სხვადასხვა

სოციალურ ქსელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე რუსული კონსპირაციული ვიდეო ვრცელდება

26 ოქტომბერი, 2021

19 ოქტომბერს ფეისბუქ მომხმარებელმა ვალერი მურღულიამ რუსულენოვანი ვიდეო, წარწერით “რა ელის კაცობრიობას?” გამოაქვეყნა. ვიდეოს მიხედვით, პირველ რიგში მასობრივი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციით 6 თვის ვადაში ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანება იგეგმება, ამის დასტურად ვიდეოში ამერიკელი ფილანტროპის და გამომგონებლის ბილ გეითსის ინტერვიუს ნაწყვეტია მოყვანილი, სადაც ის ვაქცინაციის საჭიროებაზე საუბრობს. შემდეგ მთხრობელი ამბობს, რომ ვაქცინაციის შედეგად მოსახლეობა 1 მილიარდამდე შემცირება, რის შემდეგაც მსოფლიოში საერთო გლობალური მმართველობა დამყარდება და საერთო გლობალური ვალუტა იმოქმედებს. ვიდეოს მიხედვით, ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად, ადამიანმა ორი რამ უნდა გააკეთოს: არ  მიიღოს უცნობი ვაქცინა და გააზიაროს აღნიშნული ვიდეო. 

1

მტკიცება იმის შესახებ, რომ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები ადამიანის ორგანიზმს 6 თვეში ანადგურებს, სამეცნიერო მტკიცებულებებით გამყარებული არ არის. ხოლო მტკიცებები ვაქცინაციის გზით მოსახლეობის შემცირებისა და გლობალური მმართველობის დამყარების შესახებ შეთქმულების თეორიაა. 

ვიდეოს მიხედვით, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების ინექციები ადამიანების ორგანიზმის დაზიანებას და 6 თვის განმავლობაში მათ განადგურებას გამოიწვევს, სწორედ ამის შემდეგ გეგმის შემდეგი ფაზა დაიწყება. მსოფლიოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია 2020 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს,  არ არსებობს რაიმე ტიპის მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ვაქცინები ადამიანის ორგანიზმის განადგურებას იწვევს. მეტიც, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მონაცემები მოწმობს, რომ ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა ძალიან მცირეა. 

მაგალითად, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, აშშ-ში 2020 წლის 14 დეკემბრიდან 2021 წლის 18 ოქტომბრამდე 408 მილიონზე მეტი დოზა ვაქცინა გაკეთდა და ვაქციანციის შემდეგ სერიოზული უკუჩვენებების ან გარდაცვალების შემთხვევა იშვიათია. CDC ინფორმაციისთვის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) ვაქცინების გვერდითი მოვლენების მონიტორინგისთვის შექმნილ მონაცემთა ბაზა VAERS-ის იყენებს. ანგარიშში აღნიშნულია ისიც, რომ  VAERS-ში მოცემული ინფორმაცია არ ნიშნავს, რომ რომელიმე გვერდითი მოვლენა ან გარდაცვალება უშუალოდ ვაქცინაციამ გამოიწვია, რადგან FDA-ის მოთხოვნით VAERS-ის ბაზაში ჯანდაცვის დაწესებულებები ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვალების ნებისმიერ შემთხვევას ასახავენ და შესაბამისად, ამ შემთხვევების გამომწვევი შესაძლოა სხვა მრავალი მიზეზი არსებობდეს. აშშ-ში მასობრივი ვაქცინაცია 2020 წლის დეკემბერში დაიწყო. მას შემდეგ დაახლოებით 10 თვეა გასული და ამ დრომდე აშშ-ში ჩატარებული თითქმის ნახევარი მილიარდი დოზა ვაქცინის შემდეგ მასობრივი სიკვდილიანობა არ გამოვლენილა. უკანასკნელი 9 თვის განმავლობაში VAERS-ის ბაზაში კოვიდვაქცინის მიღების არა შედეგად, არამედ შემდეგ გარდაცვალების 8 878 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ვაქცინის ადმინსიტრირებული დოზების მთლიანი რაოდენობის 0.0022%-ია.

ასევე,  მაგალითად, კანადის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, კანაანადაში 2020 წლის 14 დეკემებრიდან 2021 წლის 15 ოქტომბერის ჩათვლით ჯამში 57 265 088 დოზა ვაქცინა იყო ადმინისტრირებული. რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, დაფიქსირდა 19 984 ასეთი შემთხვევა, რაც სრული რაოდენობის 0.035%-ია. 

ვაქცინების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით “მითების დეტექტორმა” არაერთი ყალბი მტკიცება გადაამოწმა, ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ “მითების დეტექტორის მასალები:”

 ვიდეო ამტკიცებს იმასაც, რომ ვაქცინაციის რეალური მიზანი მოსახლეობის რაოდენობის შემცირება და 1 მილიარდამდე დაყვანაა, რის შემდეგაც საერთო გლობალური მმართველობა დამყარდება. მტკიცებები ერთიანი მმართველობის დამყარებისა და მოსახლეობის შემცირების მიზნით კორონავირუსის გავრცელებისა და ვაქცინაციის დაწყების შესახებ კონსპირაციის თეორიაა და პანდემიის დასაწყისიდან დღემდე არა ერთხელ გავრცელდა. ვრცლად შეგიძლია იხილოთ “მითების დეტექტორის” მასალები:

 

  •  ვიდეოს პირველწყაროს შესახებ

 ვალერი მურღულიას მიერ გავრცელებული ვიდეო სოციალური ქსელ Tik-Tok-ის მომხმარებელი odinokaja0-ს ანგარიშიდანაა აღებული, მან ვიდეო 24 სექტემბერს გამოაქვეყნა. თუმცა აღნიშნული ანგარიში ვიდეოს ავტორი არაა.

2

ანგარიში უმეტესად სხვადასხვა ფილმების და სერიალების სახალისო ვიდეო ფრაგმენტებს აქვეყნებს.

3

საქართველოში გავრცელებულ odinokaja0-ს გამოქვეყნებულ ვიდეოს რამდენიმე კადრში იუთუბ არხის Крамола-ს ლოგო ჩანს. 

4

5

Крамола-ს იუთუბ არხსა და ვებ გვერდზე სხვადასხვა კონსპირაციული შინაარსის ვიდეო ხშირად ხვდება. გავრეცელებული ვიდეო  Крамола-ს ლოგოთი სხვადასხვა რუსულ საიტზე იძებნება.

6

Крамола-ს მიერ გამოქვეყნებული კონსპირაციული ვიდეო საქართველოში ადრეც გავრცელდა, ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ “მითების დეტექტორის” მასალა:


მოამზადა მარიამ დანგაძემ