რა მიზნით შეიქმნა ყალბი მხარდაჭერის გვერდი “მიშა დაგვიბრუნდი”?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

27
VIEWS

28 ოქტომბერს Facebook-გვერდზე „მიშა დაგვიბრუნდი“ გამოქვეყნდა დარეკლამებული პოსტი, შემდეგი ტექსტით: „რევოლუციური სცენარის შემთხვევაში, დაიღუპებოდით თუ არა ივანიშვილის ხელისუფლების შესაცვლელად? თქვენი აზრი გამოხატეთ რეაქციების სახით“.

პოსტს 29 ოქტომბრის 15:00 საათის მდგომარეობით 419 რეაქცია, 238 კომენტარი და 6 გაზიარება აქვს.

28 ოქტომბერს პოსტი 100$-ზე ნაკლები თანხით იყო დასპონსორებული  Irakli Lomidze-ს მიერ. 29 ოქტომბერს პოსტი დარეკლამებული აღარაა.

sgs რა მიზნით შეიქმნა ყალბი მხარდაჭერის გვერდი “მიშა დაგვიბრუნდი”?

„მიშა დაგვიბრუნდი“ ნაციონალური მოძრაობის ყალბი მხარდაჭერის ფეისბუკ გვერდია, რომელიც არჩევნებამდე 2 კვირით არის შექმნილი და მასთან კავშირს პარტიის პრესსამსახური უარყოფს. გვერდზე გამოქვყენბეული პოსტი არჩევნების წინ  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რევოლუციურ სცენართან დაკავშირებას ისახავს მიზნად, რომლის ტექსტი ხელისუფლების ცვლილებისთვის ფიზიკური მსხვერპლის გაღების ღია მოწოდებას შეიცავს.

„მითების დეტექტორი“ კომენტარისთვის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დაუკავშირდა. პარტიის პრეს-სამსახურში განაცხადეს, რომ გვერდი „მიშა დაგვიბრუნდი“ მათ მიერ დარეგისტრირებული ან მართული არ არის და ის  ცრუ და მაპროვოცირებული ინფორმაციის გავრცელებას ემსახურება.

სოციალურ ქსელში გვერდის შესახებ  პოსტი გამოაქვეყნა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერმა მახარაძე დათუჩამ. ისიც აღნიშნავს, რომ გვერდი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და მის მხარდამჭერებს არ ეკუთვნის.

srphgvs რა მიზნით შეიქმნა ყალბი მხარდაჭერის გვერდი “მიშა დაგვიბრუნდი”?

გვერდი სახელწოდებით „მიშა დაგვიბრუნდი“ Facebook-ზე 12 ოქტომბერს  შეიქმნა. გვერდს პროფილისა და გარეკნის ფოტოდ მიხეილ სააკაშვილის ფოტო აქვს გამოყენებული, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო ადევს.

28 ოქტომბრის მონაცემებით გვერდს “მიშა დაგვიბრუნდები” 205 მოწონება აქვს.

sdphvz რა მიზნით შეიქმნა ყალბი მხარდაჭერის გვერდი “მიშა დაგვიბრუნდი”?

გვერდი აქტიურად აზიარებს მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური გვერდის პოსტებს, გარდა ამისა, აქვეყნებს მის ფოტოებსა და ვიდეოებს სატირული აღწერით, რაც მისი მხარდამჭერების მობილიზებას ისახავს მიზნად.

phse 0 რა მიზნით შეიქმნა ყალბი მხარდაჭერის გვერდი “მიშა დაგვიბრუნდი”?

გვერდ “მიშა დაგვიბრუნდის” პოსტი რევოლუციური სცენარის შესახებ მანიპულაციურ კონტექსტში არჩევნებამდე 2 დღით ადრე გავრცელდა. რევოლუციური სცენარის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ 28 ოქტომბერს 12:26 საათზე გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. კობახიძემ განაცხადა, რომ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით რევოლუციური შტაბი აქვს შექმნილი, მისივე თქვით, შტაბის მიზანი მოქალაქეების პროვოცირება და პოლიტიკური პროცესის რევოლუციური სცენარით განვითარებაა.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist