“პატრიოტთა ალიანსი” რუსეთთან დიალოგის ლეგიტიმაციას მანიპულაციის გავრცელებით ცდილობს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ფე
206
VIEWS

2019 წლის 27 სექტემბერს “ობიექტივის” ეთერში “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა გოჩა თევდორაძემ განაცხადა, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებმაც რუსეთის მიმართ რიტორიკა შეცვალეს, გარკვეულ შედეგებს მიაღწიეს. ამ ქვეყნების მაგალითებად მან ფინეთი და იაპონია დაასახელა.

გოჩა თევდორაძე, პატრიოტთა ალიანსი: „ნათელი მაგალითი გვაქვს სხვადასხვა ქვეყნების, თუ გინდა ფინეთი, იაპონია, რომლებმაც თავიანთი რიტორიკა, მიდგომები რუსეთთან მიმართებაში შეცვალეს და შესაბამისად გარკვეულ შედეგებსაც მიაღწიეს, იმ რიტორიკის და დამოკიდებულების შეცვლის შემდეგ, პირდაპირი დიალოგით, უკვე სხვაგავარად აღქმული რეალობით და ა.შ. ა.შ.“

“პატრიოტთა ალიანსი” რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მოთხოვნის ლეგიტიმაციას ფინეთისა და იაპონიის მაგალითებით ცდილობს. ერთი მხრივ, ფინეთის მაგალითი ქართულ რეალობასთან არარელევანტურია, მეორე მხრივ კი იაპონია “კურილიის კუნძულებზე” პრეტენზიას დღესაც აცხადებს. აღნიშნული მანიპულაციებით “პატრიოტთა ალიანსი” ქმნის ილუზიას, თითქოს რუსეთთან რბილი რიტორიკა ტერიტორიების დაბრუნების გარანტია, რითაც საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსზე საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად. 

  • ფინეთის მთავრობა კარელიის დაბრუნების თემას არ განიხილავს

ფინეთი 1939-1940 წლების ომის შედეგად იძულებული გახდა დაეთმო კონტროლი კარელიის ტერიტორიაზე და იქ მცხოვრები ფინელების მასობრივი ევაკუაცია მოეხდინა, ხოლო საქართველოს ხელისუფლებას ოკუპირებული ტერიტორიები არ დაუთმია და  რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღესაცაა განლაგებული.

დღესდღეობით ფინეთის მთავრობა კარელიის დაბრუნების თემას არ განიხილავს. ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კარელიის ტერიტორიაზე ფინელი მოსახლეობის არარსებობა არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არ წამოუჭრია ოფიციალურად ფინეთს კარელიის დაბრუნების საკითხი.

ასევე აღსანიშნავია, რომ რუსეთთან ღია დიალოგის არსებობის მიუხედავად, ცივი ომის შემდგომ ფინეთის სრული სამხედრო პოტენციალი იქნა ჩამოყალიბებული, რასაც თან დაერთო რუსეთის შემოტევის შემთხვევაში თავდაცვითი ოპერაციის ჩატარებისთვის განხორციელებული წვრთნები. ამასთანავე, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსაციის შემდგომ ფინეთი ყოველთვის მხარს უჭერდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის ნეგატიური ეფექტი ექნებოდა ამას ფინეთის ეკონომიკაზე.

  • იაპონიას კურილის კუნძულები არ დაუთმია და მათზე პრეტენზიას დღემდე აცხადებს

რუსეთის მიერ უკანონოდ მითვისებული კურილის კუნძულების კუთვნილების საკითხი დღემდე აქტუალურია და იაპონიის დღის წესრიგში კვლავ ფიგურირებს. ქვეყანაში კუნძულების დაბრუნების მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება, იაპონიის მთავრობა კი ტერიტორიებზე პრეტენზიას ღიად აცხადებს და რუსეთს დავის სამართლიანად გადაწყვეტისკენ მოუწოდებს.

2019 წლის იანვარში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვსა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს ტარო კონოს შორის შეხვედრა შედგა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამ ეტაპზე კურილის კუნძულების საკითხი ისევ მოუგვარებელ დავად რჩება.

კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ იაპონია კვლავ აპროტესტებს რუსეთის ქმედებებს კურილის კუნძულებთან მიმართებით, 2019 წლის 28-29 ივნისს ოსაკაში გამართული დიდი ოცეულის (G20) სამიტია, სადაც იაპონიამ საკუთარი ქვეყნის რუკა კურილის კუნძულების იაპონიის შემადგენლობაში ყოფნით აჩვენა.

ვრცლად “პატრიოტთა ალიანსის” მიერ ფინეთისა და იაპონიის მაგალითებით მანიპულირების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” ადრინდელი პუბლიკაციები.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: იაპონია, რუსეთი, ფინეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist