ყიდის თუ არა თეთრი სახლი კორონავირუსის მონეტებს?

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

tramti
78
VIEWS

Factcheck.org-ის მასალის მიხედვით

რამდენიმე დღის წინ სოციალური მედიით გავრცელებულმა სათაურებმა, თითქოს თეთრი სახლი კოორნავირუსის პანდემიისადმი მიძღვნილ მონეტებს ყიდდა, ბევრი მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანა. სინამდვილეში მონეტებს  “საჩუქრების მაღაზია თეთრი სახლი” ყიდის, რომელიც პენსილვანიის შტატში არსებული კერძო კომპანიაა.

კომპანიამ ყურადღება მაშინ მიიპყრო, როდესაც “კორონავირუსის” მონეტების გაყიდვა ონლაინ 125 დოლარად დაიწყო. მონეტები ამჟამად ფადსაკლებით იყიდება და 100 დოლარი ღირს.

მონეტის ერთ მხარეზე წარწერაა: “მსოფლიო ვირუსის წინააღმდეგ. ერთად ჩვენ უხილავ მტერს შევებრძოლეთ”, მეორე მხარეზე კი თეთრი სახლის სპიკერის ტრიბუნაა გამოსახული.

1

მონეტის გაყიდვის შესახებ ინფორმაციის გავრცელება 29 აპრილს დაიწყო და მაღაზიის სახელმა დიდი დაბნეულობა გამოიწვია. სოციალური მედიით გავრცელებული ბევრი სათაური მიუთითებდა, თითქოს პრეზიდენტ ტრამპს მონეტების გაყიდვით ფინანსური მოგება უნდა მიეღო. სენატორი ბერნი სანდერსის ოფიციალური Facebook და Twitter გვერდები იუწყებოდნენ, რომ პროდუქტი თეთრი სახლის მიერ იყო დამზადებული, თუმცა მათ მიერვე მოყვანილ ბმულში  კერძო კომპანიის სახელი ჩანდა.

2

სინამდვილეში “საჩუქრების მაღაზია თეთრი სახლი” წლების მანძილზე არსებობს, ამჟამად  ონლაინ ოპერირებს და ვაშინგტონში ოფისი არ გააჩნია. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ მისი ბიზნესი არ არის აფილირებული თეთრ სახლთან და არც თეთრი სახლი არ არის ჩართული კომპანიის საქმეებში. კომპანია მონეტების რეალიზაციიდან შემოსულ თანხას COVID-19 სამედიცინო კვლევისთვის გადარიცხავს.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist