„პოტიომკინის სოფელი“ Россия 1-ის ეთერში – მოსკოვი ომსკის ნაცვლად

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

covvvv
449
VIEWS

28 აგვისტოს ტელეკომპანია „Россия 1“-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ციმბირის ქალაქ ომსკში ვლადიმირ პუტინის ვიზიტს შეეხება. რეპორტაჟის მიხედვით, ომსკში გაუმჯობესებულია ეკოლოგიური მდგომარეობა, რის საილუსტრაციოდაც გამოყენებულია ქალაქის კადრი, რომელზეც დიდი მწვანე პარკი ჩანს. კორესპონდენტი აღნიშნავს, რომ ომსკში “გამოჩნდა ველოსიპედები, აღდგა ისტორიული ცენტრი. აქ უკვე ყველგან სიმწვანეა“.
"

EU vs Disinfo-მ გამოავლინა, რომ სინამდვილეში, Россия 1-ის რეპორტაჟში გამოყენებული კადრი არა ომსკში, არამედ მოსკოვის რაიონ მიტინოს პარკშია გადაღებული და ეს სიუჟეტი “პოტომკინის სოფელს” შეადარა. ვიდეომანიპულაციის მიზანი აუდიტორიის შეცდომაში შეყვანაა, თითქოს ომსკი მოვლილი და გამწვანებული ქალაქია.

ონლაინ გამოცემა „მედუზამ“ ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ის ამბობს, რომ ომსკს ასეთი ლანდშაფტი არ ახასიათებს.

ომსკის მცხოვრები: „ოცი წელია აქ ვცხოვრობ და არ მახსენდება აქ ასეთი ლანდშაფტი. ომსკი ერთი დანგრეული, ნაცრისფერი ქალაქია. როგორც კი ვნახე, მაშინვე დავინტერესდი იმით, თუ რა იყო ეს. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ეს ადგილი მიტინოა, ქალაქ მოსკოვში“- წერს იგი ერთ-ერთ სადისკუსიო ფორუმზე.

“მითების დეტექტორმა” რუსულ არხზე გამოყენებული კადრი Google Earth-ის სატელიტურ რუკაზე გადაამოწმა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ რეპორტაჟში გამოყენებული კადრი, რომელზეც ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ გამწვანებულ ომსკს ასახავს, სინამდვილეში მოსკოვში მდებარე ერთ-ერთი პარკია.

"

"

რა არის “პოტიომკინის სოფელი”?

როდესაც რუსეთის იმპერატორი ეკატერინა II უცხოელ სტუმრებთან ერთად რუსეთის იმპერიის სამხრეთით ახლად დაპყრობილ ტერიტორიებზე მოგზაურობდა, ადგილობრივმა მმართველმა და მეთაურმა გრიგორი პოტიომკინმა ფასადური სოფლები ააგო, ოფიციალურმა ჩინოვნიკებმა კი სოფლის მცხოვრებლების როლი მოირგეს, რათა რეგიონი აყვავებული და განვითარებული გამოჩენილიყო.

ტერმინს “პოტიომკინის სოფელი” ხშირად იყენებენ ფასადური, ხელოვნური მოვლენის აღსანიშნავად, რომლის მიზანიც აუდიტორიის მოტყუებაა. აუდიტორია რწმუნდება იმაში, რომ ყველაფერი იმაზე კარგადაა, ვიდრე სინამდვილეშია.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist