როგორ ებრძვის Facebook კორონავირუსზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებას

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

mariami
136
VIEWS

Facebook-ი მომხმარებლებს პლატფორმაზე კორონავირუსის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისგან თავდასაცავად რეკომენდაციებს აძლევს. მას შემდეგ, რაც 2020 წლის იანვარში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი საზოგადოებრივი ჯანდაცვის გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა, Facebook-მა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგა:

  • ის ზღუდავს კორონავირუსზე ყალბი და საზიანო ინფორმაციის შემცველ მასალებს;
  • მომხმარებელს უზიარებს ისეთ საჭირო რესურსებს, როგორებიცაა  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და ჯანდაცვის ადგილობრივი სამინისტროები.
  • WHO-ს უფასო სარეკლამო სივრცეს სთავაზობს კორონავირუსთან დაკავშირებით აუცილებელი ინფორმაციის საზოგადოებამდე მარტივად მისატანად.
  • ზღუდავს ისეთი ტიპის რეკლამას, რომელიც საზოგადოებაში პანიკის დათესვას ისახავს მიზნად ან მომხმარებელი შეჰყავს შეცდომაში და კორონავირუსისგან განკურნებას ჰპირდება;

Facebook-ის კონკრეტული რჩევები ჯგუფებისა და გვერდების ადმინისტრატორებს დეზინფორმაციის ამოცნობასა და მისი გამავრცელებელი წყაროების დაბლოკვაში დაეხმარებათ.

  • Facebook ჯგუფებსა და გვერდებზე გამოქვეყნებული პოსტების მართვა 

Facebook-ი ჯგუფებისა და გვერდების ადმინისტრატორებს  ურჩევს, ჩართონ აუდიტორიის პოსტების გაკონტროლების ფუნქცია სრულად, ან ჯგუფის ინდივიდუალურ წევრებზე, რომლებიც შემჩნეულები არიან ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში.

  • ჯგუფებში შეტყობინების ჩართვა საკვანძო სიტყვებზე

Facebook ჯგუფში კორონავირუსზე გავრცელებული ინფორმაციის სწრაფად გადასამოწმებლად, პლატფორმა მომხმარებელს საშუალებას აძლევს საკვანძო სიტყვებისა თუ ფრაზების პირადი ჩამონათვალი გააკეთოს და მიიღოს შეტყობნება, როგორც კი ისინი ნახსენები იქნება ჯგუფში.

  • გვერდებზე კონკრეტული სიტყვების, კომენტარებისა და გამომწერების დაბლოკვა – გაფილტვრა  

Facebook გვერდებს აქვთ რამდენიმე ფუნქცია გამომწერთა და მათი პოსტების მოდერაციის პროცესის გასამარტივებლად. ადმინისტრატორს შეუძლია დაბლოკოს კონკრეტული სიტყვები, დააყენოს ფილტრი, ან შეზღუდოს პოსტზე კომენტარის დატოვების ფუნქცია, რაც გაართულებს კორონავირუსთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციის გავრცელებას.

  • ჯგუფის განცხადებების ფუნქციის გამოყენებით სანდო, გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელება 

კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის თავმოყრა ერთ პოსტში და მისი “ჯგუფის განცხადებად” ქცევა, Facebook ჯგუფის ადმინისტრატორს საშუალებას მისცემს ყველა კითხვას სწრაფად უპასუხოს, ჯგუფის წევრებს კი ინფორმაციის მოძიებას გაუმარტივებს.

  • ჯგუფში საგანმანათლებლო ხასიათის “თემებისა” და “სექციების” შექმნა 

კორონავირუსთან დაკავშირებით, რჩევებისა და საგანმანათლებლო ხასიათის რესურსების მარტივად გასაზიარებლად, მაგ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების, Facebook ჯგუფის ადმინისტრატორს სთავაზობს ე.წ. “სექციების” და “თემების” შექმნას და მათ აქტიურად გამოყენებას. ეს ფუნქციები ჯგუფის წევრებს კონკრეტულ თემაზე ჯგუფში ინფორმაციას მოძიებაში დაეხმარებათ, საშუალებას მისცემთ თავადაც შეიტანონ წვლილი საჭირო ინფორმაციის გავრცელებაში და არსებულ შეკითხვებზე პასუხის გაცემასაც გაამარტივებს.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist