შესაძლებელია თუ არა თხევადი კრისტალებით ადამიანების “დაზომბირება”?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.6k
VIEWS

1-ლ ივნისს ფეისბუქ მომხმარებლებმა ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები და ბოლო ჟამის ქრისტიანები გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელიც ქართულად არის გახმოვანებული და მასში პირ ჟილბერი ვაქცინაციის შედეგად ადამიანების დაზომბირებაზე საუბრობს, რაც მათი სისხლის განზრახ მოწამვლითა და ინფექციების საწინააღმდეგოდ ვაქცინაციის   პროცესში ტვინში თხევადი კრისტალების მოთავსებით მიიღწევა.  პიერ ჟილბერი  ამბობს იმასაც, რომ ადამიანთა დაზომბირების ეს ტექნელოგია რუანდაში უკვე გამოიყენეს. ვიდეო აღწერის გარეშე ფეისბუქ მომხმარებელმა გოჩა ჩუმაშვილმაც გამოაქვეყნა.

 

;;

;
მტკიცება იმის შესახებ, რომ ვაქცინაციის შემდეგ ადამიანის ტვინში თხევადი კრისტალები განთავსდება, რომელთა საშუალებითაც ისინი ზომბებად იქცევიან და ეს მეთოდი რუანდაში უკვე გამოიყენეს, მცდარია. რეალურად თხევადი კრისტალები მატერიის მდგომარეობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენენ და ტვინში მათი მოთავსება შეუძლებელია. იმის გათვალისწინებით, რომ პიერ ჟილბერის ვიდეო 1996 წელსაა გადაღებული, რუანდის ექსპერიმენტში 1994 წელს რუანდაში ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილი გენოციდი უნდა იგულისხმებოდეს და არა ვაქცინაციის შედეგად ადამიანთა ზომბიერება. 

  • რას წარმოადგენს თხევადი კრისტალი და შესაძლოა თუ არა მისი საშუალებით ადამიანის გონების გაკონტროლება?

პიერ ჟილბერის მტკიცებით, სავალდებულო ვაქცინაციის შედეგად ადამიანების ტვინში განთავსდება თხევადი კრისტალები, რომლებიც ელექტრომაგნიტური ველების მიმღებები გახდებიან. ამის შემდეგ ამ გეგმის ავტორები დისტანციურად გააკონტროლებენ ადამიანებს და მათ ტვინებში დაბალი სიხშირის ისეთ ტალღებს გაგზავნიან, რომლებიც აზროვნებას შეზღუდავენ. შედეგად ადამიანები ზომბებად იქცევიან.

რეალურად თხევადი კრისტალები ცოცხალი ბუნების განუყოფელი ნაწილია. ის მატერიის მდგომარეობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ნივთიერებათა ეს მდგომარეობა 1888 წელს აღმოაჩინეს. თხევადი კრისტალები გვხვდება როგორც ბუნებაში, ისე ტექნელოგიებში.  თხევად კრისტალებთან ყოველდღიური შეხება გვაქვს. მაგალითად,  საპნების და სმარტფონების ეკრანების სახით. ელექტროობისა და ტელეკომუნიკაციების სპეციალისტმა ელენ გალიგესმა AFP Fact-თან საუბრისას აღნიშნა, რომ თხევადი კრისტალები ელექტრომაგნიტური ველის რეცეპტორები ვერ გახდებიან. ისინი კრისტალურ სტრუქტურებს წარმოადგენენ და ორიენტაციას ტემპერატურის და წნევის შესაბამისად იცვლიან. გალიგესმა ახსნა ისიც, რომ თხევადი კრისტალები ტვინში, მათი სტრუქტურიდან გამომდინარე, ვერ ჩამაგრდებიან. ამას გარდა, იმისთვის, რომ ნებისმიერი ტიპის მიკრომიმღებმა რაიმე სახის ტალღა ელექტრომაგნიტურად გარდაქმნას, მასში ინტეგრირებული ელემენტებია საჭირო, რაც თხევად კრისტალებს არ გააჩნიათ.

AFP Facts-ი საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო კვლევების ცენტრის (CNRS) თხევადი კრისტალების კვლევის მიმართულების უფროს მკვლევარ მაიკლ მიტოვსაც დაუკავშირდა, მისი განმარტებით, თხევადი კრისტალი მატერიის მდგომარეობაა და არა თავადი ნივთიერება, რომელიც სხვა ნივთიერებებს შეერევა ან დაემატება. მიტოვის თქმით, თხევადი კრისტალები ბუნებაში არსებობენ და მათთან ყოველდღიური შეხებაც გვაქვს.

  • რა მოხდა რუანდაში რეალურად?

პიერ ჟილბერმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ადამიანების კონტროლისა და ზომბებად ქცევის გეგმა რუანდაში უკვე განხორციელდა. ჟილბერის გამოსვლა 1996 წელსაა ჩაწერილი, “რუანდის გენოციდის” სახელით ცნობილი მოვლენა კი 1994 წელს მოხდა. სინამდვილეში რუანდაში არა ადამიანების “გაზომბების” პროცესი, არამედ ეთნიკური წმენდა განხორციელდა.

1994 წელს აპრილიდან ივლისის მონაკვეთში რუანდის ეთნიკური უმრავლესობის – ჰუტუს ტომის – ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა 800 ათასამდე ტუტსის ტომის წარმომადგენელი დახოცეს.

1994 წლის 6 აპრილს რუანდის დედაქალაქ კიგალის მახლობლად ჩამოგდეს თვითმფრინავი, რომელშიც რუანდისა და ბურუნდის მაშინდელი ეთნიკურად ჰუტუ პრეზიდენტები ისხდნენ. ტერაქტის შედეგად არავინ გადარჩენილა. ამ მოვლენამ ძალადობრივი ქმედებეიბის დაწყებას ბიძგი მისცა. ტუტსის ტომის წარმომადგენლების დახოცვა თავდაპირველად კიგალში დაიწყო, მომდევნო თვეების განმავლობაში კი მთელს რუანდაში გავრცელდა. დანაშაულებრივ ქმედებებს სისტემური ხასიათი ჰქონდა და ტუტსებს არა ზომბები, არამედ ორგანიზებული სამხედრო დაჯგუფებები ან ჩვეულებრივი მოქალაქეები სიძულვილის, შიშის თუ სარგებლის მიღების მიზნით ხოცავდნენ.

პიერ ჟილბერის შესახებ

ვიდეოში მოსაუბრე დოქტორი პიერ ჟილბერი ორგანიზაცია Pleins Feux-ს ხელმძღვანელობს. ორგანიზაციის საიტზე მოცემული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ჟილბერი ალტერნატიული მედიცინის სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტი და თეოლოგია. პიერ ჟილბერი 15 წლის განმავლობაში ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს (UFO) იკვლევდა, ამჟამად კი მსოფლიოს ფარულად მმართველი ჯგუფების გამოაშკარავებით და მათ წინააღმდეგ ბრძოლითაა დაინტერესებული.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუანდა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist