როგორ დაუკავშირეს პირბადეები და 5G ანტენა ერთმანეთს კონსპიროლოგებმა?

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

რგაწე
411
VIEWS

Reuters-ის მასალის მიხედვით

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც მამაკაცი ამტკიცებს, რომ სამედიცინო პირბადეებში არსებული მეტალის მავთული 5G ანტენაა.

ვიდეოში მამაკაცი ამბობს, რომ როდესაც მეტალს ცხვირზე ვიდებთ და ვსუნთქავთ, ამით ჩვენი ტვინი ზიანდება. მისი მტკიცებით, სწორედ ასე ხოცავდნენ ხალხს პირველ და მეორე მსოფლიო ომში – ანტენებით. ბოლოს ის ადამიანებს ურჩევს, რომ პირბადეები თავად გააკეთონ.

Reuters-ის ვერდიქტით აღნიშნული ცნობები ყალბია. რეალურად, მეტალის მავთული, რომელიც პირბადეებშია, გამოიყენება იმისათვის, რომ ცხვირზე კარგად დაფიქსირდეს და შესაბამისად ადამიანს სათანადოდ მოერგოს. ვიდეოში, თუ როგორ ვატაროთ პირბადე სწორად, ექიმი აპრილ ბელერი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან აცხადებს, რომ, პირველ რიგში, უნდა შევამოწმოთ, რომელია ზედა მხარე, ეს არის მხარე, რომელსაც მეტალის მავთული აქვს. მისი ინსტრუქციების მიხედვით, სწორედ ეს მეტალი უნდა მოვარგოთ საკუთარი ცხვირის ფორმას.

რაც შეეხება 5G ანტენებს, ის სხვადასხვა ფორმის და ზომის შეიძლება იყოს, Rueters-ის მაგალითები იხილეთ ქვემოთ:

""

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist