PIA-ს მანიპულაციური სათაური სიკვდილით დასჯის შესახებ

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

logo
123
VIEWS

4 იანვარს, საინფორმაციო სააგენტო „პირველმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, სათაურით „ევროკავშირი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგია, გამონაკლისი შემთხვევების გარდა“. მასალაში ნათქვამია, რომ ისრაელის საკანონმდებლო ორგანომ მხარი დაუჭირა ტერორიზმში ბრალდებულების სიკვდილით დასჯას, რასაც ევროკავშირი ეწინააღმდეგება. განსხვავებით სათაურისგან, ტექსტში მოყვანილია ციტატა, სადაც ევროკომისიის წარმომადგენელი საპირისპირო განცხადებას აკეთებს:

“ევროკავშირი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგია , გამონაკლისის გარეშე” – ასეთია ჩვენი პასუხი ამ კანონმდებლობაზე”- განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბარში.

PIA.GE
4 იანვარი, 2018

სააგენტო პირველის სათაურს მკითხველი შეცდომაში შეჰყავს, რადგან ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებით, ევროკავშირი ეწინააღმდეგება სიკვდილის დასჯას გამონაკლისების გარეშე და მას ადამიანური ღირსებისა და ადამიანის უფლებების დარღვევად მიიჩნევს. სიკვდილით დასჯის საყოველთაო გაუქმება ევროკავშირის ადამიანის უფლებათა პოლიტიკის ერთ-ერთი საკვანძო პრიორიტეტია.

რეალური ფაქტები

3 იანვარს, ისრაელის პარლამენტმა ახალი რეგულაცია დაამტკიცა, რომლის თანახმადაც სამხედრო ტრიბუნალის მიერ ტერორისტების სიკვდილით დასჯის პროცესისთვის საჭირო პროცედურები გამარტივდა. კანონპროექტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო  ქნესეთმა 52 ხმით 49-ის წინააღმდეგ მიიღო.

4 იანვარს, ევროკომისიის წარმომადგენელმა კარლოს მარტინ რუიზ დე გორდეჟუელამ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირი ეწინააღმდეგება სიკვდილით დასჯას ყველა გარემოების დროს გამონაკლისის გარეშე.

„როგორც იცით, ევროკავშირი ეწინააღმდეგება სიკვდილით დასჯას ყველა გარემოების დროს და გამონაკლისების გარეშე, ჩვენ მის საყოველთაო გაუქმებაზე ვმუშაობთ“

7 იანვარს, ევროკავშირის ელჩმა ისრაელში ემანუელ გიოფრეტმა სატელევიზიო ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ევროკავშირის პოზიციის თანახმად სიკვდილით დასჯა ადამიანური ღირსებისა და ადამიანის უფლებებს დარღვევაა.

ევროკომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე,  სიკვდილით დასჯის შესახებ ევროკავშირის პოლიტიკის სექციაში განმარტებულია, რომ ევროკავშირის მყარი და პრინციპული პოზიციაა შეეწინააღმდეგოს სიკვდილით დასჯას ყველა გარემოებასა და შემთხვევაში. აქვე აღნიშნულია, რომ სიკვდილით დასჯის საყოველთაო გაუქმება ევროკავშირის ადამიანის უფლებათა პოლიტიკის ერთ-ერთი საკვანძო პრიორიტეტია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist