პრორუსული მედია 1937 წლის რეპრესიებს ამართლებს!

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

yf
1.4k
VIEWS

გაზეთ „ალიას“ 2017 წლის 13-19 ნოემბრის ნომერში პრორუსული გამოცემა Geworld.ge-ს ავტორის,  ბაკურ სვანიძის ფეისბუქ პოსტი გამოქვეყნდა, სადაც  ის აცხადებს, რომ  1937-38 წლებში სტალინური რეპრესიის მსხვერპლნი უმეტესად ის ადამიანები იყვნენ, ვინც მანამდე – 1933-34 წლებში თავად ხვრეტდა და აპატიმრებდა, აწამებდა და ანადგურებდა სხვა უდანაშაულო ადამიანებს.

ბაკურ სვანიძე : „მამაჩემი 1937-38 წლების სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა ოჯახის წევრების მოთქმა-გოდებები“…“მამაჩემი 1937 წელს წაიყვანეს და აღარ მინახავს“ ჩემი მამიკო ტირანის უდანაშაულო მსხვერპლი“ და ა.შ. არადა, სინამდვილეში იცით 1937-38 წლებში ვინ დააპატიმრეს და გადაასახლეს ან დახვრიტეს? ხშირ შემთხვევაში ეს ის ხალხი იყო, ვინც მანამდე – 1933-34 წლებში თავად ხვრეტდა და აპატიმრებდა, აწამებდა და ანადგურებდა სხვა უდანაშაულოებს! ახლა რომ თავისი გამწარებული ბავშვობით გვიჩუყებენ გულს და პრივილეგიებსაც კი ითხოვენ – აქაოდა რეპრესირებულის შვილი ვარო… 37-38 წლებში, უმეტესად ბოლშევიკური ელიტის წმენდა და გადარჩევა მოაწყვეს სტალინმა და ბერიამ! დაიჭირეს, გადაასახლეს, დახვრიტეს მილიციის, ასევე უშიშროების , პლიუს ამას რაიკომების მდივნების, ასევე ფარული დამსმენების ჯგუფები!!!“

რუსეთში დაარსებული უფლებადაცვითი ცენტრ „მემორიალის“ მონაცემებით, სსრკ-ს მასშტაბით 1936-1938 წლებში  7-8 მილიონ ადამიანზე მეტი დააპატიმრეს, ხოლო 1.5 მლნ-ზე მეტი დახვრიტეს. ბრალდებათა უმეტესობა ხელოვნურად იყო შეთხზული. საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულებების მიჩქმალვა რუსული პროპაგანდის  ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

1937- 38 წლებში საქართველოში დაპატიმრებული ადამიანების რიცხვი დაახლოებით 63 000 ადამიანს შეადგენდა, აქედან 20 000-მდე დახვრიტეს.  საბჭოთა რეჟიმი ძირითადად ან საკუთარ მტრებს ებრძოდა, ან მათ, ვისაც „მტრებად“ მიიჩნევდა. ადამიანები სოციალური წარმომავლობისა და საქმიანობის მიხედვით იდევნებოდნენ, რაც მოიცავდა თავად-აზნაურობას, სამღვდელოებას, შეძლებული ვაჭრების ფენას, მეფის რუსეთისა და დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო და სამხედრო პირებს, ასევე მათ შთამომავლებს. მასობრივ რეპრესიებში უამრავი უდანაშაულო ადამიანი მოჰყვა.

“მითების დეტექტორი” ამჯერად გთავაზობთ 4 ისტორიას იმ უდანაშაულო ადამიანებისა, ვინც 1937 წლის “დიდ ტერორს” შეეწირა.

1. ბავშვების ნათლობის გამო დახვრეტილი არქიმანდრიტი. 1937 წლის, 27 ნოემბერს არქიმანდრიტი პიმენ დაშნიანი ცაგერის რაიონისა და ქვემო სავენთის სოფლებში ბავშვების “მასობრივი ნათლობების ჩატარების”  გამო დახვრიტეს.  შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულ ბრალდების ოქმში მითითებულია, რომ დაშნიანი ბავშვების მალულად მონათვლის გამო  საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა და ერთ თვეში  120 ბავშვი მონათლა.  არქიმანდრიტის ანკეტაში  გრაფაში  „მუშაობის ადგილი და თანამდებობა“ შემდეგი განმარტებაა მითითებული: ეწევა ჩუმად მღვდლობას.
"

2. გაზეთში მახათის ჩარჭობის გამო დახვრეტილი მოხუცი ფეხსაცმლის მკერავი.  1937 წელს მოქალაქეებს აბსურდული და დაუჯერებელი ბრალდებებით აპატიმრებდნენ და ხვრეტდნენ. მოხუცმა ფეხსაცმლის მკერავმა, მუშაობისას მახათი გაზეთში ჩაარჭო და გაზეთში დაბეჭდილ სტალინს უნებურად თვალი გაუხვრიტა. ამის შესახებ, შინსახკომს იმ მოქალაქემ აცნობა, რომლისთვისაც მკერავი ფეხსაცმელს ამზადებდა. მოხუცს სტალინზე ტერორისტული აქტის მომზადება დააბრალეს და დახვრიტეს.

3. ბორჯომის ბოთლებში გაზის დაკლების გამო დახვრეტილი ქარხნის მუშა. ბორჯომის ჩამოსასხმელი ქარხნის მუშის მოვალეობაში სპეციალური აპარატით მინერალური წყლით სავსე ბოთლების გაზირება შედიოდა. გამოძიებამ დაასკვნა, რომ ზოგიერთ პარტიაში მუშა ბორჯომს გაზს განზრახ აკლებდა, რაც საბჭოთა კავშირის ეკონომიკის დასუსტების მცდელობად შეფასდა. დივერსიისთვის მუშას   სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.

4. 1937  წლის 7 სექტემბერს  პროფესორ-ბაქტერიოლოგი გიორგი ელიავა შპიონაჟის და ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ  ტერაქტის მოწყობის განზრახვის უსაფუძვლო ბრალდების საფუძველზე  დახვრიტეს.  გიორგი ელიავა ციხეში ლავრენტი ბერიას მითითებით ჩასვეს. რეპრესიების სქემაში გიორგი ელიავას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა, რადგან მისი „აღიარებით“  საქართველოში ასეულობით უდანაშაულო ადამიანი დააპატიმრეს.  შინსახკომის შედგენილ ცნობაში ეწერა, რომ გიორგი ელიავა, საბჭოთა კავშირში საფრანგეთის დაზვერვის რეზიდენტი იყო. გამოძიების ამ ვერსიას ხელს მეცნიერების ბიოგრაფია უწყობდა.

"1919 წელს გიორგი ელიავა პარიზში პასტერის ინსტიტუტში სპეციალობის სრულყოფისთვის ჩავიდა, საიდანაც 1931 წელს დაბრუნდა საქართველოში. შპიონაჟის გარდა, ელიავასთვის მავნებლობის და დივერსიის ბრალდებად დაამუშავეს. გამოძიების მტკიცებით, პროფესორი მტკვრის სანაპიროსთან მდებარე ბაქტერიოფაგის ინსტიტუტიდან მდინარეს სასიკვდილო ბაქტერიებით აბინძურებდა მოსახლეობის მასობრივი მოწამვლის განზრახვით. გარდა ამისა, მას ბრალი ბაქტერიული მიკრობების მეშვეობით ლავრენტი ბერიასთვის ტერაქტის მოწყობის განზრახვაშიც ედებოდა.  პროფესორი 1937 წლის 7 სექტემბერს დახვრიტეს. 1957 წლის 22 აგვისტოს სსრკ-ს უზენაესის სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ საქმე დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყვეტილად ცნო.

საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა შესახებ ფაქტების მიჩქმალვა

2017 წლის 7 ნოემბერს კომუნიზმის მსხვერპლთა ეროვნულ დღესთან დაკავშირებით თეთრმა სახლმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარი იყო გასულ საუკუნეში ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლ 100 მილიონზე მეტი ადამიანის  შესახებ.  განცხადებას  ფედერაციის, საინფორმაციო პოლიტიკის შესახებ, საბჭოს კომისიის თავმჯდომარე რუსეთის პარლამენტის ზედა პალატაში, ალექსეი პუშკოვი, გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  კომუნისტური რეჟიმების მიერ 100 მლნ. მოკლული ადამიანი  მოგონილი ციფრებია.

ვაშინგტონში , ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია “კომუნიზმის მემორიალის ფონდი “(VOC) აცხადებს, რომ XX საუკუნეში თეთრი სახლის შეფასება კომუნიზმის მსხვერპლთა რაოდენობის შესახებ ნამდვილად ზუსტია და დადგენილია საარქივო და სასამართლო კვლევის საფუძველზე . 1990-იანი წლების ბოლოს კომუნიზმის მსხვერპლთა რიცხვმა, რაც 100 მილიონ  დაზარალებულს წარმოადგენდა საფუძველი დაუდო შექმნილიყო: “კომუნიზმის შავი წიგნი: დანაშაული, ტერორი, რეპრესია”, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის რვა მეცნიერის ერთობლივი კვლევის შედეგია, რომლებიც დოკუმენტურად აღწერენ კომუნისტური რეჟიმების მსხვეპლთა შესახებ მონაცემებს.წიგნი 1997 წელს გამოქვეყნდა და შეიცავს მონაცემებს კომუნიზმის მსხვერპლთა შესახებ.
"
საბჭოთა ხელისუფლების მდგრადობას მხოლოდ იდეოლოგია ვერ უზრუნველყოფდა. „წითელი ტერორი“ ჯერ კიდევ 1918 წლიდან დაიწყო, რაც  მოსახლეობის დასაშინებლად და კონტრრევოლუციის წინააღმდეგ ქვეყანაში  სადამსჯელო ზომების გატარებას ითვალისწინებდა.  „შიშის სინდრომის „ დათესვამ კულმინაციას იოსებ სტალინის მმართველობის დროს 1937- 1938 წლებში მიაღწია.  აღნიშნულ წლებში ხელოვნურად შეთხზული ბრალდებების საფუძველზე საბჭოთა კავშირში, სულ ცოტა, 1,5 მილიონი ადამიანი დააპატიმრეს, ხოლო მათი უმეტესობა დახვრიტეს.

იხ. თაიმლაინი

მომზადებულია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიისა (SOVLAB) და საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმის  „1937 წელი“  მასალებზე დაყრდნობით


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist