როგორ დავკეცოთ $ – კონსპირაციები ენდრიუ ჯექსონის, პირბადეების და ცათამბჯენების შესახებ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

8.7k
VIEWS

3 მარტს ონლაინ გამოცემა “თვალსაზრისმა” გამოაქვეყნა მასალა, სათაურით “ყურადღება! კორონაპანდემია დოლარის კუპიურებზეა ნაწინასწარმეტყველევი!”. სტატიას თან ერთვის რუსულად გახმოვანებული ვიდეო, რომელშიც ავტორი დოლარის სხვადასხვა კუპიურას სპეციფიკურად კეცავს და აცხადებს, რომ მათზე 11 სექტემბრის ტრაგედიაა ნაჩვენები, მოგვიანეთ კი 20$-ის კუპიურას სხვა ფორმით კეცავს, იღებს მასზე გამოსახული ენდრიუ ჯექსონის შუბლისა და თვალების ნაწილს და ამბობს, რომ ამ მონაკვეთით პანდემიის დროს ადამიანების მიერ პირბადის მასობრივი ტარება წინასწარ განსაზღვრეს.

;

დოლარის კუპიურების გადაკეცვის შედეგად მიღებული გამოსახულებებისთვის წინასწარმეტყველური თვისებების მიწერა და სხვადასხვა მოვლენის დაკავშირება კონსპირაციის თეორიაა და მრავალი წელია ინტერნეტში განსხვავებული სახით ვრცელდება. 

  • “თვალსაზრისის” ვიდეოს წარმომავლობა და შინაარსი

“თვალსაზრისის” მიერ გავრცელებული რუსულად გახმოვანებული ვიდეო თავდაპირველად ავტორმა, ქრისტიანმა მისიონერმა, მომღერალმა და კონგრეგაციის ლიდერმა როი ფილდსმა ინგლისურად ჩაწერა და თავის “იუთუბ” არხზე 2020 წლის 13 სექტემბერს გამოაქვეყნა.

;

ვიდეოს ძირითადი ნაწილი 11 სექტემბერს ნიუ-იორკში ტყუპი ცათამჯენების აფეთქების წინასწარ დაგეგმვას და თითოეული ეტაპის დოლარის კუპიურებზე გამოსახვას ეძღვნება. როი ფილდსის მიხედვით, თუ 5, 10, 20, 50 და 100 დოლარიან კუპიურებს თვითმფრინავის ფორმაზე გადავკეცავთ და უკანა მხრიდან შევხედავთ, თავდაპირველად ჩვეულებრივ ცათამჯენებს,  შემდეგ კი მათ ეტაპობრივ განადგურებას დავინახავთ.

;

თუ როი ფილდსს დავუჯერებთ და ჩავთვლით, რომ 5$-ის კუპიურის გადაკეცვით ტყუპი ცათამჯენების გამოსახულებას ვიღებთ, და სხვა კუპიურებს ამ რწმენით დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ შენობის გამოსახულება სულაც არ ჰგავს ტყუპ ცათამჯენებს და მეტიც, ყოველ მომდევნო შემთხვევაში, ის უბრალოდ იცვლება და გადაკეცვის შედეგად სრულიად განსხვავებულ შენობებს ვხედავთ.

;

თუმცა ვიდეოს ავტორი მხოლოდ ერთ კონსპირაციის თეორიას არ დასჯერდა. ფილდსის და შემდეგ “თვალსაზრისის” მიხედვით, თუ 20$-იან კუპიურაზე ენდრიუ ჯექსონის გამოსხულებას ჯერ ამოატრიალებთ, შემდეგ კი ჰორიზონტალურად გადაკეცავთ, დაინახავთ არა აშშ-ის მეშვიდე პრეზიდენტის ამოტრიალებულ შუბლსა და თვალებს, არამედ პირბადის მატარებელ ადამიანს და არც 2020 წლის ყოველდღიურობასთან გავლებული პარალელიც არ  დააყოვნებს.

;

ენდრიუ ჯენქსონის შუბლსა და პირბადეს შორის პარალელის გავლება მხოლოდ როი ფილდსის მიგნება არ არის და ინტერნეტში 2020 წლის 15 ივლისს გამოჩნდა. მისი ავტორი უცნობია, თუმცა Yahoo-ს გასართობ სექციაში განთავებული ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ, რომ ადამიანები ფულით სასაცილო რაღაცებს აკეთებენ და 20$-იანის სპეციფიკურად დაკეცვა ერთ-ერთი მათგანია, მსგავსი მოქმედების გაკეთება ყველას შეუძლია, მნიშვნელოვანი მხოლოდ ისაა, რა ფორმით დავკეცავთ კუპიურას.

;

დოლარის კუპიურებთან დაკავშირებით კონსპირაციის თეორიები მრავალი წელია ვრცელდება. კონკრეტული კუპიურების სპეციფიკურად დაკეცვით 11 სექტემბრის ტრაგედიის სიუჟეტის აღდეგენის შესაძლებლობის შესახებ ჯერ კიდევ 2012 წელს რუსულენოვან ვებსაიტ monk.com.ua-ზე დაწერილი სტატია გვაუწყებს.

;

ფაქტების გადამოწმების ამერიკულ პლატფორმა Snopes-მა კონკრეტულად 20$-იან კუპიურასთან დაკავშირებული სხვადასხვა კონსპირაცია შეაგროვა,  მათ შორის ცათამჯენებსა და პენტაგონზე თავდასხმები და მათი ორგანიზატორის სახელი და ისინი ლეგენდის კატეგორიაში გააერთიანა.

;
ფოტო: Snopes

დოლარის კუპიურებთან დაკავშირებული კონსპირაციებიდან ყველაზე გამორჩეული და ცნობილი 1$-იან კუპიურაზე “ყოვლისმომცველი თვალის” გამოსახულებაა. კონსპიროლოგთა მიხედვით, ეს ნიშანი მასონებს ეკუთვნით და კუპიურაზე მისი გამოსახვა ელიტების მმართველობაზე მიანიშნებს. თუმცა რეალურად ყოვლისმომცველი თვალი უძველესი ქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც კონსპირაციების თეორეტიკოსების ხელში ჩავარდნამდე კაცობრიობაზე მოპყრობილ ღმერთის თვალს განასახიერებდა.

;


არქივი – https://archive.is/Lm5Ex


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist