ყალბი ამბავი, თითქოს ელენე ხოშტარიას სერგეი გავრილოვი ასწავლიდა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

dff
1.2k
VIEWS

2019 წლის 25 სექტემბერს Facebook გვერდმა “აზიმუტი” გაავრცელა საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ისნტიტუტის (МГИМО) რექტორის წერილი, რომლის თანახმადაც პოლიტიკური პარტია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ სადიპლომო ხარისხი აღნიშნულ ინსტიტუტში სერგეი ვიქტორის ძე გავრილოვის ხელმძღვანელობით დაიცვა. “აზიმუტმა” დოკუმენტი გამოაქვეყნა წარწერით “გავრილოვი ელენე ხოშტარიას ლექტორი ყოფილა…”

"

გავრცელებული წერილი მკითხველს უქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, რომ ელენე ხოშტარია რუსეთის სახელმწიფო დუმის კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის სტუდენტი იყო, როდესაც სინამდვილეში რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ანატოლის ძეა, ხოლო წერილში მითითებული გავრილოვი –  ვიქტორის. ამასთან, წერილს არც ადრესატი ჰყავს და მასზე არც გაგზავნის თარიღია მითითებული და არც ნომერი, ხოლო МГИМО-ს პროფესორი სერგეი ვიქტორის ძე გავრილოვი ღია წყაროებში არ იძებნება. თავად ელენე ხოშტარია ამ ინფორმაციას უარყოფს. მსგავსი მასალების გავრცელება მიზნად ისახავს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტებისა და ანტისაოკუპაციო აქცია “სირცხვილიას” აქტივისტების დისკრედიტაციას. 

“მითების დეტექტორი” კომენტარისთვის ელენე ხოშტარიას დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

“სრული სიცრუეა, არათუ ხელმძღვანელი, თვალით არ მინახავს ცხოვრებაში და არც ის გამიგია იქ თუ ასწავლიდა” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ანატოლის ძეა

რუსეთის ფეედრაციის კომუნისტური პარტიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დეპუტატი სერგეი გავრილოვი ანატოლის ძეა (Сергей Анатольевич Гаврилов), მაშინ როდესაც “აზიმუტის” მიერ გამოქვეყნებულ წერილში საუბარია სერგეი ვიქტორის ძე გავრილოვზე (Сергей Викторович Гаврилов).

"

საეჭვო გარემოებები

წერილს არ ჰყავს ადრესატი

Facebook გვერდ “აზიმუტის” მიერ გამოქვეყნებული წერილი იწყება სიტყვებით “მადლობას გიხდით ჩვენი კურსდამთავრებულების მმიმართ ინტერესის გამოხატვისათვის”, და სრულდება “ღრმა პატივისცემით”, რაც იმის მანიშნებელია, რომ დოკუმენტი სხვა წერილზე გაცემული პასუხია, თუმცა კონკრეტული ადრესატი წერილში მითითებული არ არის.

წერილს არ აქვს ნომერი და გაგზავნის თარიღი

მართალია, წერილი МГИМО-ს ბლანკზეა შესრულებული და რექტორ ტორკუნოვის მიერაა ხელმოწერილი, მაგრამ ის დათარიღებული არ არის და არც ნომერი აქვს მინიჭებული.

МГИМО-ს პროფესორი სერგეი ვიქტორის ძე გავრილოვი არ იძებნება

МГИМО-ს წერილში მითითებული პროფესორი სერგეი ვიქტორის ძე გავრილოვი ღია წყაროებში საერთოდ არ იძებნება, თუმცა მოიპოვება ინფორმაცია პირველი ელექტროტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკურ მეცნიერებათა დოცენტზე სერგეი ვიქტორის ძე გავრილოვსა და მეან-გინეკოლოგ სერგეი ვიქტორის ძე გავრილოვზე.

"

“აზიმუტის” შესახებ

Facebook გვერდი „აზიმუტი” 2017 წლის 19 დეკემბერს შეიქმნა. ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციაში გვერდს მითითებული აქვს, რომ ის ემსახურება სამხედრო ანალიტიკურ მიმართულებას და უსაფრთხოების საკითხების ირგვლივ მოსახლეობის ინფორმირებას. გვერდი იმართება, საქართველოდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან და  რუსეთიდან.

"

 

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist