სოციალურ ქსელში კახა კალაძისა და ირაკლი კობახიძის ყალბი ციტატები ვრცელდება 

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1
VIEWS

24 აპრილს სოციალურ ქსელ Facebook-ზე გავრცელდა საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის ფოტო ციტატით: “რა არის იმაში დასაძრახი, რომ პიონერთა ბანაკები აღვადგინოთ?” 

12 აპრილს გავრცელდა თბილისის მერის, კახა კალაძის ფოტო, რომელსაც ასევე აქვს დართული ციტატა: “შოლცი ნაცია”. 

  kobakhidze kaladze სოციალურ ქსელში კახა კალაძისა და ირაკლი კობახიძის ყალბი ციტატები ვრცელდება 

სოციალურ ქსელში კახა კალაძისა და ირაკლი კობახიძის გაყალბებული ციტატები ვრცელდება. რეალურად, მათ აღნიშნული განცხადებები არ გაუკეთებიათ. 

სოციალურ ქსელში კახა კალაძისა და ირაკლი კობახიძის სახელით გავრცელებული ციტატები გაყალბებულია. რეალურად, არ იძებნება ღია წყარო, რომლითაც დადასტურდება, რომ  “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა აღნიშნული განცხადებები გააკეთეს. 

ირაკლი კობახიძის მიერ პიონერთა ბანაკების აღდგენაზე გაკეთებული განცხადების ავთენტურობა არ დასტურდება ქართული კრიტიკული მედიის ვებ-საიტებით (1;2;3), ასევე, მსგავსი შინაარსის კომენტარი არ იძებნება მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე.  

ღია წყაროებით ასევე არ იძებნება კახა კალაძის განცხადება, სადაც იგი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს “ნაცს” უწოდებს. 12 აპრილს, როდესაც კახა კალაძის გაყალბებული ციტატაა გამოქვეყნებული, ოლაფ შოლცმა და ირაკლი კობახიძემ, შეხვედრის შემდეგ, განცხადებები გააკეთეს. შოლცს ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტმა ე.წ. აგენტების კანონზე დაუსვა კითხვა. გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ იმედი აქვს, საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ კანონს არ მიიღებს. მისივე სიტყვებით, ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა. სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა სოციალურ ქსელში კახა კალაძის სახელით ყალბი ციტატის გავრცელება. 

მანამდე, 10 აპრილს, კალაძემ “ნაცი” უწოდა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის მამას, როინ ქოჩორაშვილს. ფეხბურთელმა Instagram-ზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელშიც ჩანდა, რომ მისი ოჯახის მცირეწლოვანი წევრი 9 აპრილს ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო მარშს ესწრებოდა. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist