რა ვიცით რუკის წარმომავლობაზე, რომელსაც “პატრიოტთა ალიანსი” ანტითურქული კამპანიისთვის იყენებს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

298
VIEWS

ანტითურქული მესიჯების გავრცელება პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო კამპანიის ნაწილია, რომელსაც ის “დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!” სლოგანით აწარმოებს. პარტიის ლიდერები დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი თურქეთს ოკუპანტად მოიხსენიებენ და თურქული გაზეთის მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე აპელირებენ, სადაც ბათუმი თურქეთის სახელმწიფოს საზღვრებშია მოქცეული. ირმა ინაშვილი აღნიშნავს, რომ რუკა თურქულმა გაზეთმა “მილიეთმა” ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. 29 აგვისტოს რუკა ასევე გააზიარა “ობიექტივის” ჟურნალისტმა ილია ჩაჩიბაიამ.

"

ილია ჩაჩიბაიას პოსტი რუკასთან დაკავშირებით გადააზიარა ქეთი ხომერიკმა, რომელიც ფეისბუკზე უთითებს, რომ  “საქართველო და მსოფლიოს” და “საქართველოს რესპუბლიკის” ჟურნალისტია. როგორც ფეისბუკის ანალიტიკური ინსტრუმენტი Crowdtangle-ი აჩვენებს, ილია ჩაჩიბაია და პარტია “პატრიოტთა ალიანსის” აქტივისტი ნინო კვარაცხელია აღნიშნულ რუკას შუღლის გამაღვივებელი გზავნილებით შემდეგ ფეისბუქ ჯგუფებში აზიარებდნენ: “დავასრულოთ ნაცები – Davasrulot Nacebi !!!”, “ჩემი საქართველო – აქ არის!!!”, “ქვეყნის მტრების წინააღმდეგ”, “კახა კალაძე თბილისის მერი”, “პროტესტი! Protest! Протест!

"

"

რუკა, რომელსაც “პატრიოტთა ალიანსის” წევრები და აქტივისტები ავრცელებენ, ძველია და ის თურქულმა გაზეთმა 2013 წელს ქურთების მუშათა პარტიის ლიდერის განცხადების კონტექსტში გამოაქვეყნა. თურქული ხელისუფლება აჭარას საქართველოს ტერიტორიის შემადგენლობაში აღიარებს და საზღვარი საქართველოსა და თურქეთს შორის 1992 წლიდან სრულად დემარკირებულია. ძველი რუკის გაცოცხლება, რომელსაც არაფერი აქვს საერთო თურქეთის ოფიციალურ პოზიციასთან და კერძო მედიას ეკუთვნის, მანიპულაციურია. აღნიშნული პუბლიკაცია პატრიოტთა ალიანსის თურქოფობიული წინაასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, რომელიც ისტორიული ტრავმის გაღვივებაზეა ორიენტირებული.  

  • როდის და სად გამოქვეყნდა რუკა, სადაც ბათუმი თურქეთის შემადგენლობაშია?

რუკა, რომელზეც აჭარა თურქეთის შემადგენლობაშია მოქცეული, თურქულმა გაზეთმა Milliyet-მა 2013 წელს გამოაქვეყნა. აღნიშნული რუკის მიხედვით, თურქეთის საზღვრებშია ასევე საბერძნეთის, ბულგარეთის, სირიის, ერაყის, აზერბაიჯანის და სომხეთის ტერიტორიები. მიუხედავად იმისა, რომ რუკა Milliyet-ს ეკუთვნის, “პატრიოტთა ალიანსი” მას თურქეთის საგარეო პოლიტიკას უკავშირებს და თურქეთს ოკუპანტად მოიხსენიებს.

Milliyet-მა სტატია, სათაურით “ექსპანსია თუ სოლიდარობა?” 2013 წლის 23 მარტს გამოაქვეყნა. სტატია ეხება ქურთების მუშათა პარტიის, უვადო პატიმრობით მსჯავრდებული ლიდერის აბდულა ოჯალანის განცხადებას, რომელიც მან ნოვრუზის დღესასწაულზე გააკეთა. ოჯალანმა “მონათესავე ერებზე” ისაუბრა, რომლებიც, მისი თქმით, ერთმანეთს პოლიტიკურმა ელიტებმა დააშორეს. ოჯალანი კონკრეტულად აჭარას არ ახსენებს, ის ამბობს, რომ დაპყრობითმა ომებმა და დასავლეთის იმპერიალისტების ჩარევებმა არაბული, თურქული, სპარსული და ქურთული ერთეულების ხელოვნურ სახელმწიფოებად ჩამოყალიბება გამოიწვია.

“ისეთი გეოგრაფიის შექმნა, რომელიც მხოლოდ ეთნიკურობას და ერთ კონკრეტულ ერს ეფუძნება, არაჰუმანური წარმონაქმნია და თანამედროვეობამ ჩვენი გაუცხოვებისთვის შექმნა.” – აღნიშნა აბდულა ოჯალანმა. (წყარო და ინგლისური თარგმანი: Euronews; BDP Press Office).

განცხადებაში ქურთების მუშათა პარტიის ლიდერმა ასევე მოუწოდა სომხურ, თურქულ, ასირიულ, არაბულ და სხვა წარმომავლობის მქონე ხალხებს, დაინახონ თავისუფლებისა და თანასწორობის სინათლე ისე, როგორც ამას ქურთები ხედავენ.

Milliyet სტატიაში წერს, რომ ოჯალანის განცხადება ექსპერტებში განსხვავებულად აღიქმება და ინტერპრეტაციებიც სხვადასხვაგვარია. ერთ-ერთი ინტერპრეტაციის მიხედვით, რომელიც ქურთ მწერალს ეკუთვნის, ოჯალანმა ოსმალეთის ხალხების სოლიდარობაზე ისაუბრა და არა საზღვრებზე. როგორც სტატიაშია ახსნილი, ოჯალანის განცხადება არის მოწოდება იმის შესახებ, რომ ოსმალეთის იმპერიის ხალხების გაერთიანება მნიშვნელოვანია, რათა მათ საერთო მტერს ებრძოლონ და არა ერთმანეთს.

რუკა, რომელიც სტატიას აქვს თანდართული, სწორედ აბდულა ოჯალანის ბუნდოვან განცხადებას ეხება, რომელსაც სხვადასხვა ინტერპრეტაციები მოჰყვა.

"

  • თურქეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ცნობს და აჭარაზე პრეტენზიას არ აცხადებს

Milliyet-ის რუკასთან დაკავშირებით 2018 წელს ნეტგაზეთთან ინტერვიუში საქართველოში თურქეთის ელჩმა ფატმა სერენ იაზგანმა აღნიშნა, რომ მსგავსი ჩანაწერი თურქულ სახელმძღვანელოებში არ არსებობს, თუ ეს არ არის ძველი ისტორიული რუკა, ხოლო ამჟამად საქართველოსა და თურქეთის საზღვრები გარკვეულია. ელჩი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ბათუმისა და აჭარის მიმართ თურქეთს არავითარი პრეტენზია არ აქვს და არის მხოლოდ დაინტერესება თურქი ბიზნესმენების მხრიდან, რაც აჭარაში ინვესტირებას უკავშირდება.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი 2016 წელს საქართველოში თურქეთის მაშინდელმა ელჩმა ზექი ლევენთგუმრუქჩუმაც გააკეთა, ის “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის დავით თარხან-მოურავის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თურქეთი ოკუპანტად მოიხსენია. ელჩის განცხადებით აჭარა საქართველოს ნაწილია და ასეც დარჩება, რადგან საზღვრები შეთანხმებულია და დემარკაცია სანტიმეტრებშია გაკეთებული.

ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკას და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ 1992 წლის 30 ივლისს გაფორმდა, რითაც ორ ქვეყანას შორის საბოლოოდ დასრულდა საზღვრის დემარკაცია. ამ ხელშეკრულებით მხარეებმა აღიარეს ადრე შეთანხმებული საზღვრის ხაზი და განცხადეს, რომ დაიცავენ მათ შორის დადებულ ხელშეკრულებებს დაწყებული 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის შეთანხმებით.

რუკის შესახებ თემა “პატრიოტთა ალიანსმა” მას შემდეგ გაააქტიურა, რაც აჭარაში პარტიის თურქოფობიური ბანერის განთავსებას საზოგადოების ნაწილის მწვავე რეაქცია მოჰყვა. ბანერზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა რუსეთის მიერ ოკუპირებული სამაჩაბლოს და აფხაზეთის მსგავსად წითლად იყო მონიშნული, აჭარისკენ ისრები კი თურქეთიდან მოემართებოდა. ბანერს თან ახლდა წარწერა “დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!”

როგორც მედიის განვითარების ფონდის კვლევები აჩვენებს, პატრიოტთა ალიანსი წლებია თურქოფობიურ კამპანიას ეწევა. მათი მთავარი გზავნილი – ‘თუ რუსეთია ოკუპანტი, თურქეთიც ოკუპანტია’ – ყურადღების გადატანას რუსეთის ოკუპაციიდან ისტორიულ ოკუპაციაზე ტრავმების გაღვივებით ცდილობს.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: თურქეთი
წყარო

წყარო

პატ
პატრიოტთა ალიანსი

წყარო

ობ
ობიექტივი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist