რას აკეთებდა ბილ გეიტსის ბაბუა “ისპანკას” დროს?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

29.3k
VIEWS

28 ოქტომბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Vitalia Qardava-მ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც 1918 წელს დაწყებულ ესპანური გრიპზე საუბრობს და მის გავრცელებას მაშინდელ როკფელერის სამედიცინო კვლევის ინსტიტუტს უკავშირებს, უფრო ზუსტად კი ფრედერიკ ლ. გეითსს, რომელმაც იმ დროს ჯარისკაცებში ბაქტერიული მენინგიტის საწინააღმდეგოდ ვაქცინაციაა ჩაატარა. ავტორის მტკიცებით, ხსენებული ფრედერიკ ლ. გეითსი თანამედროვე ამერიკელი ბიზნესმენისა და ფილანტროპის ბილ გეიტსის ბაბუა იყო.

13 იანვრის მონაცემებით, პოსტს 133 გაზიარება აქვს. იდენტური ინფორმაცია კრემლისტურმა მედია საშუალება ნიუს-ფრონტმა და ფეისბუქ გვერდმა სტალინმა 7 ნოემბერს გამოაქვეყნეს.

;

;

ნიუსფრონტი, 7 ნოემბერი, რედაქცია: “ეგრედწოდებული “ისპანკა”  დაიწყო 1918 წ. გაუჩინარდა 1920 წელს. თითქმის 550 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. როკფელერის სამედიცინო კვლევის ინსტიტუტმა აშშ – ს არმიაში ფართო ვაქცინაცია ჩაატარა ბაქტერიული მენინგიტის წინააღმდეგ 1918 წელს. ვაქცინაციას ზედამხედველობდა MD … ფრედერიკ ლ. გეითსი. ისევ გეიტსი. არსებობს მტკიცებულებები, რომ ფრედერიკ ლ. გეითსი ბილ გეითსის ბაბუაა. ზოგიერთ ჯარისკაცს ამ ექსპერიმენტული ვაქცინა სამჯერ გაუკეთეს. ფრედერიკ ლ. გეითსმა ვაქცინებზე ექსპერიმენტები იანვარში დაიწყო. 1918 წ. 1918 წლის მარტიდან დღეში 100 ადამიანი იწყებს ბანაკის არმიის საავადმყოფოებში შესვლას ცივი, ღებინება და დიარეა.ეს კატასტროფა იყო ჯარისკაცების ხალხმრავალ ყაზარმებში. ბაქტერიულმა პნევმონიამ ჯარისკაცების სათიბი დაიწყო.

გავრცელებული ცნობები ნაწილობრივ ყალბია, რადგან 1. ბილ გეითსის ბაბუა არა ფრედერიკ გეითსი, არამედ მამის მხრიდან ვილიამ ჰენრი I გეითსი, ხოლო დედის მხრიდან  ჯეიმს ვილიამ მაქსველი იყო და მათი პროფესიული საქმიანობა საბანკო საქმიანობასა და ავეჯის გაყიდვას უკავშირდებოდა. 2. ფრედერიკ ლ. გეითსი მართლაც მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. მას, ისევე როგორც მის მამას, ფრედერიკ ტეილორ გეითსს, წვლილი აქვს შეტანილი ანტიმენინგიტური ვაქცინაციის კვლევაში. 3. ესპანური გრიპის წარმოშობის ანტიმემინგიტურ ვაქცინაციასთან დაკავშირება საფუძველს მოკლებულია, რადგან ვირუსსა და მენინგიტის საწინააღმდეგო ვაქცინას შორის კავშირის შესახებ მეცნიერული მტკიცებულებები არ არსებობს. 

  • ბილ გეითსის ბანკირი და ავეჯის გამყიდველი ბაბუები

Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსის ოფიციალური სახელია უილიამ ჰენრი III გეითსი, მისი მამა გახლდათ უილიამ ჰენრი II გეითსი, ხოლო ბაბუა უილიამ ჰენრი I გეითსი. ეს უკანასკნელი ბრემერტონში ავეჯის მაღაზიას ფლობდა, სადაც თავადვე მუშაობდა. არც მას და არც მის ცოლს საშუალო განათლება არ მიუღიათ, თუმცა მოახერხეს განათლება უფროსი ვაჟისთვის – ბილ გეითსის მამისთვის მიეცათ, რომელიც დამსახურებული იურისტი და თავისი შვილის მსგავსად, ცნობილი ფილანტროპი გახდა.

;
ფოტოზე უილიამ ჰენრი I გეითსი ცოლთან (ლილიან გეითსი), ქალიშვილთან (მერიდი გეითს უილიამსი) და ვაჟთან, უილიამ ჰენრი II-სთან ერთად.
წყარო

;
რაც შეეხება ბილ გეითსის ბაბუას დედის მხრიდან, “მაიკროსოფტის” დამფუძნებლის დედა მერი მაქსველ გეითსი სიეტლელი მასწავლებელი და სამოქალაქო ლიდერი იყო, იგი 1929 წლის 5 ივლისს ადელ ტომპსონისა და ბანკირ ჯეიმს ვილიარდ მაქსველის ოჯახში დაიბადა. საინტერესოა, რომ ბილ გეითსის არათუ ბაბუებს, არამედ უფრო შორეულ წინაპრებსაც კი არ  ერქვათ “ფრედერიკი.”

;
ამდენად, გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ ბილ გეითსის ბაბუა ფედერიკი იყო, რომელიც 1918 წელს “ისპანკას” დროს მენენგიტის წინააღდემგ ვაქცინაციას ატარებდა, მცდარია. უფრო მეტიც, გეითსის არცერთი ბაბუის პროფესიული საქმიანობა მედიცინას ან მეცნიერებას არ უკავშირდება.

  • ვინ იყვნენ ფრედერიკ ტეილორ და ლეიმონტ გეითსები და რა აკავშირებთ მათ ბაქტერიული მენინგიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცინასთან?

Vitalia Qardava-სა და ნიუს-ფრონტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ფიგურირებს ფრედერიკ ლ. გეითსი, რომელიც 1886 წელს დაიბადა. ის როგორც მოხალისე პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა და დაბრუნების შემდეგ როკფელერის სამეციდინო ცენტრში მუშაობდა. ფრედერიკ გეითსი მართლაც იყო ჩართული ანტიმენინგიტური ვაქცინის კვლევის პროცესში. მას აღწერილი აქვს ვაქცინის მოქმედება 3,700 მოხალისის შემთხვევაში. ნაშრომში ის წერს, რომ ვაქცინა იშვიათად იწვევდა მსუბუქ გვერდით ეფექტებზე მეტს, რომელთა შორის იყოს თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი, თავბრუსხვევა და ზოგიერთ შემთხვევაში დიარეა. ცნობილია, რომ ანტიმენინგიტური ვაქცინის კვლევაში ჩართული იყო მისი მამა, ფრედერიკ ტეილორ გეითსიც. იგი 1853 წელს დაიბადა და ბაპტისტი მღვდელი და  ინსტიტუციური ფილანტროპიის  ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო. 1891 წელს ფრედერიკ გეითსის დაგეგმვისა და ფონდების მოძიების უნარებმა ერთ-ერთი უსმხვილესი ამერიკელი ბიზნესმენისა და ფილანტროპის, ჯონ როკფელერის, ყურადღება მიიქცია. სწორედ მისი მიწვევით გახდა გეითსი როკფელერის მრჩეველი ფილანტროპიისა და ბიზნესის საკითხებში.

 

;
ფრედერიკ ტეილორ გეითსი (1853-1929)
ფოტო: The Rockfeller foundation

აშშ-ში სამედიცინო მიმართულებით საკვლევი ცენტრების ნაკლებობის გამო, გეითსის გეგმითა და როკფელერის დაფინანსებით შეიქმნა როკფელერის სანიტარული კომისია და როკფელერის სამედიცინო კვლევის ინსტიტუტი (შემდგომში როკფელერის უნივერსიტეტი), რომლის საქმიანობის ფარგლებშიც მენინგიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 1918 წლის 15 იანვარს დაიწყო, რადგან 1917 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კანზასში, ფუსტონის სამხედრო ბაზაზე, ბაქტერიული მენინგიტის აფეთქება მოხდა.

საექსპერიმენტო ვაქცინაციის პროცესის შესახებ ანგარიში 1918 წლის 20 ივლისს სწორედ ფრედერიკ ტეილორ გეითსმა მოამზადა და ის ონლაინ ახლაც ხელმისაწვდომია, მისი ინფორმაციით, გამოცდაში 3700 მოხალისე მონაწილეობდა და ვაქცინაციის პროცესი თითოეულ მოხალისეზე სამ ინექციას მოიცავდა. უკუჩვენებებზე საუბრისას ანგარიშის ავტორი დიარეის რამდენიმე შემთხვევას ახსენებს და 4 მათგანს დეტალურად აღწერს, ამასთანავე აღნიშნავს, რომ უკუჩვენებები საგანგაშო არ იყო.

  • ესპანური გრიპის წარმოშობის მიზეზი

2020 წლის მარტსა და ნოემბერში კორონავირუსის პირველი და მეორე ტალღების დროს აშშ-ში ვრცელდებოდა დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ ესპანური გრიპი სწორედ ანტიმენინგიტურმა ვაქცინამ გამოიწვია. Reuter-ისა და AFP-ის ფაქტ-ჩექერებმა ასეთი პოსტები გადაამოწმეს. სიდნეის უნივერსიტეტის მედიცინისა და ტექნელოგიების პროფესორმა პიტერ ჰობინსმა AFP-ისთან საუბარში განაცხადა, რომ არ არსებობს არავითარი მტკიცება იმისა, რომ ანტიმენინგიტურმა ვაქცინამ ესპანური გრიპის გავრცელება განაპირობა.  აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) ცნობით, “ისპანკის” გავრცელების მიზეზი H1N1-ის ვირუსი იყო. თუმცა მისი ზუსტი გეოგრაფიული წარმოშობა დღემდე არ არის დადგენილი.


 

 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist