როგორ გააწითლა საბჭოთა კავშირმა ბელორუსის სახალხო რესპუბლიკის დროშა?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

270
VIEWS

2020 წლის 27 აგვისტოს Sputnik Abkhazia-მ გამოაქვეყნა პოლიტიკის მიმომხილველის და სპუტნიკის ავტორის, არმენ გასპარიანის ინტერვიუ, რომელშიც ის თეთრ-წითელ დროშას, რომელსაც ბელარუსის ოპოზიცია და დემონსტრანტები იყენებენ, ნაცისტებთან კოლაბორაციონისტების დროშას უწოდებს.

არმენ გასპარიანი:  “ეს დროშა გახდა სიმბოლო ბელარუსი კოლაბორაციონისტების. იმ დროსაც კი მათ გააჩნდათ სიამაყის განსხვავებული გრძნობა, როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ფერები ემთხვევა ჰიტლერიუგენდის დროშის ფერებს. ისინი ამ ფაქტის შესახებ ბერლინს წერდნენ: შეხედეთ, როგორი მემკვიდრეობა გვაქვს. Რა საკვირველია, ამ დროშის უკან მრავალი ცუდი ფაქტი მოხდა დიდი სამამულო ომის პერიოდში.

სპუტნიკის ავტორის განცხადება დეზინფორმაციაა, რადგან ბელორუსის დროშა 1848 წელს შეიქმნა და  მისი “გაწითლება” მხოლოდ ბელურისის გასაბჭოების შედეგად მოხდა.  

უკრაინელი ისტორიკოსის, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის წევრის, ვიტალი სკალსკის თქმით, ბელორუსული დროშა, ისევე როგორც უკრაინული დროშა, 1848 წლის რევოლუციების  დროსაა შექმნილი.

სკალსკი, ისტორიკოსი: “1917 წელს რუსეთის იმპერიის დაშლის  შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნის ეროვნულ  მოძრაობას საკუთარი სტანდარტების ქონის, კონკრეტულად კი დროშების ან მინიმუმ ნაციონალური ფერების სურვილი გაუჩნდათ. ახალი საბჭოთა მთავრობა ბელარუსის დროშას მტრულად აღიქვამდა.  მაგრამ ბელარუსიის ეროვნულმა მოძრაობამ ამ დროშის აქტიური გამოყენება დაიწყო იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ბოლშევიკები ვერ/არ აკონტროლებდნენ.”

უკრაინელი ისტორიკოსი, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ვიტალი სკალსკის თქმით, ბელორუსული დროშა, ისევე როგორც უკრაინული დროშა, 1848 წლის რევოლუციების  დროსაა შექმნილი.

ბელარუსის სახალხო რესპუბლიკის დროშა მთავრობის შენობაზე, 1918. წყარო: StopFake.

საბჭოთა ოკუპაციის პირობებში ბელარუსის სახალხო რესპუბლიკის დროშა ანტიკომუნისტურად გამოცხადდა და ქვეყნის ოფიციალური დროშა, იძულებით გასაბჭოებული სხვა ქვეყნების მსგავსად, წითელი კომუნისტური დროშა იყო. 1951 წლიდან კი წითელი და მწვანე ფერებით ჩანაცვლდა, რომელსაც მარცხენა მხარეს ნაქარგი ელემენტები აქვს.


ბელარუსის სახალხო რესპუბლიკის დროშა, რომელიც საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ანტიკომუნისტურად გამოცხადდა.


ბელარუსის თანამედროვე დროშა, რომელმაც 1951 წელს წითელი კომუნისტური დროშა ჩაანაცვლა.

Ნაცისტური ოკუპაციის პერიოდში (1941-1945) თეთრ-წითელი დროშა გერმანულ სიმბოლოებთან და დროშებთან ერთად ჩნდებოდა. ნაცისტები ასეთ გადაწყვეტილებებს იღებდნენ იმისათვის, რომ ბელარუსული ნაციონალური მოძრაობის გული მოეგოთ, ვინაიდან ისინი კომუნისტური რეჟიმის ოპონენტები იყვნენ.  ამასთან  StopFake-ის ცნობით, ბელარუსული ნაციონალური პარტიზანული მოძრაობა, რომელიც ერთი მხრივ ანტი-ნაცისტური ხოლო მეორე მხრივ ანტი-კომუნისტური იყო, ასევე აღიარებდა ამ დროშის ლეგიტიმურობას და მას, როგორც ეროვნულ სიმბოლოდ აღიქვამდა.

კრემლის მხრიდან დროშებით მანიპულირება მიზნად ისახავს წარმოაჩინოს, რომ დაპირისპირება მიმდინარეობს არა მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ხელისუფლებას, არამედ ლეგიტიმურ მთავრობასა და რადიკალ-ექსტრემისტულ ჯგუფებს შორის.

ბელარუსის ოპოზიციისა და დემონსტრანტების დროშის შესახებ დეზინფორმაცია კრემლთან დაკავშირებულმა სხვა მედიებმაც გაავრცელეს, მათ შროსი RT-მ, ასევე იდენტური მასალა სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა. ეს დეზინფორმაციული გზავნილი ევროკავშირის EUvsDisinfo-ს დეზინფორმაციული მაგალითების ბაზაში ბოლო ორი კვირის მანძილზე ორჯერ მოხვდა. დროშის შესახებ ინფორმაცია გადაამოწმა ცნობილმა უკრაინულმა ფაქტჩეკ ორგანიზაცია Stop Fake-მაც.

ამ მეთოდით კრემლის მიერ დაფინანსებული გამოცემის მიმომხილველი ცდილობს ბელარუსში დემონსტრანტების დისკრედიტაცია მოახდინოს და როგორც საშინაო, ისე საგარეო არენაზე ლუკაშენკოს მოწინააღმდეგეები რადიკალებად, ნაცისტებად და ექსტრემისტებად წარმოაჩინოს.


ფოტოების წყარო StopFake.org

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ბელორუსი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist