პოლონეთმა კომპლექსური დეზინფორმაციული ოპერაცია გამოავლინა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

wqef
220
VIEWS

წყარო: gov.pl

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრეცელებს ინფორმაციას კომპლექსური დეზინფორმაციული ოპერაციის შესახებ, რომელიც რუსეთის მოქმედების ტაქტიკას ჰგავს. ოპერაციის სამიზნე პოლონეთის სამხედრო პოლიცია და აშშ- პოლონეთის ურთიერთობები იყო.

პირველი ეტაპი – კიბერთავდასხმა ომის შემსწავლელი უნივერსიტეტის ვებ- გვერდზე.

ჰაკერებმა ომის შემსწავლელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსებული ერთ-ერთი სტატია უნივერსიტეტის ხელმძღვანელის ყალბი წერილით შეცვალეს. წერილი, რომლის სამიზნეს  აშშ-პოლონეთის ურთიერთობები წარმოადგენდა,  “პოლონელ ჯარისკაცებს ამერიკული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლას მოუწოდებდა”. წერილის შინაარსი შეესაბამებოდა იმ ძირითად ნარატივებს, რომელთაც რუსული პროპაგანდა პოლონეთისა და შეერთებული შტატების წინააღმდეგ მუდმივად ავრცელებს.

უნივერსიტეტის სერვერი თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მიღმა მდებარეობს და ინციდენტს სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემასა და დამუშავებულ მონაცემებზე ზეგავლენა არ მოუხდენია.

"

'

მეორე ეტაპი – ელექტრონული წერილების გაგზავნა

დაიგზავნა წერილები სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ელ. ფოსტებზე, მათ შორის NATO-ს უწყებებში – უნივერსიტეტის ხელმძღვანელის წერილზე კომენტარის გაკეთების მოთხოვნით. ამ მიზნით ჰაკერებმა გამოიყენეს ყოფილი პოლონელი დეპუტატისა და ამერიკელი ჟურნალისტის ოფიციალური, სავარაუდოდ “გატეხილი” ელ. ფოსტების მისამართები.

"

~

მესამე ეტაპი – ინფორმაციის გავრცელება

ინგლისურენოვანმა ვებ-გვერდმა, რომელიც რუსული დეზინფორმაციის გავრცელებითაა ცნობილი, ომის შემსწავლელი უნივერსიტეტის ხელმძღვანელის წერილის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

'

პოლონეთის საგარეო საქმეთა საინსიტროს განცხადებით, დეზინფორმაციის ოპერაცია მიზნად ისახავდა:

  • ინფორმაციული ქაოსის შექმნას
  • პოლონელი ჯარისკაცებისა და პოლონეთში განთავსებული ამერიკული ჯარის დემორალიზაციას
  • პოლონეთის შეიარაღებული ძალების მეთაურის სანდოობის შესუსტებას
  • პოლონეთის თავდაცვის პოლიტიკის დესტაბილიზაციას
  • პოლონეთში ანტი-ამერიკული სენტიმენტების გაღვივებას
  • ანტი-ამერიკულ ნარატივებზე პოლონეთის საზოგადოების რეაქციის შემოწმებას
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist