რისთვისაა განკუთვნილი ფიქსატორი დაფა, რომელსაც სავალდებულო ვაქცინაციას მიაწერენ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

439
VIEWS

4 აპრილს ფეისბუქ-პროფილმა ლევან ნავი ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ახალგაზრდა გოგონა ლურჯი ფერის ქსოვილშია გაკოჭილი, ხოლო თავზე მჭიდროდ აქვს შემოხვეული ასეთივე ფერის ქსოვილი. ფოტოზე ინგლისურენოვანი წარწერებია გაკეთებული, მათ შორის წერია: “მზად ხართ სავალდებულო ვაქცინაციისთვის?” შემოხვეული ქსოვილი მხართან ამოჭრილია, რაზეც ისრით მინიშნებულია, რომ ინექციისთვისაა განკუთვნილი. ფოტოზე ასევე წერია, რომ გასაკრავი ქსოვილების ყველა ზომაა ხელმისაწვდომი. ფოტოს თან ახლავს ლევან ნავის კომენტარი: “რისი მკადრებლები არიან, ხომ ვიცით  ესენი”.

ლევან ნავის პოსტი მთლიანობაში ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ფოტოზე ნაჩვენებ გასაკრავ ქსოვილს სავალდებულო ვაქცინაციისთვის გამოიყენებენ, კომენტარების ველშიც ამგვარი აღქმა იკვეთება.

7 აპრილის მდგომარეობით, ლევან ნავის პოსტს 78 გაზიარება აქვს.

;

ლევან ნავის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ერთგვარი ფიქსატორი დაფაა (papoose board) გამოსახული, რომელიც აღგზნებული პაციენტებისთვის მოძრაობის შესაზღუდად და უსაფრთხო იმობილიზაციისთვის იყენებენ. აღნიშნული დაფა რამდენიმე ათეული წელია არსებობს, უმეტესად სამედიცინო და სტომატოლოგიურ კლინიკებში გამოიყენება, შესაბამისად მისი სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირება მანიპულაციაა. ფოტო, რომელზეც ფიქსატორ დაფაზე გოგონა წევს 2016 წელსაა გადაღებული და სტომატოლოგის მიერ დაფის საჩვენებელ გამოყენებას ასახავს, შესაბამისად ვაქცინაციას არც ეს ფოტო უკავშირდება.

იანდექსის ფოტოების საძიებო სისტემის მეშვეობით ირკვევა, რომ ფოტოზე გამოსახული ერთგვარი გასაკრავი ქსოვილი რეალურად ფიქსატორი დაფაა, რომელსაც ბრენდი Olympic Medical-ი აწარმოებს და მას papoose board-ს უწოდებენ. აღნიშნული დაფა აღგზნებული და გაღიზიანებული პაციენტების უსაფრთხო იმობილიზაციისთვის ანუ მოძრაობის შეზღუდვისა და ერთ ადგილზე ფიქსაციისთვის გამოიყენება.

;

დაფების მწარმოებელი ბრენდი Olympic Medical-ია, რომელიც კომპანია Natus-ის (Natus Medical Incorporated) ერთ-ერთი განყოფილებაა. Olympic Medical-ი უკვე 40 წელზე მეტია პროფესიონალურ სამედიცინო აღჭურვილობასა და ინვენტარს ამზადებს, რომელიც შემდეგ მთელი მსოფლიოს საავადმყოფოებსა და კლინიკებს მიეწოდება. ბრენდი აწარმოებს ისეთ ინვენტარს, როგორიცაა სტაბილიზატორი/ფიქსატორი დაფა (papoose boards), ახალშობილთა იმობილიზატორი, პაციენტის პოზიციონერი და ახალშობილთა სასწორები.

კომპანია Natus-ის მიერ დაფის შესახებ მომზადებულ ბროშურაში დაფის თითოეული ნაწილის დანიშნულება ახსნილია. ლევან ნავის მიერ გავრცელებულ ფოტოზე მხართან ამოჭრილი ადგილი ინექციის შეყვანასთანაა დაკავშირებული, ბროშურაში კი აღნიშნულია, რომ დაფის ეს ნაწილი იძლევა საშუალებას, პაციენტმა ხელები გამოყოს ან პირიქით შიგნით დარჩეს.

;

ფიქსატორი დაფა ანუ papoose board მრავალი წელია არსებობს და გამოიყენება, ამას ადასტურებს 1991 წელს ჩატარებულია კვლევა, რომელიც papoose board-ის სტომატოლოგიურ კლინიკებში ბავშვებზე გამოყენების მიმართ დედების დამოკიდებულებას სწავლობდა.

ფოტო, რომელზეც ფიქსატორ დაფაზე გოგონა წევს, ფოტოების საძიებო ინტრუმენტ Tineye-ში ყველაზე ადრე 2016 წელს იძებნება და CBS NEWS-ის სტატიას ახლავს, რომელიც სტომატოლოგების მიერ ბავშვებში ფიქსატორი დაფის (papoose board) გამოყენების ეთიკურ წინააღმდეგობრიობას შეეხება. ფოტოზე ექიმი მარკ ბურჰენი აჩვენებს, თუ როგორ ახდენს ფიქსატორი დაფა პაციენტის იმობილიზაციას. (Ambien)

;

ლევან ნავის მიერ გამოქვეყნებული ფოტოს იდენტური ვიზუალი ამერიკულ და მოლდოვურ ფეისბუქ-გვერდებზე 2020 წლის სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში იძებნება. 2021 წლის 13 მარტს ფოტო ტვიტერზეც გავრცელდა.
;


არქივის ბმული:
ლევან ნავი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist