პოლიტიკა

ფეისბუკში საპატრიარქოზე ოპოზიციის დეპუტატის გაყალბებულ ციტატა ვრცელდება

7 ნოემბერი, 2020

6 ნოემბერს ფეისბუკ მომხმარებელმა Tamar Ujmajuridze-მ გააზიარა სქრინი, რომელზეც ნაციონალური მოძრაობის წევრის სალომე სამადაშვილის ციტატაა მოყვანილი. აღნიშნული პოსტის თანახმად, სამადაშვილი შემდეგ სიტყვებს ამბობს: „სალომე სამადაშვილი: ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა პატრიარქი ილია II და ეკლესიაა. სანამ ხალხს სჯერა ბანდიტებით სავსე ეკლესიის, იქამდე ვიქნებით ჭაობში. ნაციონალური მოძრაობა, ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში სამუდამოდ შეუკრავს ხელ-ფეხს ეკლესიას“. პოსტს, რომელსაც არც წყარო აქვს მითითებული და არც ის, თუ სად და როდის თქვა სალომე სამადაშვილმა ეს სიტყვები, 7 ნოემბრის მონაცემებით 280 გაზიარება, 59 რეაქცია და 85 კომენტარი აქვს. გამზიარებელთა შორისაა ფეისბუკ გვერდი Fატები, რომელიც ოპოზიციის პროტესტის შესახებ დეზინფორმაციებს სხვადასხვა დროს ავრცელებდა.

1

გავრცელებული პოსტი ფაბრიკაციაა, ვინაიდან მსგავსი ციტატა ოპოზიციური პარტიის წევრს არ უთქვამს. იდენტური შინაარსის დეზინფორმაციას სამადაშვილის წინააღმდეგ 2019 და 2018 წლებში ხელისუფლებასთან აფილირებული ანტიოპოზიციური გვერდები ავრცელებდნენ. პოსტი მიზნად ისახავს, ოპოზიციური პარტიის ეკლესიასთან მებრძოლად წარმოჩენას. 8 ნოემბერს დაგეგმილი ოპოზიციის აქციას წინ, სახელისუფლებო მედიაში სალომე სამადაშვილის წინააღმდეგ სხვა შინაარსის ფარული ჩანაწერები გავრცელდა.

ღია წყაროებით სალომე სამადაშვილის მსგავსი განცხადება არ იძებნება. მსგავსი შინაარსის კომენტარის გაკეთება “მითების დეტექტორთან” თავად სამადაშვილმაც უარყო. ღია წყაროებით ძიებისას ხელმისაწვდომია იდენტური შინაარსის გაყალბებული სხვა პოსტები, რომელთაც 2018 და 2019 წლებში ხელისუფლებასთან აფელირებეული, ანტიოპოზიციური ფეისბუკ გვერდები ავრცელებდნენ. კერძოდ ტერენტი გლდანელი, და დედაქალაქი.

2

სალომე სამადავილის გაყალბებული ციტატის გავრცლება მიზნად ისახავს ოპოზიციის, როგორც ეკლესიასთან მებრძოლის წარმოჩენას. 

აღნიშნული პოსტის გავრცელებას წინ უსწრებდა სახელისფულებო ტელეკომპანია “იმედის” ეთერში სალომე სამადაშვილის ფარული მიყურადების ჩანაწერის გავრცელება, რომლის წყაროდ “იმედმა” უკრაინული საიტი “obozrevatel”  მიუთითა. ჩანაწერში სამადაშვილი შიდაპარტიულ საკითხებზე კრიტიკულ პოზიციას თანამოსაუბრეს უზიარებს.