საკონცენტრაციო ბანაკები თუ საკარანტინე სივრცეები – სად გადაჰყავთ ბავშვები ანტივაქსერების მიერ გავრცელებულ ვიდეოში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

44
VIEWS

11 ნოემბერს ფეისბუკ ანგარიშმა “სულიერი სამყარო” გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც, პეკინში სკოლის მოსწავლეებს COVID-ის საკონცენტრაციო ბანაკებში გზავნიან. პოსტს თან ახლავს ვიდეო, რომელშიც თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი ბავშვები, თანმხლებ პირებთან ერთად, რომლებიც ასევე ეკიპირებულები არიან, ავტობუსებში ადიან.
"
ვიდეო არა ბავშვების საკონცენტრაციო ბანაკებში, არამედ მათ საკარანტინო სივრცეებში გადაყვანას ასახავს. დაწყებითი სკოლის მოსწავლეები იზოლაციაში ერთ-ერთ მშობელთან ერთად ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გადადიან.

რა ზომები ტარდება ჩინეთში კორონავირუსის პრევენციის მიზნით და რას ასახავს სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო?

ბოლო პერიოდში ჩი­ნე­თი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის კუ­თხით ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ ქვეყ­ნად მი­იჩ­ნე­ოდა.  ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ყო­ველ­დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მცი­რეა. გარდა იმისა, რომ ჩი­ნეთ­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს და ამ დრო­ის­თვის მოსახლეობის 75.96% უკვე აცრილია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კო­რონავირუსის შემ­თხვე­ვე­ბის გავ­რცე­ლე­ბის მი­მართ ნუ­ლო­ვა­ნი ტო­ლე­რან­ტო­ბის პო­ლი­ტი­კას ახორ­ცი­ე­ლებს და შეზღუდვები ამ დრომდე არ შემსუბუქებულა. ბოლო დროს ჩინეთის ზოგიერთ რაიონში, „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების გამო, შეზღუდვები უფრო მეტად გამკაცრდა. გამკაცრებული ღონისძიებები მოიცავს უბნების სრულად ჩაკეტვას, დღეში მილიონობით მაცხოვრებლის ტესტირებას და ინფიცირებული ადამიანებისა და მათი ახლო კონტაქტების სწრაფ იზოლირებას სპეციალურ სივრცეებში. მკაცრი ზომები ვრცელდება სკოლის მოსაწავლეებზეც, იმ შემთხვევაში, თუ სასწავლო დაწესებულებაში კორონავირუსი ვინმეს დაუდასტურდება, იწყება მასობრივი ტესტირება და ინფიცირებულთა იზოლირება.

2 ნოემბერს, მას შემდეგ რაც პეკინის ერთ-ერთ დაწყებითი სკოლის თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა, ათობით მოსწავლე სკოლაში დატოვეს, სადაც მათ გვიანობამდე ტესტირება უტარდებოდათ. ბავშვებს მშობლები სკოლის გარეთ ელოდებოდნენ.

BBC-ის ინფორმაციით, სკოლის დირექტორი დაახლოებით 23:30 საათზე გამოვიდა და მომლოდინე მშობლებს განუცხადა, რომ ზოგიერთ ბავშვს იზოლაციაში გადასვლა ორი კვირით მოუწევდა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მშობელს შესაძლებლობა ჰქონდა იზოლაციაში ბავშვებთან ერთად გადასულიყო. იზოლაციაში გადასვლა  საშუალო სკოლის მოსწავლეებსაც მოუწიათ. პეკინის ჩაოიანგის რაიონში კიდევ 16 სკოლა დაიხურა.

შეზღუდვები ჩინეთში სხვა სფეროებსაც ეხება. მაგალითად, შანხაის Disneyland-ში დაახლოებით 34 ათასი ვიზიტორი რამდენიმე საათით პარკის ტერიტორიაზე დატოვეს მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი დაუდგინდა. ჯანდაცვის წარმომადგენლებმა ვიზიტორების ტესტირება დაიწყეს, რომლებიც შემდეგ სახლებში სპეციალური ავტობუსებით დააბრუნეს.

ვირუსი ყველაზე დიდ გამოწვევად ზამთრის ოლიმპიადისთვის რჩება, რომელიც მომავალი წლის თებერვალში უნდა ჩატარდეს.

 “დელ­ტა” შტა­მის გავ­რცე­ლე­ბის თავის არიდების მიზნით, პე­კი­ნის ზამ­თრის ოლიმ­პი­ა­დაზე ჩინეთმა უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბის დას­წრე­ბა აკ­რძა­ლა, ოლიმ­პი­ა­დის მო­ნა­წი­ლე­ეები კი მა­ყუ­რებ­ლე­ბის­გან მო­შო­რე­ბულ სივრცეში იასპარეზებენ.

Worldometers-ის მონაცემებით, ამ დროისთვის  ჩი­ნეთ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის 98,403 შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი. მათ შო­რის 4 636 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა. ამა­ვე ვებგ­ვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ამ დრო­ის­თვის ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 1,233 აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვა ფიქსირდება.

წყაროს შესახებ
ფეისბუკ ანგარიშს “სულიერი სამყარო”, რომელსაც URL მისამართში gocha.gocha.39 უწერია, კორონავირუსის ვაქცინებთან და პანდემიასთან დაკავშირებით დეზინფორმაციული და მანიპულაციური მტკიცება არაერთხელ გაუვრცელებია.
ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
უარყო თუ არა პილოტმა პანდემია და ბაიდენი ჩინეთის მარიონეტ კომუნისტად გამოაცხადა?
რა მოხდა რუმინეთის საავადმყოფოში?
კორონავირუსის ტესტების ჩხირებზე არა “მორგელონის ჭიები” არამედ ქსოვილის ბოჭკოებია
ვაქცინაცია თუ რეგულაციები – რას ეხებოდა ბერლინში გამართული დემონსტრაცია?
ცნობა, თითქოს ვენაში 10 ბავშვს პირბადის ტარებით სოკოვანი ინფექცია განუვითარდა, მცდარია
დააკავეს თუ არა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ხელმძღვანელი შვეიცარიაში?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ჩინეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist