთხოების სტანდარტი, რომელიც სამაცივრე კამერებში პერსონალის უსაფრთხოდ მუშაობის სტანდარტსაც მოიცავს.

"

2010 წლიდან რუსეთში ასევე მოქმედებს სისხლის, სისხლის პროდუქტების, სისხლისშემცველი ხსნარების უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტი, რომელშიც პირდაპირ არის გაწერილი, რომ პლაზმასთან მუშაობისათვის (კარანტინი, ტრანსპორტირება, შენახვა) დაბალი ტემპერატურაა საჭირო. მაგალითად, რეგლამენტის თანახმად, ახლგადგაყინული პლაზმის შენახვის სტანდარტი მინიმუმ -25°C-ია, შესაბამისად სამაცივრე კამერების არსებობა ასეთ ლაბორატორიებში აუცილებელია.

სამაცივრე კამერები რუსეთის არაერთ ლაბორატორიაში ფუნქციონირებს. მათ შორის არის:

ლაბორატორიებში ე.წ. ცივი ოთახის არსებობის შესახებ ონიშცენკო კონსპირაციებს განზრახ ავრცელებს და დრამატიზებით მოსახლეობაში შიშების დანერგვას ცდილობს.


პროპაგანდის მეთოდები
სიმულაციური მტკიცებულებების შექმნა: ისეთი ავთენტური დოკუმენტების/ფაქტების გამოყენება, რომლებიც ქმნის მტკიცებულებების არსებობის ილუზიას, მაგრამ რეალურად არარელევანტურია იმ ბრალდებებთან მიმართებით, რომელთა საილუსტრაციოდაც არის გამოყენებული.
დრამატიზება და გაზვიადება – ხშირ შემთხვევაში ეს მეთოდი რეალურ ფაქტს ეფუძნება, თუმცა შეუსაბამო დასვკნებით უსაფუძვლო განგაშს აღძრავს და მდგომარეობის ხელოვნურ დრამატიზებას ახდენს.
Ad nauseam-ის ტექნიკა ერთი და იმავე იდეის განუწყვეტლივ განმეორებას გულისხმობს. ეს შესაძლოა იყოს იდეა, ან მარტივი სლოგანი, რომელსაც იმდენად ხშირად იმეორებენ, რომ ადამიანები მას იჯერებენ.
კონსპირაციას და ფსევდომეცნიერებას სამიზნე აუდიტორიაზე მაღალი გავლენა აქვს. ამ მეთოდების გამოყენებით მოსახლეობაში ეჭვისა და შიშის დათესვა ხდება. ასეთ დროს უგულვებელყოფია მეცნიერების, შესაბამისი საკითხის ექსპერტების მოსაზრებები, ავთენტური სამეცნიერო ნაშრომები. კონსპირაციების წრის გარღვევა რთულია, რადგანაც, ფაქტები, რომლებიც შეთქმულებებს აბათილებს, პროპაგანდისტების მიერ წარმოდგენილია, როგორც კონსპირაციის კიდევ ერთი “დამამტკიცებელი” საბუთი.
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი
წყარო

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist