რას ამბობს ტროლი “ღმერთის გენის” შემცვლელი ვაქცინის შესახებ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

2.6k
VIEWS

ფეისბუკ მომხმარებელმა Lasha Modebadze-მ, რომელიც სავარაუდოდ ყალბი პროფილია, 2021 წლის 5 თებერვალს თავის ფეისბუკ გვერდზე ჩანაწერი, სახელწოდებით “ვაქცინა” კოვიდის საწინაამღდეგოდ,თუ კოვიდი მოსახლეობის მასიური ვაქცინაციისათვის?” გამოაქვეყნა. ავტორის მტკიცებით, 2005 წელს პენტაგონში ვაქცინით ადამიანში ღმერთის გენის შეცვლის შესახებ ლექცია ჩატარდა, რაც რელიგიური და რადიკალურად განწყობილი ადამიანების მორჩილებად ქცევას უსახავდა მიზნად. მასალას  რუსულენოვენი ვიდეოს Youtube-ის ბმული ახლავს. თანდართულ 5 წუთიან ვიდეოში ნარატორი ყვება, თითქოს პენტაგონის თანამრშრომლებს მეცნიერი ლექციას იმის შესახებ უტარებს, თუ როგორ არის ახლო აღმოსავლეთში ღმერთის გენის შეცვლა შესაძლებელი იმისათვის, რომ ამ რეგიონში არეულობები დასრულდეს. ამავე ვიდეოში საუბარია იმაზე, რომ ვიდეო დათარიღებულია  2005 წლის 13 აპრილით, დაახლოებით ერთი წლის შემდეგ იმ დროიდან, რაც ღმერთის გენი აღმოაჩინეს.

1

შემდეგ კი ღმერთის გენის შესახებ ინგლისურენოოვანი ვიდეოს რუსულენივანი თარგმანია ნაჩვენები.

მტკიცება, თითქოს 2005 წელს პენტაგონში ვაქცინის შესახებ, რომელიც ადამიანში  “ღმერთის გენს” შეცვლის ლექცია  ჩატარდა, მცდარია. ვიდეო, რომელიც ამ პრეზენტაციის მტკიცებულებად არის მოყვანილი, ყალბია. ის სავარაუდოდ დაუსრულებელი ფილმის პროექტის ფარგლებში შეიქმნა და მასში მსახიობები მონაწილეობენ. გარდა ამისა, 2005 წლის ვიდეოში ტვინის სკანერის ფოტოები 2010 წლის კვლევიდან არის აღებული და ფოტოშოპშია დამუშავებული. ვიდეო ინტერნეტში 2011 წლიდან ვრცელდება, მას ბილ გეიტსთანაც აკავშირებდნენ და ის სხვადასხვა ფაქტჩეკერებმა გადაამოწმეს.

რას წარმოადგენს “ღმერთის გენის” შეცვლის შესახებ ვიდეო?

4-5 წუთანი ვიდეოში ჩანს მამაკაცი, რომელიც აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციას  წარადგენს. ის  საუბრობს “VMAT2” -“ღმერთს გენისა” და ვაქცინის სახელად “FunVax” -ის შესახებ, რომლის მიზანიც ამ გენის განადგურებაა. FunVax იშიფრება, როგორც ფუნდამენტალისტების ვაქცინა (Fundamentalist Vaccine).  ვიდეოზე თარიღად  2005 წლის 13 აპრილია მითითებული. ვიდეო ინტერნეტში 2011 წლიდან ვრცელდება მტკიცებით, თითქოს ის CIA-ში ჩატარებულ პრეზენტაციას ასახავს. თუმცა 2020 წლის მაისიდან სოციალურ ქსელში ამტკიცებენ, რომ ვიდეოში თითქოს ბილ გეიტსი ჩანს, რომელმაც  რელიგიური ადამიანების ვაქცინირების შესახებ პრეზენტაცია CIA-ის წინაშე წარადგინა.

პრეზენტატორად ბილ გეიტსის  დასახელება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც კოვიდ-19-ის ვაქცინებთან დაკავშირებით ის კონსპირაციების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ვიდეოს კარგი ხარისხის ვერსიის ნახვისას, სადაც პრეზენტატორის სახის უკეთ იდენტიფიცირებაა შესძლებელი, აშკარაა, რომ ეს ადმიანი ბილ გეიტსი არ არის. გარდა ამისა, ბილ და მელინდა გეიტსების ფონდმა Reusters-თან დაადასტურა, რომ ვიდეოში ბილ გეიტსი ნამდვილად არ მონაწილეობს.

ვიდეოს 2015 წლიდან დღემდე სხვადასხვა ფაქტ-ჩეკერები ყურადღებით იკვლევენ, მათ შორისაა Snopes, Reuters, Metabunk და ა.შ.

ვიდეო პენტაგონში  2005 წელს რეალურად გაკეთებულ პრეზენტაციას არ ასახავს, ის სავარაუდოდ დაუსრულებელი ფილმის პროექტის ფარგლებში შეიქმნა და მასში მსახიობები მონაწილეობენ.

Snopes-ის თანახმად, ვიდეო ყალბია და სავარაუდოდ დაუსრულებელი ფილმის პროექტის “FunVax”-ის ფარგლებში შეიქმნა.  ის ინეტერნეტში 2011 წლიდან გამოჩნდა და მანამდე არ იძებნება.

Snopes-მა დაადგინა, რომ Kickstarter-ზე  კამპანია, სახელწოდებით “FunVax – ფილმი კონსპირაციის შესახებ”  რაიან ჰარპერმა წამოიწყო, რომლის სახელზეც, ამავდროულად ვებ-გვერდი FunVax.com-ი არის დარეგისტრირებული, სადაც აღნიშნული ვიდეოა ატვირთული. კამპანიისა და ვებ-გვერდის მიზანი ვიდეოს პოპულარობის ხელშეწყობა იყო.

გარდა ამისა, 2011 წლიდან ამ ვიდეოს შექმნისა და წარმომავლობის საკითხების კვლევისას ზოგერთი ტუჩების უცნაურ სინქრონსა ან ხმის ტონზე მიუთითებდა.  ზოგერთი კი გამოთქვამდა ვარაუდს, რომ ვიდეოში მონაწილე ხალხი შესაძლოა, მსახიობები ყოფილიყვნენ.

2005 წლის ვიდეოში ტვინის სკანერის ფოტოები 2010 წლის კვლევიდან არის აღებული და ფოტოშოპშია დამუშავებული.

ვიდეოში 45-ე წამზე ნაჩვენები ადამიანის ტვინის 2 გამოსახულებაა, რომელიც პრეზენტატორის თქმით, 2 სხვადსხვა ადამიანის  “რელიგიურ” და “არალეგიურ” ტვინებს ასახავს. Metabunk-მა აღმოაჩნა, რომ სინამდვილეში, ტვინის ეს  სკანერი 2010 წლის კვლევიდან არის აღებული და მეტამფეტამინზე დამოკიდებულ 43 წლის ქალს ეკუთვნის. ვიდეოში ორიგინალ სკანს ყვითელი და წითელი ფერები აქვს დამატებული. ხოლო პრეზენტატორი ამტკიცებს, თითქოს ისინი რელიგიური და არარელიგიური  ადამიანის ტვინებს შორის განსხვავებას ასახავს.

2
წყარო: Metabunk

აღსანიშნავია, რომ VMAT2, რომელიც ვიდეოში ღმერთის გენად არის მოხსენიებული “ვეზიკულური მონოამინების გადამტანი 2”-ს (Vesicular monoamine transporter 2) ნიშნავს და ცილას წარმოადგენს. მისი საშუალებით ნეიროგადამცემების, როგორიცაა დოპამინი, გადატანა ხდება.  ამ ვიდეოს ინსპირაციის წყარო შესაძლოა იყოს წიგნი: “ღვთის გენი: როგორ არის რწმენა  ჩანერგილი ჩვენს გენებში”. წიგნში საუბარია იმაზე, რომ VMAT2 გენები თავის როლს თამაშობს იმაში, თუ რამდენად არის ადამიანი გახსნილი სულიერი გამოცდილებისადმი.

წყაროს შესახებ:

Lasha Modebadze, სავარაუდოდ yალბი ანგარიშია, რომელიც ფეისბუქ ჯგუფ კორონა მაფიას  და “კორონამაფია და საქართველო როგორც საექსპერიმენტო ქვეყანა”  ერთ-ერთი ადმინისტრატორი იყო. ანგარიში ფეისბუქიდან რამდენჯერმე წაიშალა და თავიდან შეიქმნა. მოდებაძე თავის პროფილსა და მის მიერ შექმნილ ჯგუფებში კორონავირუსისა და ლუგარის ლაბორატორიის შესახებ სხვადასხვა, ძირითადად რუსულენოვან კონსპირაციის თეორიებს და დეზინფორმაციებს აზიარებს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist