ჯანდაცვა/ბიოუსაფრთხოება

რუსმა მეცნიერებმა კორონავირუსის ფოტოები მიითვისეს

30 მარტი, 2020

polygraph.info-ს მასალის მიხედვით

19 მარტს კრემლის ტელეკომპანია პირველი არხის (Первый Канал) საინფორმაციო სეგმენტში გამოცხდდა, რომ რუსმა მეცნიერებმა კორონავირუსის პირველი მაღალი ხარისხის ფოტოები მოიპოვეს და სრულად გაშიფრეს დაავადების გენომი, რაც მეცნიერებს ვაქცინის შექმნაში დაეხმარებათ.  

"

როგორც ირკვევა, განცხადება კოორნავირუსის ფოტოგამოსახულების შესახებ სიცრუეა, რადგან კოორნავირუსის პირველი მაღალი ხარისხის ფოტოები 11 თებერვალს, აშშ-ში მონტანას შტატში მდებარე ლაბორატორიამ ელექტრონული მიკროსკოპის მეშვეობით გადაიღო და Flickr-ზე გამოაქვეყნა

"
ფოტო: Flickr

განცხადების მეორე ნაწილი, რომელიც დაავადების გენომის გაშიფრვას შეეხება, კიდევ უფრო ბუნდოვანია,  რადგან რუსეთის პირველ არხზე გასულ სიუჟეტამდე ორი დღით ადრე სანდიეგოს კვლევითმა ინსტიტუტმა განაცხადა, რომ ავსტრალიელი და ბრიტანელი მეცნიერების დახმარებით  ვირუსის ნამდვილი გენეტიკური წარმომავლობა დაადგინა.