ევროინტეგრაცია

როგორ ითვლის “სტალინი” სტატისტიკას და რას გვეუბნება Statista ლატვიის ეკონომიკაზე?

28 იანვარი, 2020

25 იანვარს ფეისბუქ გვერდმა “სტალინი” გამოაქვეყნა სტატუსი, რომელიც ამტკიცებს, რომ ევროკავშირში ლატვიის გაწევრიანების შედეგად ქვეყანა ყოველმა მე-5 ლატვიელმა დატოვა, ხოლო ყოველი მე-3 ლატვიელი კი - უმუშევარია. "სტალინის" პოსტს თან ერთვის 2009-2014 წლებში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კეტრინ ეშტონის მანიპულაციური ფოტო.

"

“სტალინის” გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ლატვიაში ყოველი მე-3 ადამიანი უმუშევარია, ტყუილია. ლატვიაში უმუშევრობის ინდექსი მხოლოდ 7.8%-ია. 

  • ლატვიაში უმუშევრობა 7.8%-ია

პრორუსული ფეისბუქ გვერდი “სტალინი” ლატვიის უმუშევრობასთან დაკავშირებით მცდარ ინფორმაციას ავრცელებს. რეალურად ლატვიაში უმუშევრობის ინდექსი არა ყოველი მესამე (30%), არამედ Statista-ს ბოლო, 2018 წლის მონაცემებით 7.86 %-ია და 2010 წლის შემდეგ ყოველწლიურად მცირდება. 

"

2004 წელს ევროკავშირში გაწევრიანებამ ლატვიის ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაზარდა. ევროსტატის მიხედვით, ევროკავშირში შესვლიდან მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაწყებამდე (2004-2008) ლატვიის ეკონომიკა წელიწადში საშუალოდ 10%-ით იზრდებოდა. ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ გაიზარდა ლატვიის საშუალო ხელფასიც: 2013 წელს გაორმაგდა და 546 ევრო შეადგინა თვეში, ხოლო 2019 წლის მარტის მონაცემებით საშუალო ხელფასი 791 ევროა.

ლატვიის ეკონომიკური კოლაფსისა და მოსახლეობის შემცირების შესახებ გზავნილები კრემლის განმეორებადი ნარატივია. მსგავსი ნარატივები მოიძებნება როგორც EUvsDisinfo-ს ბაზაში, ასევე “მითების დეტექტორის” პლატფორმაზე. კრემლი გამუდმებით იმეორებს, რომ ბალტიის სახელმწიფოები საბჭოთა კავშირში უკეთ ცხოვრობდნენ, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანებამ ლატვიას, ესტონეთსა და ლიეტუვას სოციო-ეკონომიკური კრიზისი მოუტანა.

პროფილები: