“სანდო გვერდზე” საბურთალოზე “წაქცეული” კორპუსი რეალურად ეგვიპტეში იდგა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

korpusi
170
VIEWS

2019 წლის 18 სექტემბერს, Facebook გვერდმა “სანდო გვერდი” გამოაქვეყნა ფოტო, წარწერით: “სასწრაფოდ: საბურთალოზე, სპორტის სასახლის უკან კორპუსი წაიქცა!“ ფოტოზე ასახულია მრავალსართულიანი ავარიული შენობა. პოსტს 7000-მდე გაზიარება აქვს.

"

რეალურად, ფოტოზე ასახულია 2017 წელს ეგვიპტეში, ქალაქ ალექსანდრიაში, აზარიტას უბანში ჩამონგრეული 13 სართულიანი შენობა. როგორც The Guardian იუწყება, კორპუსის ნრგევა  კორუფციულმა გარიგებებმა და კონსტრუქციისთვის გამოყოფილმა მცირე თანხემბა განაპირობა. შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ათეულობით ადამიანმა საცხოვრებელი სახლი დაკარგა.  ფოტო 2017 წელს ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.

"

სანდო გვერდის” მიერ გამოქვეყნებული ფოტო დამუშავებულია ე.წ. სარკის ეფექტით და ამასთან, ქართულ უბნებში მდებარე კორპუსებთან მიმსგავსებისთვის ამოღებულია მაღაზიებისა და სხვადასხვა შენობების წარწერები, რომელიც ადვილად იძლევა შენობის იდენტიფიცირების შესაძლებლობას.

""


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist