რა არის იუვენალური მართლმსაჯულება და როდის გაჰყავს სოც.მუშაკს ბავშვი ოჯახიდან?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

fm
760
VIEWS

2020  წლის  8 ივლისს “საქართველო და მსოფლიო”-მ გამოაქვეყნა სტატია სათაურით “ჩვენი “სტრატეგიული პარტნიორების” წყალობით, “მეტად ფეხმოკლედ გვესმის ეს სიკარგე ცოდნისა და სწავლა-განათლებისა”. სტატიის ავტორის თქმით, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები “შვილების სწავლა-აღზრდის” საქმეში უხეშად ერევიან და ქართული ტრადიციებისა და ოჯახური სიწმინდის ხელყოფას ცდილობენ. ამის მაგალითად ავტორს იუვენალური იუსტიცია მოჰყავს. მისი მტკიცებით, იუვენალური იუსტიცია საშუალებას აძლევს სოციალურ მუშაკეს, რომ ოჯახებიდან ბავშვი მშობლებს “ბაღებიდანვე” ჩამოართვან. ავტორი ასევე ამტკიცებს, რომ ის ადამიანები, რომლებმაც განათლება უცხოეთში მიიღეს, შემდეგომ მარტივად სამართავები არიან, ხოლო ქართულ ტრადიციებზე აღზრდილი პირები მომავალში იჩაგრებიან.

Geworld.ge: “გვტენიან “იუვენალურ იუსტიციას”, რომელიც, უპირველესად, ხელს შეუწყობს ტრადიციების, ოჯახის სიწმინდის უგულველყოფას, იმ ოჯახის, რომელზეც მყარად იდგა ყოველთვის საქართველო. ახლა კი “იუვენალური იუსტიცია” თანდათან აჩენს კლანჭებს და ახალ–ახალ თავსატეხებს სთავაზობს საზოგადოებას…გარდა იმისა, რომ კანონი სოციალურ მუშაკს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების უფლებას ანიჭებს და მის “გუნება–განწყობაზე” ხდება დამოკიდებული ოჯახის ბედი, სრულიად შესაძლებელია, ერთ დღესაც თქვენი შვილი ბაღიდანვე ჩამოგართვან და “იუვენალური კანონით” გამყარებული ქმედებით სახლში აღარც გაგატანონ.”

რა არის იუვენალური იუსტიცია?

იუვენალური იუსტიციის მთავარ ამოცანას წარმოადგენს არასწრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, დასჯის ნაცვლად მათ რეაბილიტაციას მიანიჭოს უპირატესობა. ამ პრინციპის თანახმად, დანაშაულის არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება არასრულწლოვანთა ინტერესები და ასევე შემუშავებული იქნება ინდივიდუალური მიდგომა (გათვალისწიებულია ბავშვის ფსიქოლოგიურ- ფიზიკური მზაობა). დაპატიმრება და თავისუფლების აღკვეთა კი სასჯელის უკიდურეს ზომად ითვლება, შესაბამისად დიდი მნიშველობა ენიჭება  ბავშვების უფლებების დაცვას. განსაკუთრებულ ადგილი ეთმობა, სპეციალური პროგრამების შემუშავებას რომელიც მიზნად ისახავს, არასრულწლოვანთა რესოციალიზაციასა და სარეაბილიტაციო პროგრამებში მათ აქტიურ ჩართვას. კანონმდებლობა ეფუძნება ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებს , როგორებიცაა “ბავშვთა უფლებების კონვენცია,”, „ევროკავშირის სახელმძღვანელო ბავშვთა უფლებების შესახებ“.

რეალურად იუვენალური კანონმდებლობა  კი არ “გვართმევს შვილებს”, არამედ  მიზნად ისახავს არსრულწლოვანის ბავშვების  უფლებების დაცვას მათი ინტერესების გათვალისწინებით,რესოციალიზაციასა და მათ მიმართ ძალადობის აღმოფხვრას,  ასევე მათი უფლებების დაცვას შეიარაღებული კონფლიქტების დროს.

იუვენალური იუსტიციის საკითხი არაერთხელ გამხდარა კრემლის და კრემლის აქტორების დეზინფორმაციის სამიზნე. ამ თემაზე “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა.

რა შემთხვევაში გაჰყავს ბავშვი ოჯახიდან სოციალურ მუშაკს?

სოციალური მუშაკის ფუნქციები განისაზღვრება ,,სოციალური მუშაობის შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის საფუძველზეც იგი ახორციელებს შესაბამის ქმედებას კონკრეტულ შემთხვევაში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საფრთხის არსებობის ან წარმოქმნის საშიშროების შესაბამისად. იგი ვალდებულია, კონკრეტული ქმედება დაასაბუთოს დოკუმენტალურად, კანონით მინიჭებულ ფარგლებში.

სოციალური მუშაკი ბავშვის უსაფრთხო გარემოში გადაყვანის თაობაზე (ბავშვის ოჯახიდან განცალკევების შესახებ) გადაწყვეტილებას დადგენილება N437-ის შესაბამისად იღებს, რომლის მიხედვითაც:

,,მშობლისგან, სხვა კანონიერი წარმომადგენლისგან ან ბავშვთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები ნებისმიერი სხვა პირისგან ბავშვის განცალკევება წარმოადგენს უკიდურეს ზომას, რომელიც გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გამოყენებულ იქნა ყველა სხვა, ნაკლებად მკაცრი ზომა, მათ შორის, გასაუბრება და გაფრთხილება და ამ ნაკლებად მკაცრმა ზომებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო ან როდესაც შექმნილ ვითარებაში აშკარაა, რომ მომდევნო 24 საათის განმავლობაში ნაკლებად მკაცრი ზომის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას, რაც გამოიწვევს ბავშვის გარდაუვალ დაღუპვას ან ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას.

შესაბამისად, სოციალურ მუშაკს არ აქვს უფლება კანონიერი საფუძვლის გარეშე კონკრეტული მშობლის მიმართ გაატაროს შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები. აღნიშნულის დარღვევის შემთხვევაში, დადგება სოციალური მუშაკის პასუხისმგებლობის საკითხი.

იხილეთ ამ თემაზე “მითების დეტექტორის” ადრინდელი პუბლიკაციები:

  •  მტკიცება, თითქოს სოციალური მუშაკის ინსტიტუტი მიზნად ოჯახის ინსტიტუტის ნგრევას ითვალისწინებს, უსაფუძვლოა;
  •  5 მითი ბავშვთა უფლებების კოდექსის შესახებ;

მითების დეტექტორის ლაბორატორია

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist