პოლიტიკა

“შუბლის ძარღვ გაწყვეტილების” და “ტერენტი გლდანელის” მანიპულაცია გაცნობის აპლიკაციის მეშვეობით

26 ოქტომბერი, 2020

21 ოქტომბერს ფეისბუკ გვერდმა ,,შუბლის ძარღვ გაწყვეტილები” გამოაქვეყნა ვიდეო აღწერით: ,,ხალხის რეაქციები "ჩატ ალტერნატივში" მიხეილ სააკაშვილის გამოჩენისას”. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ უკავშირდებიან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს ქართველი მომხმარებლები, ძირითადად არასრულწლოვნები, ვიდეო ზარის საშუალებით. 

24 ოქტომბერს გვერდმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც მომხმარებლებს ამჯერად ,,ნაციონალური მოძრაობოს” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ერთვება. 26 ოქტომბრის 13:00 საათის მდგომარეობით აღნიშნულ ვიდეოს 1 000-ზე მეტი მოწონება და 190 გაზიარება აქვს. ხოლო ვიდეოს, რომელშიც მომხმარებელებს მიხეილ სააკაშვილი ერთვება, 5 300-ზე მეტი მოწონება და 1 100-ზე მეტი გაზიარება აქვს. ორივე ვიდეოს გასართობი აპლიკაცია ome.tv-ის ლოგო ადევს, რომელიც ახალი ადამიანების გაცნობისთვის არის შექმნილი. 

ფეისბუქ გვერდ “შუბლ ძარღვ გაწყვეტილების” ორივე ვიდეო დასპონსორებულია, თითოეულ ვიდეო პოსტზე 100 დოლარზე ნაკლებია დახარჯული. როგორც Ad Library-ში ჩანს, ვიდეოები დაფინანსებულია ფეისბუქ გვერდ Giorgi Kvaratskhelia-ს მიერ.

""

"

აღნიშნული ვიდეოები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ პოლიტიკოსები პირდაპირ ეთერში ერთვებიან მომხმარებლებს, რომლებიც მათ სიძულვილის ენისა და აგრესიული კომენტარების გამოყენებით მიმართავენ, ხოლო ვიდეოს მიზანს ამ პოლიტიკოსების დისკრედიტაცია წარმოადგენს. რეალურად აღნიშნულ ვიდეოებში კადრების ის ნაწილი, სადაც პოლიტიკოსები ჩანან, “ტვ პირველის” და “მთავარი არხის” ეთერში გასული ონლაინ ჩართვებიდან არის აღებული. ამდენად გავრცელებული ვიდეობი მანიპულაციური ხასიათისაა. 

წუთ-ნახევრიანი ვიდეო, რომელიც აპლიკაციაშია გამოყენებული, მიხეილ სააკაშვილის ჩართვიდან არის ამოჭრილი, რომელიც მას 2020 წლის 12 ოქტომბერს, TV პირველის ეთერში ჰქონდა. აპლიკაციაში მომხმარებლები, რომელთა შორის არასრულწლოვნებიც არიან, სააკაშვილის ვიდეოზე გინებით და დამცინავად რეაგირებენ.

მსგავსი რეაქციები აქვთ ნიკა მელიას ვიდეოს შემთხვევაშიც, რომელიც “მთავარ არხზე” ნიკა მელიას 2020 წლის 13 აპრილის ჩართვიდან არის ამოჭრილი.

აღსანიშნავია, რომ აპლიაკაციაში მომხმარებლების ნაწილი ნიკა მელიას ვერ ცნობს და  სწორედ ამ კონტექსტით აქვს გაზიარებული ვიდეო კიდევ ერთ ანტი-ოპოზიციურ გვერდს ტერენტი გლდანელი, სადაც ვიდეოს ახლავს აღწერა: ,,ნიკა მელიას ვერავინ ცნობს”. 

""

გვერდების შესახებ

,,შუბლის ძარღვ გაწყვეტილები” 2020 წლის 9 იანვარს შეიქმნა.  ამ დროისთვის მას 3 800-მდე მოწონება აქვს და 4 700-მდე გამომწერი ჰყავს. გვერდი მიმებისა და ფოტოების ფორმით ავრცელებს და აზიარებს მასალებს, რომლებიც ძირითადად ოპოზიციური პარტიების, განსაკუთრებით კი ,,ევროპული საქართველოსა” და ,,ნაციონალური მოძრაობის” დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. ფეისბუქზე Ad Library-ში მითითებულია, რომ გვერდმა 4 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრამდე პერიოდში სოციალურ, პოლიტიკურ ან არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე გაკეთებულ რეკლამებში 222 დოლარი დახარჯა.

"

ტერენტი გლდანელი

გვერდი 2016 წლის 9 ივნისს შეიქმნა და ძირითადად ოპოზიციური პარტიების მადისკრედიტირებელ კონტენტს აზიარებს. “ტერენტი გლდანელი” იმ ანტიოპოზიციურ გვერდებს შორისაა, ვინც ზუგდიდში საქართველოს ბანკში მომხდარ თავდასხმას “ნაციონალურ მოძრაობას” უკავშირებდა.


მოამზადა გვანცა დევიძე