რა მისცა და რა წაართვა სსრკ-მ პოლონეთს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

213
1.8k
VIEWS

2020 წლის 21 ივლისს ონლაინ გამოცემამ საქართველო და მსოფლიომ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “როცა დღეები საუკუნეზე მეტხანს გრძელდება”, სადაც საუბარი მეორე მსოფლიო ომის დასრულების დროს მიმდინარე მოვლენებს შეეხებოდა. ავტორის მტკიცებით, პოლონეთი მადლობელი უნდა იყოს რუსეთის, რადგან მისი თანამედროვე საზღვრები და ქვეყნის მესამედი ნაწილი სწორედ სსრკ-ის დამსახურებით აქვს.

საქართველო და მსოფლიო: “ანალიტიკოსები დარწმუნებით ამბობენ, რომ პოლონეთი უაღრესად დავალებულია საბჭოთა კავშირის წინაშე, რადგან ქვეყნის ტერიტორია თანამედროვე საზღვრებში მისი არასოდეს ყოფილა. ქვეყნის დღევანდელი ტერიტორიის მესამედი სტალინმა ტრუმენსა და ჩერჩილს პოლონელებისთვის გამოჰგლიჯა. დღეს რუსეთს პოლონეთზე დიდი მტერი ევროპაში არ ჰყავს. პოლონელების მხრიდან ეს უმადურობის არნახული გამოვლენაა. როგორ ინსტრუქციასაც გამოუგზავნიან აშშ-დან, იმის შესასრულებლად იღვწიან საბჭოთა კავშირის მიერ “დაჩაგრული” პოლონელები, დემოკრატიული დასავლეთის “ავანგარდი” აღმოსავლეთის ფრონტზე”.

საქართველო და მსოფლიოს მიერ გამოქვეყნებული სტატია მანიპულაციურია და სიმართლეს არ შეესაბამება. პოლონეთს ომის დასრულების შემდგომ სხვადასხვა მიწა კი მიეცა, თუმცა მან ასევე საბჭოთა კავშირის მხრიდან განხორციელებული ანექსიის შედეგად ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი დაკარგა, რამაც მისი ტერიტორიები ზრდის ნაცვლად შეამცირა.

  • მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პოლონეთის ტერიტორიები შემცირდა

მე-2 მსოფლიო ომში ნაცისტური გერმანიის დამარცხებამ პოლონეთში დიდი გეოგრაფიული ცვლილებები გამოიწვია. ომამდე საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ მოლოტოვ-რიბენტროპის თავდაუსხმელობის პაქტის შედეგად პოლონეთი საიდუმლო მუხლებით შუაზე გაიყვეს, რამაც ომის დასრულების შემდგომ საზღვრების გადალაგების აუცილებლობა შექმნა. ომში სსრკ-ის გამარჯვებამ მას საშუალება მისცა უფრო აქტიურად ჩართულიყო საზღვრების დადგენის პროცესში და თავისი დიდი გავლენა აღმოსავლეთ ევროპაში შედეგიანად გამოეყენებინა.

1945 წელს გერმანიის დამარცხების შემდგომ სსრკ-მა აღმოსავლეთ ევროპის დიდი ნაწილის, მათ შორის პოლონეთის ნაწილის, ოკუპაცია მოახდინა და შემდგომ უკვე იალტის კონფერენციაზე ეს ტერიტორიები კიდევ უფრო განიმტკიცა. ტერიტორიების განსაზღვრა სამ ძირითად კონფერენციაზე  – თეირანი, იალტა, პოტსდამი – მოხდა. თეირანის კონფერენციაზე სტალინი ცდილობდა, რომ მოკავშირეებს პოლონეთის ის საზღვარი მიეღოთ, რომელიც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორდ კურზონმა 1920 წელს შეადგინა. სტალინის წინადადებას ორი სხვა მოკავშირე (დიდი ბრიტანეთი და აშშ) დათანხმდა, თუმცა მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ 1945 წელს პოტსდამის კონფერენციაზე რატიფიცირდა. პოლონეთი ამ გეგმით ომამდე არსებულ ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტს კარგავდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმანმა პოტსდამის კონფერენციიდან გაიხსენა:

“მახსოვს პოტსდამში, აღმოსავლეთ პოლონეთის საკითხი განვიხილე. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პაპი მოხარული არ იქნება იმ შეთანხმებით, რომელიც პოლონეთის კათოლიკურ დასასრულს (საზღვარს) ეხებოდა… რუსეთის პრემიერ-მინისტრი მაგიდას დაეყრდნო, ულვაში შეისწორა, გადახედა მან მისტერ ჩერჩილს და თქვა: ბატონო ჩერჩილ, ბატონო პრემიერ მინისტრო, რა თქვით, რამდენი დივიზია აქვს რომის პაპს?”

პოლონეთის შემთხვევაში სსრკ-მა ის ტერიტორიები შეინარჩუნა, რომელიც მან 1939 წლის მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის შედეგად დაიპყრო. შედეგად პოლონეთმა 181 299 კვ. კმ დაკარგა, რომელიც საბჭოთა კავშირს გადაეცა. ეს ტერიტორიები ძირითადად უკრაინელებითა და ბელარუსებით იყო დასახლებული, იქ მცხოვრები პოლონელები კი ტერიტორიიდან გამოაძევეს. კომპენსაციით პოლონეთმა გერმანიისგან მხოლოდ 40 000 კვ. მილზე ოდნავ მეტი ტერიტორია მიიღო.

პოლონეთის საკითხს იალტის კონფერენციის დოკუმენტში ცალკე თავი ჰქონდა გამოყოფილი, სადაც მისი ტერიტორიული ცვლილებები იყო წარმოდგენილი.

"
იალტის კონფერენცია, თებერვალი 1945 წელი.

თუ პოლონეთის ტერიტორიები 1919-1939 წლებში 386,418 კვ. კმ იყო, 1947 წლიდან ის 312,679 კვ. კმ-მდე შემცირდა.

რუკაზე მწვანე ფერით აღნიშნულია ის ტერიტორიები, რომელთა ანექსიაც სსრკ-მა მოახდინა 1945 და 1951 წლებში, ხოლო ნარინჯისფრად ის გერმანული ტერიტორიები, რომლებიც პოლონეთმა 1945 წელს მიიღო (კომპენსაციის სახით). ამ მიწებში შედიოდა გერმანული ტერიტორიები, თავისუფალი ქალაქი დანციგი და კიდევ სხვა მცირე მიწები. მიუხედავად ამისა, სსრკ პოლონეთში ისე წარმართავდა პროცესებს, რომ ის სრულიად მის სატელიტ სახელმწიფოდ იქცა და იქ თავისუფალი არჩევნების იდეა იმ პერიოდში არ განხორციელდა.

"
©️Damian Walczak

via GIPHY

  • სტალინის პოლიტიკა და პოლონეთის ტერიტორიები 

სტალინი საზღვრების შემთხვევაში საკმაოდ ბევრ ფაქტორს ითვალისწინებდა და ისე ცდილბოდა, რომ ისინი მოდიფიცირებულიყვნენ, რომ ეთნიკური, ნაციონალისტური და საერთაშორისო ფაქტორები გათვალისწინებული ყოფილიყო და შემდგომში კონკრეტულ საზღვარს ან მოსაზღვრე რეგიონს კონკრეტული დიდი დანიშნულება შეეძინა. ის ასევე მოსაზღვრე სახელმწოფოების შიშებსაც კარგად იყენებდა, რათა შემდგომ ეს შიშები მისთვის კონკრეტულ პოლიტიკურ მოგებად ან ახალ ტერიტორიად გადაქცეულიყო.

პოლონეთის შემთხვევაში ის აქტიურად წარმოაჩენდა პოლონეთს, როგორც იმპერიალისტური ზრახვების მქონე ქვეყანას, რათა მოკავშირე დიდი ბრიტანეთის მისდამი სიმპათია შეემსუბუქებინა, ვინაიდან დასავლური სახელმწიფოები გამოხატულ ნაციონალიზმის არატოლერანტულად უდგებოდნენ. ეს კარგად გამოჩნდა იოსებ სტალინის 1944 წლის 27 თებერვლის განცხადებით ბრიტანელი ელჩის (სსრკ-ში) კლარკ კერის მიმართ:

“შემდეგ ჩნდება საზღვრის საკითხი. ჩვენ გვინდა დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენგან ძალით მიიღეს, კერძოდ, ბელორუსული და უკრაინულ მიწები. თუ პოლონეთის მთავრობაში იქნებიან ადამიანები, რომელთაც იმპერიალისტური ამბიციები არ აქვთ, ისინი მიხვდებიან ამ მიწების უკრაინისა და ბელორუსის ხალხების დაბრუნების აუცილებლობას. ჩვენ არ მოვითმენთ უკრაინელთა ან ბელარუსელთა მოთხოვნებს იმ ტერიტორიის მიმართ, რომელზეც მათ რაიმე უფლება არ აქვთ.”

სტალინი სწორედ ბელორუსიისა და უკრაინის “ნაციონალიზმს” აბრალებდა იმას, რომ არ შეეძლო პოლონეთისთვის აღმოსავლეთის მიწები დაებრუნებინა. მისი თქმით, ნაციონალისტური მიდრეკილებების გამო სსრკ-ს ომი უკრაინასთან და ბელორუსთან მოუწევდა.


მედიაწიგნიერების ლაბორატორიის რეგიონული ქსელი

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი, საბჭოთა კავშირი
წყარო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist