რა ხდება რუსეთში, რომელიც საფრანგეთს ჟურნალისტების უსაფრთხოებისკენ მოუწოდებს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

დ
124
VIEWS

2018 წლის 5 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წამრომადგენელმა მარია ზახაროვამ საფრანგეთს მოუწოდა, რომ  საპროტესტო აქციების წინააღმდეგ გადამეტებული ძალა არ გამოიყენოს, უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოდ მუშაობის პირობები და გამოხატვის თავისუფლებას სცეს პატივი.

მარია ზახაროვა: “მოვუწოდებთ ოფიციალურ პარიზს  ძალის გადამეტებული გამოყენებისაგა ნთავი შეიკავოს, ჟურნალისტების მიმართ არ გამოიყენოს ძალა, გამოხატვის თავისუფლების პატივისცემის ნორმები არ დაავიწყოს და მასმედიის წარმომადგენლების საქმიანობის უსაფრთხოება უზრუნველყოს. რაზეც ხელი აქვთ მოწერილი. და რა თქმა უნდა, იხელმძღვანელოს საყოველთაოდ მიღებული ჰუმანიზმის პრიცნიპებით… პარიზისაგან მოვითხოვთ ჟურნალისტებს უსაფრთხოდ მუშაობის სრული პირობები შეუქმნან.”

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლის მოწოდება საფრანგეთისადმი ჟურნალისტების უსაფრთხოება უზრუნველყოს, ბევრს რუსეთში როგორც ჟურნალისტთა ფიზიკური უსაფრთხოების, ასევე  ზოგადად მედიის მდგომარეობის მხრივ არსებულ გამოწვევებს მოაგონებს. 1993 წლიდან დღემდე რუსეთში 83 ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენელია მოკლული/საეჭვი ვითარებაში დაღუპული, 2017 წელს კი პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით 5 ჟურნალისტი იყო დაპატიმრებული.

Freedom House-ის მონაცემებით, რუსეთში პრესის თავისუფლება წლიდან წლამდე უარესდება. 2003 წლიდან მოყოლებული რუსეთი პრესის თავისუფლების ინდექსში “არათავისუფალ” ქვეყნად არის მოხსენიებული.  2017 წლის პრესის თავისუფლების ინდექსში რუსეთს 100-დან 83 ქულა აქვს მინიჭებული, სადაც 100 პრესისთვის ყველაზე არათავისუფალ გარემოს აღნიშნავს.

“ ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის ” (CPJ)  მიხედვით, 1993 წლიდან დღემდე რუსეთში 83 ჟურნალისტი და მედიის წამრომადგენელია მოკლული. ხოლო, უშუალოდ კორუფციის, პოლიტიკისა და ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ საგამოძიებო მასალების გამო რუსეთში 38 ჟურნალისტია მოკლული. ხშირ შემთხვევაში მკვლელობებში იკვეთება ხელისუფლების კვალიც. 2017 მონაცემებით რუსეთში 5 ჟურნალისტი იყო დაპატიმრებული, რაც მათ პროფესიულ საქმიანობას უკავშირდებოდა.

"

საშიში დავალების შესრულებისას ან ომში დაღუპული ჟურნალისტების გარდა, რუსეთში მოკლული ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული სროლის სავარაუდო წყაროები.

"

გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების მხრივ რუსეთში მძიმე სიტუაციას “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”-ს (RWB) ანგარიშიც მიუთუთებს. RWB-ს შეფასებით, 2012 წელს ვლადიმირ პუტინის კრემლში დაბრუნების შემდეგ დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა, ვებ-გვერდების დაბლოკვა და დრაკონული კანონები მკვეთრად გაძლიერდა. წამყვანი დამოუკიდებელი საინფორმაციო გამოცემები ან ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მოექცა, ან საერთოდ დაიხურა.

2018 წელს რუსეთში კიდევ ერთი ჟურნალისტი დაიღუპა. მაქსიმ ბოროდინი დამოუკიდებელი რუსული მედიის, საინფორმაციო სააგენტოს новый день-ის ჟურნალისტი იყო. ის საგამოძიებოჟურნალისტიკით იყო დაკავებული კორუფციისა და დანასაულებების შესახენ. მაქსიმ ბოროდინი 15 მაისს საკუთარი სახლიდან, მეხუთე სართულიდან გამოვარდნილი იპოვეს.

რუსეთში პრესის თავისუფლებისა და  ჟურნალისტების მდგომარეობის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში.

პროპაგანდის მეთოდი
კონტრბრალდებები (Whataboutism) არის ტექნიკა, რომელიც ბრალდებებზე ან რთულ საკითხებზე პასუხის გაცემის ნაცვლად ან საპირისპირო ბრალდებებს აყენებს ან სხვა საკითხზე გადააქვს აქცენტი, რაც არასწორი შედარებებისა და მანიპულაციური მორალური მსჯელობების გზით კრიტიკის ობიექტიდან ყურადღების გადატანას ან/და ამ ობიექტის გამართლებას ცდილობს.
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist