Politicano-ს მანიპულაცია ვისკონსინის რძის გაფიცვის შესახებ

კითხვის დრო: 1 minute

კითხვის დრო: 1 minute

ფფფდ
260
VIEWS

2017 წლის 14 მაისს ფეისბუკ გვერდმა Politicano გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც რედაქციის მტკიცებით, აშშ-ის დიდი დეპრესიის დროს კაპიტალისტების მიერ ჭარბი პროდუქტის განადგურების კადრია ასახული.

Politicano: კაპიტალისტური ლოგიკით განადგურების მაგივრად მშიერ-მწუყრვალი ხალხისთვის უფასოდ ამ პროდუქტის დარიგება არასწორია, რადგანაც პროდუქტი ფასაულობას დაკარგავს. ასე მაგალითად, აშშ-ში დიდი დეპრესიის დროს (1929-1933) უამრავი პროდუქტის განადგურება ხდებოდა, (განადგურდა მაგალითად 6 მილიონი ღორი, ტონობით ბოსტნეული, რძე და ა.შ) მაშინ როდესაც ქვეყნის ნახევარი შიმშილობდა და 7 მილიონი ადამიანი დაიღუპა შიმშილისგან.

პოლიტიკანოს პოსტი მანიპულაციურია, რადგან ფოტოზე ვისკონსინის რძის მეწარმეების გაფიცვაა გამოსახული, რომლის მიზეზიც დიდი დეპრესიის დროს სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად რძეზე ფასის ვარდნა იყო და ის ჭარბი პროდუქტის ხელოვნურ განადგურებას არ უკავშირდება.

ფოტოზე 1933 წელს ვისკონსინში “რძის გაფიცვაა” ასახული. 1930-იან წლებში დიდი დეპრესიის დროს სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად ადგილობრივი წარმოების პროდუქტის ფასი აშშ-ში საგრძნობლად დაეცა, მათ შორის რძეზე 30 %-ით შემცირდა. ამას განსაკუთრებულად მძიმე შედეგი ჰქონდა იმ მცირე მეწარმეებისთვის, რომლებიც რძეს რძის პროდუქტისთვის აწარმოებდნენ, ფასის ცვლილება ნაკლებად შეეხოთ მათ, ვინც რძეს ბოთლებში აწარმოებდა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ვისკონსინი აშშ-ში რძის მწარმოებელი ყველაზე მსხვილი შტატი იყო. ვისკონსინის მიწების 63% სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იყო, მათგან 71% კი სწორედ რძის მეურნეობისთვის გამოიყენებოდა. 30-იან წლებში რძეზე ფასის დაცემამ გლეხი ფერმერების გაფიცვა გამოიწვია, რადგან მათი შემოსავალი რძის რეალიზაციაზე იყო დამოკიდებული.

გაფიცვის მოთხოვნა რძის წარმოებაზე ფასის გაზრდა იყო. ფერმერებმა გადაკეტეს რკინიგზა, სადაც პროტესტის ნიშნად დააქციეს რძე.  ცარიელი ბიდონებით დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩახერგილი სარკინიგზო გზა.

შესაბამისად, “რძის გაფიცვა” რძეზე ფასის დაცემის გამო ადგილობრივი მეწარმეების პროტესტი იყო და ამ მოვლენას ჭარბი პროდუქტის ხელოვნურ განადგურებასთან კავშირი არ აქვს.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

პოლ
პოლიტიკანო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist