“საინფორმაციო  ბლოგი” ლექსო ლაშქარავას ფოტოზე ყალბ ინფორმაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

43
VIEWS

განახლება: ყალბი ინფორმაცია თავდაპირველად სახელისუფლებო მედია “მარშალპრესმა” გამოაქვეყნა, შემდგომ კი ფეისბუქზე კოორდინირებულად გავრცელდა. “მითების დეტექტორმა” მათი გავრცელების სქემა შეისწავლა. ვრცლად იხილეთ: “გარდაცვლილი ოპერატორის შესახებ ყალბი ინფორმაცია ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა აქტორებმა კოორდინირებულად გაავრცელეს

21 ივლისს ფეისბუქ გვერდმა “საინფორმაციო ბლოგი” გამოაქვეყნა პოსტი, რომელსაც თან ერთვის ტვ პირველის გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ორი ფოტო. პოსტში აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია ფორმულამ ლაშქარავას სახეზე დაზიანებები ფოტოშოპით დაამატა. გამოქვეყნებული ფოტოებიდან ერთ-ერთში, ლაშქარავას სახეზე სისხლის კვალია, ხოლო მეორე ფოტოზე სისხლი აღარ ჩანს. “საინფორმაციო ბლოგი” წერს, რომ პირველი ფოტო პროგრამულად დამუშავებული, ხოლო მეორე – დაუმონტაჟებელია.

 

აღნიშნული პოსტი “საინფორმაციო ბლოგმა” ორჯერ დაარეკლამა.;
21 ივლისს POSTV-ს გადაცემის “სამნი&Co” წამყვანმა შალვა რამიშვილმა “ფორმულას” მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე აღნიშნა, რომ ის “დიდი ალბათობით” პროგრამულადაა დამუშავებული. ლაშქარავას ორი სხვადასხვა ფოტო, რომელიც “საინფორმაციო ბლოგმა” გაავრცელა, პირდაპირ ეთერში აჩვენა “ალტ ინფომაც”, სადაც ზურა მახარაძემ განაცხადა, რომ “ფორმულამ” ფოტო გააყალბა.

იმავე შინაარსის ინფორმაცია ფოტოებთან ერთად ასევე გაავრცელეს “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტმა გიორგი გიგაურმა და ფეისბუქ მომხმარებელმა ცოტნე ანდრონიკაშვილმა ფეისბუქ ჯგუფში “ანტილიბერალები”.

;
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ტვ “ფორმულამ” ლექსო ლაშქარავას ფოტო დააფოტოშოპა, მცდარია. ფოტო ავთენტურია და ის 5 ივლისს რამდენიმე მედიამ გამოიყენა. ფოტოს ავტორი ტვ პირველის ჟურნალისტი გუგა მაისურაძეა, რომელმაც ფოტო 1:10 საათზე გამოაქვეყნა. რაც შეეხება მეორე ფოტოს, რომელსაც “საინფორმაციო ბლოგი” ავრცელებს, ასევე რეალურია, კადრი ვიდეოდან არის აღებული, რომელიც “ფორმულამ” და ვიდეოს ავტორმა ნონა მამულაშვილმა 11 ივლისს გამოაქვეყნეს. 

5 ივლისს ტვ პირველის ოპერატორს ლექსო ლაშქარავას ძალადობრივმა ჯგუფებმა ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. მისი ფოტო იმავე დღეს რამდენიმე მედიამ, მათ შორის “ფორმულამ” გაავრცელა. ყველა მედიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდს იდენტური ფოტო აქვს გამოყენებული, რომელზეც ლექსო ლაშქარავას სახეზე სისხლის კვალია.

ფოტო სოციალურ ქსელში პირველად ტვ პირველის ჟურნალისტმა გუგა მაისურაძემ 5 ივლისს 1:10 საათზე გამოაქვეყნა.

;
აღნიშნული ფოტო “ფორმულამ” 5 ივლისს 7:30 საათზე სხვა ჟურნალისტების ფოტოკოლაჟთან ერთად გაავრცელა

;
11 ივლისს “ფორმულას” ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ლექსო ლაშქარავას ვიდეო. ვიდეოს კადრებში ლაშქარავას სახეზე სისხლის კვალი აღარ ჩანს. ვიდეოს ავტორი ნონა მამულაშვილი, რომელმაც ვიდეო საკუთარ ფეისბუქ ანგარიშზე 11 ივლისს გამოაქვეყნა.

ფოტოს ავტორმა გუგა მაისურაძემ, რომელმაც ლექსო ლაშქარავას ფოტო პირველად გაავრცელა სოციალურ ქსელში, “მითების დეტექტორთან” კომენტარში აღნიშნა, რომ ლაშქარავას ბენდენა და ნაჭერი ჰქონდა და სახეზე მას ცივ ბოთლთან ერთად იდებდა, შესაბამისად ვიდეოში ტვ პირველის ოპერატორს სისხლი სახიდან მოიწმენდილი აქვს.

გუგა მაისურაძემ თავისი გადაღებული კიდევ ერთი ფოტო გამოგვიგზავნა, სადაც ლაშქარავას სახეზე სისხლის კვალი აღინიშნება.

;

“საინფორმაციო ბლოგის” შესახებ

განახლება: “საინფორმაციო ბლოგი” 2020 წლის 21 ივნისს შეიქმნა, რომელიც საინფორმაციო პლატფორმად პოზიციონირებს. გვერდი ხელისუფლების მხარდამჭერ მასალებს აქვეყნებს. (harrisburgarts.com) 11 ივლისს “საინფორმაციო ბლოგს” ლექსო ლაშქარავას შესახებ 5 პოსტი ჰქონდა დარეკლამებული. გვერდი აქვეყნებდა პოსტს, სადაც ლაშქარავას “დანაშაულებები” იყო ჩამოთვლილი და ასევე ლაშქარავას გადაადგილების ვიდეოკადრებს, რომელიც შსს-მა გაასაჯაროვა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: მედია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist