რა არის ჰანტავირუსი და უნდა გვეშინოდეს თუ არა მისი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ფეიკი 2
621
VIEWS

25-26 მარტს ქართულენოვან საიტებზე, ასევე Facebook-ის გვერდებსა და ჯგუფებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთში მამაკაცი ჰანტავირუსით გარდაიცვალა. მასალების უმეტესობა New York Post-სა და Global Times-ს ეყრდნობა. ორივე გამოცემა წერს, რომ ჩინეთში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გარდაცვლილ მამაკაცს ჰანტავირუსი დაუდგინდა.

მამაკაცის ჰანტავირუსით გარდაცვალების ფაქტი კორონავირუსის კონტექსტში ქართულ მედიაში ძირითადად გაზვიადებული, ემოციური სათაურებით გაშუქდა, რაც ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ კორონავირუსის პანდემიის პარალელურად, ჩინეთში “ახალი” და “საშიში” ჰანტავირუსი გაჩნდა, რომელიც შესაძლოა ახალი პანდემიის მიზეზი გახდეს.

ჰანტავირუსით, ჩინეთში მგზავრის გარდაცვალების ფაქტი შემდეგი სათაურებით გავრცელდა:

  • კორონავირუსის შემდეგ, ჩინეთიდან მსოფლიოს ახალი უცნობი ვირუსი უტევს – არის მსხვერპლი” ( HOT NEWS );
  • მორიგი მომაკვდინებელი ვირუსი, რომელიც ჩინეთში გამოჩნდა – ჰანტავირუსი, რომელმაც უკვე რამდენიმე კაცის სიცოცხლე შეიწირა”( Itar.ge );
  • ჩინეთში ახალი ვირუსი დაფიქსირდა- რამაც  საზოგადოებაში შიში და პანიკა გამოიწვია ( Kvira.ge );
  • ამჯერად ჰანტავირუსი: ჩინეთში მამაკაცი პირდაპირ ავტობუსში გარდაიცვალა ( სპუტნიკ საქართველო );
  • ჩინეთში კიდევ ერთი საშიში ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა ( ესპერსონა );
  • კორონავირუსი, თუ ჰანტავირუსი? – მეცნიერი განმარტავს, რომელია უფრო საშიში ( პრაიმ ტაიმი );
  • ჰანტავირუსი – ჩინეთში კიდევ ერთი საშიში ვირუსის დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება ( პრესა.ჯი ).

ჰანტავირუსის შესახებ ინფორმაცია იმავე კონტექსტით გაავრცელეს გვერდებმა Doorwindow/დორვინდოუ, იცით თუ არა, რომ, ჩვენი კი”თ”ხე, internet.ge.

""

რა არის ჰანტავირუსი და უნდა გვეშინოდეს თუ არა მისი ახლა?

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC) ჰანტავირუსის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას გვაწვდის:

  • ჰანტავირუსი უცნობი ინფექცია არ არის. აშშის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების სამედიცინო ბიბლიოთეკის საიტზე განთავსებულია ინფორმაცია ჰანტავირუსის შესახებ. სამეცნიერო სტატიის  თანახმად, ჰანტავირუსი პირველად 1951-1953 წლებში კორეის ომის დროს დაფიქსირდა მდინარე ჰანტანის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც ინფექციის სახელი იღებს სათავეს.
  • ჰანტავირუსი მღრღნელებს გადააქვთ. ადამიანების ჰანტავირუსით ინფიცირება არარეგულარულად ხდება, ძირითადად, საფლის რაიონებში, სადაც ტყეები, მინდვრები და ფერმებია –  ვირუსების მატარებელი მღრღნელების საცხოვრებელი არეალი. ჰანტავირუსის გავრცელების პოტენციური არეალებია ისეთი სივრცეები, სადაც შესაძლოა მღრნელები ცხოვრობდნენ – სარდაფი, ბეღელი, ფარდული და სხვა.
  • მღრღნელი ვირუსს ნერწყვის, შარდისა და სკორეს (ცხოველთა განავალი) მეშვეობით ავრცელებს. ვირუსი ადამიანში იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ ის ვირუსით გაჟღენთილ ჰაერს შეისუნთქავს. CDC ინფიცირების სხვა გზებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ინფიცირება მღრღნელის ნაკბენის, ვირუსით გაჟღენთილი ზედაპირის შეხებითა და დაინფიცირიებული საკვების მიღებითაც ხდება, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრი იქვე აღნიშნავს, რომ ამ გზით ინფიცირება საკმაოდ იშვიათია.
  • აშშ-ში დაფიქსირებული ჰანტავირუსი ადამიანიდან ადამიანზე არ ვრცელდება. მაგალითად, ადამიანი ვერ დაინფიცირდება თუ ის შეეხება ან აკოცებს ჰანტავირუსთ ინფიცირებულ ადამიანს ან ექიმს, რომელიც მკურნალობს სხვა ინფიცირებულ ადამიანს.
  • ჰანტავირუსის ინფექციის წინააღმდეგ სპეციფიკური მკურნალობა, წამალი ან ვაქცინა არ არსებობს. პაციენტები ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ, ხდება მათი ინტუბირება და ისინი ჟანგბადით თერაპიას გადიან.

მოამზადა ლიკა ბუჩუნტელმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია

ქვეყანა/ორგანიზაცია: ჩინეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist