როგორ ანტიდასავლურ რიტორიკას ვისმენთ საქართველოში?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

CAVER 2
654
VIEWS

ოქტომბერში მედიის განვითარების ფონდის და Deutsche Gesselschaft-ის ორგანიზებით ქართველი ჟურნალისტები გავცვლითი პრგრამით ბერლინში ჩავედით. ერთი კვირის განმავლობაში ვმონაწილეობდით ინტენსიურ სემინარებში, ვისმენდით პრეზენტაციებს და შევხვდით  საქართველოს, ევროკავშირისა და გერმანიის საჯარო სექტორში მომუშავე ოფიციალურ პირებს. მთავარი საკვლევი და განსახილველი თემა დეზინფორმაცია და მასთან გამკლავების გზები იყო. ჩვენი ვიზიტის ფარგლებში ყალბი ამბების გავრცელების შესახებ ინფორმაცია გერმანიის და ევროპის კონტექსტში მივიღეთ.

გერმანიისთვის, მაგალითად, მთავარი პოლიტიკური და სოციალური გამოწვევა უკიდურესად მემარჯვენე საჯარო აქტორების პოპულარობის გაზრდაა. მათი რიტორიკა ძირითადად ტრიალებს ნაციონალისტური დისკურსის, ანტი-მიგრანტული სენტიმენტების გაღვივების ირგვლივ. ფლაგმანი ამ მოძრაობის დღეს უკიდურესად მემარჯვენე პარტიაა სახელად “ალტერნატივა გერმანიისათვის” ან AFD, რომელიც სხვადასხვა მედიუმით აქტიურად ავრცელებს ნაციონალისტურ პროპაგანდას და ამ გზით საზოგადოების მობილიზებას ცდილობს.

კვირის უმეტესი ნაწილი სწორედ ამ და მსგავსი პრობელმების მსჯელობას დავუთმეთ, მაგრამ ერთკვირიანი ცრუ ამბების კამპანიების ყოველმხრივმა გამოკვლევამ ისევ და ისევ დაადასტურა – დეზინფორმაცია რომელიმე ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციის ფენომენი კი არა, გლობალური მოვლენაა. ეს პრობლემა, რომელზეც ყალბ ინფორმაციაზე მომუშავე ექსპერტებთან ვისაუბრეთ, არ შემოისაზღვრება გერმანიით ან ევროკავშირით. ულტრამემარჯვენე დაჯგუფებები საქართველოშიც ნაციონალისტური რიტორიკით, ფაქტების მანიპულირებით თუ ცრუინფორმაციით აღწევენ ფართო საზოგადოებაში. ამ რიტორიკის ლაიტმოტივი  ჩვენი ქვეყნის ევროპასა და ზოგადად, დასავლეთთან შეუთავსებლობაა.

პოპულისტური განცხადებები, ულტრა-კონსერვატიული მოწოდებები და “ქართველობას გვართმევენ” ბოლო წლების განმავლობაში თანდათან უფრო გავრცელდა საქართველოში. ეს ნარატივი ანტი-დასავლური პროპაგანდის ბერკეტი გახდა.  ბოლო წლებში, როცა საქართველოში სოციალური მედიის მომხმარებელთა რიცხვი გაიზარდა, პოპულისტებისა და ნაციონალისტებისთვის უფრო გაადვილდა შეტყობინებების გავრცელება.

როგორ ჟღერს ანტიდასავლური პროპაგანდა ჩვენთან

2014 წლის ივნისში საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, 2016 წელს კი ეს შეთანხმება ძალაში შევიდა, რაც ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.  ამ პროცესს ნაციონალისტური, ანტიდასავლური და ღიად პრორუსული ჯგუფების მხრიდან ნეგატიური კამპანიის გააქტიურება მოჰყვა, რაც პირდაპირ თუ ირიბად კრემლის პროპაგანდის მანქანის მუშაობას მოერგო.

ერთ-ერთი ძალიან თვალსაჩინო და ადრეული  მაგალითია დეზინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ევროკავშირთან ასოცირების  შეთანხმება საქართველოს პარლამენტს ანტიდისკრიმინაციული კანონის საფუძველზე საქართელოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონდებას და ჰომოსექსუალობის ლეგალიზაციას ავალდებულებდა.  ამ კონტექსტში ნაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლები ხშირად ანტიდისკრიმინაციული გაუქმების მოთხოვნით გამოდიან. მაგალითად, ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელი გურამ ფალავანდიშვილი კანონის გაუქმებას ავტომატურად უკავშირებს ერთსქესიანთა ქორწინების გაუქმებას და სხვა სხვა საკითხებს.

“ანტიდისკრიმინაციული კანონი თუ გაუქმდება, თავისთავად გაქრება ერთსქესიანი ქორწინების, ბავშვთა აყვანისა და სხვა თემები, რომლებიც უბრალოდ ამ კანონის შედეგებს წარმოადგენს. ხოლო თუკი აიკრძალება ერთსქესიანი ქორწინება, ეს, თავის მხრივ, არანაირ გავლენას არ მოახდენს ლგბტ-ის ლეგალიზაციასა და გავრცელებაზე, რადგან ბილწ მამათმავლებს აგიტაციის, პროპაგანდის, აღლუმების, სკოლაში მასწავლებლობისა და ჩვენი შვილების გარყვნის უფლებას არა ქორწინების, არამედ ანტიდისკრიმინაციული კანონი ანიჭებს.”

რეალურად, ზემოხსენებული კანონი ერთი სქესის ადამიანთა ქორწინების ლეგიტიმიაციისათვის კი არ შეიქმნა, არამედ ნებისმიერი მიზეზით (მათ შორის რელიგია, რასა, გენდერული იდენტობა) პიროვნების დისკრიმინაციას კრძალავს და არადისკრიმინაციული პოლიტიკის მექანიზმებს უზრუნველყოფს.

ასევე გავრცელებული მითია, რომ ევროკავშირში გაწევრიანებით საქართველო სუვერენტიტს კარგავს და დასავლური აქტორების მარიონეტი ხდება. ან ის, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისფუალი სავაჭრო სივრცე (DCFTA) საქართელოს ეკონომიკას აზარალებს. სინამდვილეში, DCFTA ევროკავშირის დიდ ბაზარს თავისუფლად ხელმისაწვდომს ხდის საქართველოს ექსპორტისთვი

დეზინფორმაციის მასშტაბები

როგორც აღვნიშნე, ნაციონალისტურმა დაჯგუფებებმა სოციალური მედიის მასობრივად გამოყენება 2010-იანი წლებიდან დაიწყეს.

“საზოგადოებაში შესაღწევად ისინი შესანიშნავად იყენებენ სოციალურ მედიას,” ამბობს ფონდი ახალი პასუხისმგებლობის (Stiftung Neue Verantwortung)  ალექსანდრ ზანგერლობი, რომელიც გერმანიაში ციფრულ საჯარო სივრცეში დეზინფორმაციაზე მომუშავე პროექტს ხელმძღვანელობს. მისი ჯგუფის კვლევების შედეგები ცხადყოფს, რომ სოციალური მედია “ალტერნატიულ მედია წყაროდ იქცა პოპულისტებისთვის.”

სოციალური მედიის ანალიტიკოსის, ლუკა ჰამერის თქმით, პოპულისტური დისკურსისთვის “სოციალური მედია საჯარო სივრცედ ჩამოყალიბდა.” ზუსტად ასე იყენებს ლევან ვასაძე ვიდეო მიმართვებს, მსოფლიო საოჯახო კონგრესის ფეისბუქ გვერდზე, სადაც არაერთი მისი ვიდეო მიმართვაა გამოქვეყნებული საკუთარი შეხედულებების გასავრცელებლად.

რატომაა ასეთი ნაცინალისტური რიტორიკა სახიფათო?

ეროვნული და რელიგიური იდენტობით მანიპულირება ერთი შეხედვით ნაციონალისტური დისკურსის ნაწილია; მეორე მხრივ, კი კრემლის ეფექტიანი იარაღია ინფორმაციულ ომში, რადგან “რუსული სამყაროს” კონცეფცია სწორედ საერთო ღირებულებებზე და იდენტობაზე აპელირებას ახდენს.

სულ მარტივად დასანახი მაგალითია, თუნდაც მსოფლიო საოჯახო კონგრესი, ამერიკული ულტრა-კონსერვატორების გამაერთიანებელი ორგანიზაცია, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთთან. რუსეთში ოჯახების მსოფლიო კონგრესის წარმომადგენელი ალექსეი კომოვია, რომელიც რუსი ოლიგარქი კონსტანტინ მალოფეევისგან ფინანსდება. მალოფეევმა ფინანსური მონაწილეობა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაშიც მიიღო. შედეგად ევროკავშირმა და აშშ-მა მას სანქციები დაუწესეს.

კრემლის ოკუპაციას და სამხედრო აგრესიას მისი ამგვარი რბილი ძალა ავსებს, გაჯერებული მოწოდებებით საერთო რელიგიურ ისტორიასა და საერთო ტრადიციებზე.
შარშან არასამთავრობო ანალიტიკურმა ცენტრმა ‘უკრაინულმა პრიზმამ’ პარტნიორებთან ერთად გამოაქვეყნა კვლევა, თუ რამდენად რეზისტენტულია  ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დეზინფორმაციის მიმართ, მათ შორის, საქართველო. შედეგების მიხედვით, საქართველო რუსული პროპაგანდის სერიოზული საფრთხის წინაშეა და ეს გზა რელიგიაზე, ენაზე, ეკონომიკასა და აქ მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებზე გადის.

გარდა სოციალური მედიისა, რუსეთის სახელმწიფო მეინსტრიმული მედია და ტელევიზიაც რეალური სუსტი წერტილია ჩვენთვის რუსეთის რბილ ძალასთან საბრძოლველად. ბერლინში ვიზიტისას არაერთმა ექსპერტმა გვითხრა, რომ გერმანიაში რუსეთის სახელმწიფო მედიას, როგორიცაა RT-ისა და სპუტნიკის ქსელები, სერიოზულად არავინ აღიქვამს, თუმცა უმიცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, სადაც სახელმწიფო ენის ცოდნის პრობლემა არსებობს და ადგილობრივები მეტად არიან დამოკიდებული რუსულენოვან წყაროებზე.

2018 წლის ბოლოს მედიის განვითარების ფონდმა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ჯავახეთსა და ქვემო ქართლში კველვა ჩაატარა. კვლევის მიზანი იყო, შეესწავლა, თუ რამდენადაა მოსახლეობის ეს ნაწილი ინფორმირებული ევროინტეგრაციაზე და  კრემლისტურ დეზინფორმაციას მათზე რა გავლენა აქვს .

Mdf-ი  რუსული ტელეარხების  მიერ გავრცელებულ ანტიდასავლურ ნარატივებსა და დეზინფორმაციას დააკვირდა. რუსული ტელეარხების მთავარი გზავნილები დასავლეთს  ძალადობის, კონფლიქტებისს წახალისებაში, ტრადიციულ იდენტობასთან ბრძოლასა და მიუღებელი ღირებულებებს  დამკვიდრებაში დადანაშაულებას შეეხებოდა. კრემლისტური მედია ცდილობდა შეერთებული შტატები სირიის კონფლიქტში ძალადობის და ტერორიზმის მაპროვოცირებელ ძალად წარმოეჩიანა, ამკვიდრებდა მითს, თითქოს   აშშ გადატრიალებებს ახალისებს, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევა და არასანდო პარტნიორია. ევროკავშირის შესახებ მთავარი გზავნილები “მიგრაციის კრიზისს უკავშირდებოდა, რა დროსაც არა მხოლოდ ევროკავშირის ლიბერალური პოლიტიკის დემონიზება,  არამედ ქსენოფობიური კონტექსტის შექმნა და მიგრანტების კრიმინალებად და ტერორისტებად წარმოჩენა ხდებოდა”.

რუსეთის სახელისუფლებო მედიის საქართველოზე გამიზნული გზავნილები ბიოსაფრთხეებს შეეხებოდა და  საქართველოში მოქმედ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს შეეხებოდა.

ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ჩატარებულ  ფოკუს ჯგუფებში გამოვლინდა კორელაცია რუსული ტელეარხების დეზინფორმაციულ გზავნილებსა და რესპონდენტთა დამოკიდებულებებს შორის.

გარდა ამისა, გამოკითხული სოციალური მედიის მომხმარებელთა უმრავლესობა რუსული სოციალური ქსელის, “ოდნოკლასნიკების,” მომხმარებელია. და მიუხედავად იმისა, რომ “ოდნოკლასნიკებს” არ ენდობიან, მაინც ამ სივრცის ნაწილები არიან.

რა სასურველი შედეგი აქვს ამგვარ პროპაგანდას?

ანტი-დასავლური ნარატივი რეგულარულად ვრცელდება და ებმის კრემლისტურ რიტორიკას, რომ საქართველო ევროპისგან ღირებულებებით ძალიან შორსაა და რომ ევროინტეგრაცია ეკონომიკურად კი არ წაეხმარება, არამედ აზარალებს ქვეყანას. ამ განცხადებების წარმატების შემთხვევაში, მოსახლეობაში გაჩნდება ნიჰილისტური, ინდიფერენტული დამოკიდებულება  ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და ეჭვი, რომ სრულიად უსარგებლოა ჩვენი პროდასავლური კურსი და ამდენ რეფორმას შედეგი სულაც არ მოჰყვება. ამ სურათში ჰორიზონტზე რუსეთი, როგორც ერთადერთი ხსნა და ძლევამოსილი მეზობელი, ჩნდება. რუსეთის, როგორც ალტერნატივის დასახვა რეგიონში მისი გავლენის გაძლიერეას ისახავს მიზნად.


Coda Story-ის  ჟურნალისტი სპეციალურად “მითების დეტექტორისთვის”


სტატია პროექტის #FIGHTFAKE-ის ფარგლებში მომზადდა, რომელსაც MDF-ი მის პარტნიორ ორგანიზაცია Deutsche Gesellschaft e.V.-თან ერთად ახორციელებს

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist