სხვადასხვა

ფეისბუქმა 4 ულტრა-ნაციონალისტური ქართული გვერდი დაბლოკა

20 მაისი, 2019

17 მაისს გაუქმდა 4 ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგიის მატარებელი ფეისბუქ გვერდი, რომლებიც ხშირად ანტი-დასავლური, ქსენოფობიური და რასისტული შინაარსის მქონე დეზინფორმაციებს აქვეყნებდნენ. გაუქმებულ გვერდებს შორისაა: “ალტ-ინფო”, “ანტი-ლიბერალური გვერდი”, “ანტილიბერალური კლუბი” და “Geo pepe”. მათი გაუქმება 17 მაისის აქციის შემდეგ მოხდა, როდესაც ზემოაღნიშნული გვერდები ავრცელებდნენ ჰომოფობიური ხასიათის პოსტებს.

8 მაისს დაიბლოკა მოძრაობა “ქართული მარშის” წევრის, ბექა ვარდოსანიძის, პირადი ანგარიშიც. აღნიშნულ ფაქტებს ეხმაურებიან ბექა ვარდოსანიძე, რომელიც ამჟამად ბექა ოპიზარის სახელით არის რეგისტრირებული და ულტრა-ნაციონალისტური ფეისბუქ გვერდი Alpha Dominant • Alt-Info. “ალტ-ინფოს” ფეისბუქ ანგარიში დაბლოკვის შემდეგ, Alpa Dominant-ისა და Alt-Info-ს გვერდები გაერთიანდა.

მათი განცხადებით, გვერდების გაუქმება ლიბერალების მორიგი შეტევაა.

"

"

6 ულტრა-ნაციონალისტური გვერდი  2019 წლის 12 მარტსაც დაიბლოკა, რისი მიზეზიც ანტი-მიგრანტული და ქსენოფობიური შინაარსის გზავნილები გახდა, მათ შორის ალფა-დომინანტის დაბლოკვის მიზეზად ფეისბუქის ადმინისტრაციის მიერ დასახელდა Like-ების გაზრდის მიზნით ორი განსხვავებული თემატიკის გვერდის გაერთიანება და აუდიტორიის შეცდომაში შეყვანა.