საქსტატის მონაცემები გარდაცვალების შესახებ მანიპულაციურად ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

64
VIEWS

31 მარტს ლალი მოროშკინამ ფეისბუკის პირად ანგარიშზე გამოაქვეყნა სქრინი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდიდან, რომელიც საქართველოში 2012-2020 წლებში გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობას ასახავს. ფოტოს თან ერთვის წარწერა, რომელშიც პოსტის ავტორი ამტკიცებს, რომ პანდემია არ არსებობს, ხოლო შეზღუდვები ხელოვნურია.

1

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით მოროშკინას მტკიცება, რომ პანდემია არ არსებობს, მანიპულაციურია. საქსტატის მიხედვით, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 8.3 პროცენტით არის გაზრდილი, ხოლო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  2020 წელს საქართველოში გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობა წინა ხუთი წლის  საშუალო მაჩვენებელზე  895 ერთეულით ანუ 1.8%-ით მეტია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020  წელს საქართველოში 50 537 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში (13 878 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (764 კაცი) დაფიქსირდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2019 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 8.3%-ით არის გაზრდილი.

2
წყარო:საქსტატი

აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან საქართველოში გარდაცვალებათა რაოდენობის კლების ტენდენცია შეინიშნებოდა.

3

წყარო: საქსტატი

გარდაცვლილთა რაოდენობის კლების ტენდენციის შესაბამისად, მოკვდაობის კოეფიციენტი 13,6-დან (2016 წელი) 12,5-მდე (2019) შემცირდა.

4
წყარო:საქსტატი

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის პირველ კვარტალში გარდაცვლილთა რიცხვი 13 011 იყო, 2020 წლის პირველ კვარტალში კი 244-ით ნაკლები (12 767). საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა, Covid-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა კი 4 აპრილს. 2020 წლის მესამე და მეოთხე კვარტალში, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვალების მაჩვენებლებმა მოიმატა, წინა წელთან შედარებით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი იზრდება.

საქსტატის მიხედვით,  მესამე კვარტალში 2020 წელს გარდაიცვალა 10 366 ადამიანი, 2019 წლის ამავე პერიოდში – 10 159. 2020 წლის ბოლო კვარტალში კი გარდაცვალების 16 377 შემთხვევა დაფიქსირდა,  რაც 2019 წლის ამავე პერიოდის გარდაცვლილთა რაოდენობაზე (11 660) 4 677 შემთხვევით მეტია.

5

6

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ანგარიშის  „ერთი წელი „კოვიდ-19“-თან ერთად“ მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრისთვის საქართველოში ყველა მიზეზით გარდაცვლილთა ჯამური რაოდენობა წინა წლების მაჩვენებელს აღემატება. კერძოდ, კვლევის თანახმად, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში 49 074 ადამიანი გარდაიცვალა, მაშინ, როცა 2015-2019 წლებში გარდაცვალების საშუალო მაჩვენებელი 48 179-ს შეადგენდა.

7
წყარო: ncdc.ge

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის სიკვდილიანობის მონიტორინგის პროექტის (EuroMOMO) მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2019 წელთან  შედარებით, 2020-2021 წელს ევროპის ქვეყნებში გარდაცვლილთა რაოდენობის მკვეთრი მატება შეინიშნება.

8
წყარო:EuroMOMO


ლალი მოროშკინას პოსტის არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist