რატომ სჭირდება რუსეთს ანტი-დასავლური პროპაგანდა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

stryk
901
VIEWS

ამერიკელები ცხოველებს აუპატიურებენ, ევროკავშირი საქართველოს ლტოლვილების მიღებას ავალდებულებს და ევროპა მართლმადედებლურ ქრისტიანობას უპირისპირდება – ყველა ეს ამბავი ყალბია, თუმცა თითოეული მათგანი  მედიასა და სოციალურ მედიაში წარსულში გაშუქდა. ეს კი რუსული პოლიტიკისათვის იდეალურია – ამბობს ბევრი ექპერტი. 

“ყალბი ამბების მთავარი დანიშნულება საგარეო პოლიტიკის შესახებ შეხედულებების ფორმირება და ანტიდასავლური პროპაგანდაა,” – თქვა სოფო გელავამ, ფაქტ-ჩეკერმა მედიის განვითარებიდ ფონდიდან. “უფრო მეტიც, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მედია ორგანიზაცია ავრცელებს დეზინფორმაციას ან ყალბ ამბავს, ამ ნარატივს გავლენა აქვს” – დაამატა სოფო გელავამ.

მაგალითად: ერთ-ერთი ცნობილი დეზინფორმაციის შემთხვევა ამერიკელ ჯიმი ოლსენს ეხება, რომელიც თითქოს ალიგატორმა ახალდაბადებული ალიგატორის გაუპატიურების გამო შეჭამა (იხილეთ ფაქტის გადამოწმება აქ). საინტერესო ფაქტი ამ ყალბი ამბის შესახებ არის ის, რომ ის ახლაც ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე:  worldnewsdailyreport.com 

ნარატივი, რასაც ეს სტატია გვიყვება შემდეგია: დასავლეთში მცხოვრები ადამიანებისათვის ცხოველის გაუპატიურება უცხო არ არის. თუ  იმ ადამიანების რაოდენობას შეხედავთ, ვინც ეს ყალბი ამბავი გააზიარა (დაახლოებისთ 881 000 ), ნახავთ, რამდენად ვირუსულად შეიძლება გავრცელდეს ყალბი ამბავი და სავარაუდოდ, რამდენმა ადამიანმა შეიძლება დაიჯეროს მისი ნამდვილობა.

კონსერვატიული ნარატივი უნდა შენარჩუნდეს

ყალბი ამბების გავრცელებით რელიგიური და კონსერვატიული ნარატივი უნდა შენარჩუნდეს – ამბობს ბევრი ქართველი ფაქტ-ჩეკერი. მაგალითად, LGBTQ+ საკითხებს ბევრი ქართველი კრიტიკულად უყურებს. კონსერვატიული ნარატივის მხარდასაჭერად, 2014 წელს გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს ევროკავშირი საქართველოს გეი ქორწინების ლეგალიზებას აიძულებდა.

ესეც ყალბი ამბავი იყო, რადგან საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცორების ხელშეკრულება გეი ქორწინების საკითხს არ ეხება, მაგრამ საუბრობს უმცირესობების უფლებების დაცვაზე, და ზოგადად, თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე. დისკრიმინაციის ყველა ფორმა, მათ შორის დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე, უნდა იყოს თავიდან არიდებული, მაგრამ გეი ქორწინების ლეგალიზება ნახსენები არსად არის.

ანტი-დასავლური პროპაგანდა რუსული მიზნების მისაღწევად

“უფრო მარტივია დასავლეთის წინააღმდეგ გაშუქება, ვიდრე რუსეთის მხარდასაჭერად, რადგან ქართველების უმრავლესობას რუსეთი არ მოსწონს,” – თქვა მარიამ წიწიკაშვილმა, პროექტების მენეჯერმა და მკვლევარმა საქართველოს რეფორმების ასოციაციიდან (GRASS). ე.წ. სამხერთ ოსეთში და აფხაზეთში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქართველები რუსეთის წინააღმდეგ იმაზე მეტად არიან განწყობილი, ვიდრე მანამდე.

ასე რომ, რუსეთს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ანტი-დასავლური პროპაგანდა სჭირდება – ამბობს პაველ კოშკინი, რუსი უმცროსი მკვლევარი რუსეთის მეცნერებათა აკადემიის აშშ-ს და კანადის შემსწავლელი ინსტიტუტიდან. “რუსეთს სურს შექმნას მტრის ხატი და ოპონენტების დისკრედიტაცია მოახდინოს,” – ამატებს ის.

გეოპოლიტიკის რუსული ხედვა 

უფრო მეტიც, რუსეთს არ სურს, საქართველო არც ევროკავშირის, არც ნატო-ს წევრი გახდეს – ამბობს ბევრი ფაქტ-ჩეკერი. პაველ კოშკინის თქმით, რუსი პოლიტიკოსები, ისევე როგორც ჟურნალისტები, მოსახლეობის მობილიზებას ეროვნული ლიდერის გარშემო ცდილობენ და გეოპოლიტიკის საკუთარ ხედვას ქმნიან.

ევროკავშრიის წინააღმდეგ დეზინფორაციის მაგალითი შემდეგია: ზოგიერთმა მედია გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ევროპულმა პარლამენტმა ვენესუელის დიქტატორს ნიკოლას მადუროს მხარი დაუჭირა, იმის მაგივრად, რომ  ხუან გუაიდოს ვენესუაელის დროებიტ პრეზიდენტად ეღიარებინა (ფაქტ ჩეკინგი იხილეთ აქ) მართალი საპირისპიროა, მაგრამ ყალბი ამბავი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ევროკავშირი დიქტატურას უფრო უჭერს მხარს, ვიდრე დემოკრატიას.

ყალბი ამბების შესახებ ონლაინ და ოფლაინ საუბარი სასარგებლოა

რუსეთს სურს დაგვანახვოს, რომ მისი შემოთავაზებული ცხოვრების წესი და მმართველობა უკეთესია, ვიდრე დასალეთისა და ევროკავშირის – თქვა მარიამ წიწიკაშვილმა. მან დაამატა, რომ მაშინაც კი, როდესაც ხალხს ყალბი ამბების ბოლომდე არ სჯერა, გავრცელებული დეზინფორმაცია და მითები ქართველებს გონებას უბნევს და მათ მეხსიერებაში მაინც რჩება.

ფაქტ-ჩეკერები და ექსპერტები თანხმდებიან, რომ ერთ-ერთი გზა ანტი-დასავლური, უფრო მეტად კი შეფარული პრო-რუსული პროპაგანდის შესაჩერებლად, ყალბი ამბების გადამოწმება და ამ საკითხზე ინტერნეტ სიცვრცეში და მის მიღმა საუბარია.


ფრილანსერი ჟურნალისტი გერმანიიდან,
სპეციალურად “მითების დეტექტორისთვის”

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist