რატომ არ არის კორონავირუსი ლაბორატორიაში გამოყვანილი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ასფ
377
VIEWS

13 ივლისს სააგენტო PIA-მ გამოაქვეყნა სტატია სათაურით “ჩინელმა მეცნიერებმა აღიარეს, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა”. სტატიაში აღნიშნულია, რომ უხანის ლაბორატორიაში დასაქმებულმა ჩინელმა მეცნიერებმა ქვეყანა დატოვეს და დასავლეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა დაიწყეს. როგორც PIA წერს, ამის შესახებ დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სტივ ბენონმა The Daily Mirror-თან საუბარში განაცხადა. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ბენონის განცხადებით, ჩინელი მეცნიერები ჯერ მედიაში არ აკეთებენ კომენტარს, თუმცა მათ კორონავირუსის წარმოშობასთან ჩინეთის კომუნისტური პარტიის კავშირების მტკიცებულებები აქვთ.

PIA-ს სტატიის სათაური მანიპულაციურია, რადგან ჩინელ მეცნიერებს საჯაროდ არ განუცხადებიათ, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა და აღნიშნული არც თავად სტივ ბენონს უთქვამს.

Covid-19-ის თითქოს ლაბორატორიული წარმომავლობის შესახებ გადამოწმებულ ინფორმაციას Snopes ავრცელებს.

იმის მიუხედავად, რომ კონსპირაციის თეორიები არ წყვეტს მუსირებას იმის შესახებ, თითქოს კორონავირუსი ლაბორატორიაშია დამზადებული, მეცნიერების დიდი უმრავლესობა, რომლებმაც შეისწავლეს ახალი Covid-19 ვირუსი, თანხმდება, რომ იგი ბუნებრივი გზით წარმოშობილია და ცხოველიდან ადამიანზე გადავიდა, სავარაუდოდ ღამურისგან.

ამის მტკიცების საშუალებას ვირუსის გენეტიკური შემადგენლობა, მისი ევოლუციის ისტორია და, ასევე, ღამურების შესწავლა იძლევა.

ინფექციური დაავადებების დაახლოებით 60% და ახალი, მზარდი ან ხელახლა მზარდი დაავადებების 75% ცხოველისგანაა წარმოშობილი. SARS-CoV-2 უახლესია იმ შვიდ კორონავირუსულ დაავადებებს შორის, რომლებიც ადამიანში აღმოაჩინეს და რომლებიც ცხოველისგან, კონკრეტულად კი ღამურისგან, თაგვისგან ან შინაური ცხოველისგან გავრცელდა. ღამურები იყვნენ ისეთი დაავადებების წყაროები, როგორებიცაა ებოლა, ცოფი, ნიპას და ჰენდრას ვირუსული ინფექციები, მარბურგის დაავადება და A ტიპის გრიპის ვირუსი.

ახალი კორონავირუსის გენეტიკური შემადგენლობა, გენომი, გამოკვლეული და საჯაროდ მრავალჯერ გაზიარებულია მეცნიერების მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თუ ვირუსი გენეტიკურად შედგენილია ლაბორატორიაში, აუცილებლად იქნებოდა გენური მანიპულაციების კვალი გენომში, თუმცა ასეთი კვალი ვერ აღმოაჩინეს. ძნელად სავარაუდოა, რომ რაიმე ტექნიკის მეშვეობით შეექმნათ ვირუსი, რომელიც არ დატოვებდა რამე გენეტიკურ ხელწერას, მაგალითად, სპეციფიკური დეენემის კოდის ნაწილაკებს.

ახალი კორონავირუსის (SARS-CoV-2) ის გენომი ღამურების სხვა კორონავირუსების მსგავსია, ისევე, როგორც პანგოლინების, რომელთა უმრავლესობასაც მსგავსი საერთო გენეტიკური არქიტექტურა აქვთ. განსხვავებები ამ კორონავირუსებს შორის ბუნებრივ ფორმებს წარმოაჩენს, რაც დამახასიათებელია კორონავირუსული ევოლუციისათვის. სწორედ ეს განსაზღვრავს, რომ ახალი Covid-19 წინა ველური კორონავირუსისგან განვითარდა.

მარტივად შესაძლებელია, რომ დავადებულმა ადამიანებმა შემთხვევით გაავრცელეს ვირუსი ქალაქში (ვუჰანში) და შემდგომ “სველ ბაზარში”, რომელშიც ხალხმრავლობისა და სიმჭიდრობის გამო გაიზარდა ვირუსის სწრაფად გავრცელდების შანსები. ეს იმის ალბათობასაც მოიცავს, რომ ერთ-ერთი მეცნიერი, რომელიც ვუჰანის ლაბორატორიაში ღამურის კორონავირუსზე კვლევაში იყო ჩართული, შემთხვევით დაინფიცირდა. ეს კვლავ მიიჩნევა, როგორც ბუნებრივი გზით ინფიცირება და არა ლაბორატორიული გავრცელება.

რა თქვა ინტერვიუში სტივ ბენონმა?

The Daily Mail-თან დონალდ ტრამპის ყოფილი მთავარი სტრატეგის და ულტრანაციონალისტური გამოცემა ბრაიტბარტის ყოფილი ხელმძღვანელის სტივ ბენონის ინტერვიუს შესახებ სტატიაში ნახსენებია, რომ კორონავირუსი ლაბორატორიიდან გაჟონვის შედეგია და ამის შესახებ სპეცსამსახურები გარკვეულ გამოძიებას აწარმოებენ, რის საფუძველზეც გამოქცეული ჩინელი მეცნიერებისგან მოიპოვეს მტკიცებულებები ჩინეთის ხელისუფლების შესაძლო კავშირის შესახებ.

ბენონი ფიქრობს, რომ “რასაც აღმოაჩენენ ამ გამოძიებით იქნება ის, რომ ლაბორატორიაში ატარებდნენ ისეთ ექპერიმენტებს, რომლებისთვისაც სათანადო ავტორიზაცია არ ჰქონდათ ან არ იცნოდნენ რასაც აკეთებდნენ და შემთხვევითი შეცდომის გამო, ან ლაბორატორიის სპეციალისტის მიერ ერთ-ერთმა ვირუსმა გამოაღწია. არც ისე რთულია ამ ვირუსებისთვის გაჟონვა. სწორედ ამიტომ, ასეთი ლაბორატორიები ძალიან საშიშია.”

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ჩინეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist