“პატრიოტთა ალიანსის” ტროლების მობილიზება თარხან-მოურავის დასაცავად

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

თარხანას ტროლები
855
VIEWS

2020 წლის თებერვალში “მითების დეტექტორის” მიერ პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის დავით თარხან-მოურვის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ გამოქვეყნებულ რამდენიმე მასალას Facebook-ზე საეჭვო ანგარიშებების გააქტიურება მოჰყვა. აღნიშნული ანგარიშები აკომენტარებენ მასალებზე, რომლებიც “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებს დეზინფორმაციაში ამხელს, მხარდაჭერას უცხადებენ პარტიას და თავს ესხმიან “მითების დეტექტორს”.

გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ “პატრტიოტთა ალიანსის” Facebook მხარდამჭერეთა უმრავლესობა ტროლია. “მითების დეტექტორმა” სულ 14 ასეთი ტროლი გამოავლინა.

ფეისბუკის მონიტორინგის შედეგად შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა:

  • გამოვლენილი 14 ტროლიან 3 მათგანი სხვის ვინაობას იპარავს, ხოლო 11 – ვინაობას მალავს.
  • 4 ტროლის პროფილის URL მისამართში მითითებული სახელი განსხვავდება პროფილის სახელისაგან.
  • ერთ-ერთი ტროლი ცნობილი თურქი მსახიობის, მეორე  – მოდელი მამაკაცის, ხოლო მესამე – ინტერნეტში ხშირად გამოყენებულ ფოტოს იყენებს.
  • გამოვლინდა ორი ყალბი პროფილი, რომელთაც “მეგობრებში” ასევე “პატრიოტთა ალიანსის” სხვა ტროლები ჰყავთ.
  • ტროლების უმრავლესობას მოწონებული აქვთ “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერი ფეისბუკ გვედები და პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული ტელეკომპანია “ობიექტივის” გვერდი.
  • 3 ტროლს მოწონებული აქვს ოფიციალური სამთავრობო ვებ-გვერდები (ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს მთავრობა, საგარეო საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო)  ხოლო 2 მათგანი აზიარებს ანტილიბერალური გვერდის “ჯორჯის სოროს” და ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული გვერდების (“პოლიტიკური სანაგვე”, “ნაცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო”, “სირცხვილის კორიდორი” “ერთიანი პროვოკაციული მოძრაობა”), ასევე, კრემლისტური “ნიუსფრონტის” მასალებს..
  •  გამოვლენილი ტროლები “მითების დეტექტორის” ფეისბუკ გვერდის კომენტარების სექციაში შემდეგ გზავნილებს ავრცელებენ:
    • კრემლისტური პროპაგანდის ცნობილ ნარატივებს ევროპის გარყვნილების, საქართველოს გათურქებისა და წითელი არმიის, როგორც ქვეყნის მხსნელის როლზე;
    • მხარდაჭერას უცხადებენ “პატრიოტთა ალიანსს”, დავით თარხან-მოურავსა და ირმა ინაშვილს;
    • თავს ესხმიან “მითების დეტექტორს” და ტოვებენ შეურაცხმყოფელ კომენტარებს (გინება, პერსონალური თავდსხმები).

 

              ტროლი              

                   ვინაობას იპარავს                

Oto Pipia

"

"

"

"

ამჟამინდელი პროფილის ფოტო მამაკაცის თმის მოვლის საშუალებების რეკლამიდანაა მოპარული, ხოლო წინა პროფილის ფოტო – კომპანია Cartier-ის მზის სათვალეების რეკლამიდან.

პროფილის URL მისამართში სრულიად სხვა სახელი – shota pipia წერია.

პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერ ფეისბუკ გვერდებთან ერთად “მოწონებული” ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ვებ-გვერდი.

Ekaterine Noneshvili

(დეაქტივირებული)

 

მისი ფოტო ბევრ სხვადასხვა ვებ-გვერდზე გვხვდება, მათ შორის კოსმეტოლოგიურ სტატიებში

"

"
მეგობრებში ჰყავს პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული სხვა ტროლები Mamuka Aptsiauri, ჯემალ ბაღაშვილი, Guram Gamrekelashvili

Nata Shamugia

"

"

"

"

თავდაპირველად იპარავდა თურქი მსახიობის ილაიდა ჩევიქის ფოტოს, ხოლო შემდეგ პროფილზე დაიყენა მალდივის კუნძულებზე გადაღებული ფოტო, რომელიც მოგზაურობასთან დაკავშირებულ ვებ-გვერდებზე გვხვდება

             ტროლი             

             ვინაობას მალავს             

ჯემალ ბაღაშვილი

"

მალავს ვინაობას. პროფილის URL მისამართში წერია patriotta.aliansi.79

მოწონებულ 4  გვერდს შორისაა “პატრიოტთა ალიანსის” ახალგაზრდული ფრთისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფეისბუკ გვერდები.

Lia Akobia

"
"

მალავს ვინაობას. პროფილის URL მისამართში უწერია lasha.kandelaki. პირად გვერდზე აქტივობები არ აქვს. ერთადერთ პროფილის ფოტოზე ყვავილებია გამოსახული, ხოლო გარეკანის (cover) ფოტოზე პეიზაჟი.
გურიკა დევდარიანი

"
"

მალავს ვინაობას. პროფილის URL მისამართში წერია svaneti.narod.

მოწონებული აქვს “პატრიოტთა ალიანსის” ახალგაზრდული მოძრაობის ფეისბუკ გვერდი, ასევე ათამდე ოფიციალური სამთავრობო გვერდი, მათ შორის საქართველოს მთავრობის, ეკონომიკის სამინისტროს, სააგარეო საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს გვერდები.

Mamuka Aptsiauri

"

მალავს ვინაობას. აზიარებს: ანტილიბერალური  გვერდის “ჯორჯის სოროს”, ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული გვერდების “პოლიტიკური სანაგვეს”, “ნაცების დასაცინი ოფიციალური სააგენტოს”, “სირცხვილის კორიდორის”; ასევე კრემლისტური  “ნიუსფრონტის” მასალებს. გაზიარებული აქვს კონსპირაციული ფილმი უკრაინის მაიდნის მოვლენების შესახებ, რომელზეც “მითების დეტექტორმა” არაერთი სტატია მოამზადა.

2018-2019 წელს მხოლოდ ირმა ინაშვილთან დაკავშირებით 35-მდე პოსტი აქვს გამოქვეყნებული. ის სხვადასხვა ჯგუფებში  (“ქვეყნის მტრების წინააღმდეგ”

“საყდრისი SOS”, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერი ჯგუფი”,”Sagijeti საგიჟეთი”,

“ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში”)

აქტიურად აზიარებს ინფორმაციებს პატრიოტთა ალიანსის ლიდერის ირმა ინაშვილის შესახებ.

Dato Samyurashvili

sd

მალავს ვინაობას. პროფილის ფოტოდ დაყენებული აქვს MarcelMarkov-ის სახელით ცნობილი მხატვრის შექმნილლი ციფრული ნამუშავარი.  მეგობრებში ჰყავს ტროლი Guram Gamrekelashvili.
Guram Gamrekelashvili

'

მალავს ვინაობას. აზიარებს ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული გვერდების (“სირცხვილის კორიდორი”, “ერთიანი პროვოკაციული მოძრაობა”, “პოლიტიკური სანაგვე”) პოსტებს, რომლებიც  ოპოზიციის ცალკეული ლიდერებისა და ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების, მათ შორის გიგი უგულავას, ირაკლი აბესაძის, მიშა მშვილდაძის, დისკრედიტაციისკენ არის მიმართული (მაგალითად, ერთ-ერთ პოსტში უგულავასა და ჰიტლერის გამოსვლაა ერთმანეთთან შედარებული).
ბაშარ ალავიძე

"

მალავს ვინაობას. არც პროფილის და არც გარეკანის (cover) ფოტო გამოყენებული არ აქვს. პირად გვერდზე აქტივობები არ ჩანს.

 

Zviad Chxaidze

"

მალავს ვინაობას. პროფილის ერთადერთ ფოტოზე გამოსახული მამაკაცის იდენტიფიცირება შეუძლებელია, ვინაიდან ის ზურგით დგას. პირად გვერდზე აქტივობები არ ჩანს. მოწონებული აქვს “ახალგზრდა პატრიოტების” ფეისბუკ გვერდი.
Nuka Frg

"

მალავს ვინაობას. პროფილის ერთადერთ ფოტოზე ბომბდამშენია გამოსახული. პირად გევრდზე აქტივობა თითქმის არ აქვს. მოწონებულ ფეისბუკ გვერდებს შორისაა “რუს და ქართველ ხალხთა ერთობის ფონდის“  პრეზიდენტის, ვლადიმერ ხომერიკის ფეისბუკ გვერდი “Владимир Хомерики”.
Сосо Табагари

"

მალავს ვინაობას. პროფილის ერთადერთ ფოტოზე სატვირთო ავტომანქანაა გამოსახული. პირად გვერდზე აქტივობა არ აქვს. “მოსწონს” ტელეკომპანია “ობიექტივისა” და ნინო ბურჯანაძის ოფიციალური ფეისბუკ გვერდები.
Liza Chaduneli

"

მალავს ვინაობას. პროფილის ყველაზე ფოტოზე ბუნება ან ცხოველები არიან გამოსახული. პირად გვერდზე, პროფილის ფოტოსა და გარეკანის ფოტოს გამოცვლის გარდა, აქტივობა არ ჩანს. სხვა გვერდებთან ერთად მოწონებული აქვს “პატრიოტთა ალიანსისა” და ტელეკომპანია “ობიექტივის” ფეისბუკ გვერდები.

იხ. ინფოგრაფიკა: პატრიოტთა ალიანსის 14 ტროლი 


გზავნილები:

გამოვლენილი ტროლები “მითების დეტექტორის” ფეისბუკ გვერდის კომენტარების სექციაში შემდეგ გზავნილებს ავრცელებენ:


1. იმეორებენ კრემლის მედიის ტრადიციულ გზავნილებს, რომ ევროპა გარყვნილებას და ჰომოსექსუალობას ახალისებს; საქართველოს გათურქება ელის; წითელმა არმიამ საქართველო იხსნა. იხ. სლაიდერი 1:
სლაიდერი 1

 


2. პატრიოტთა ალიანსის, დავით თარხან-მოურავისა და ირმა ინაშვილის მხარდაჭერა (იხ. სლაიდერი 2):
სლაიდერი 2

Mamuka Aptsiauri-ს 2018-2019 წელს მხოლოდ ირმა ინაშვილთან დაკავშირებით 35-მდე პოსტი აქვს გამოქვეყნებული:

""


თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist