“პოლიტიკური სატირა” ნიკა მელიას გაყალბებულ ციტატას აქვეყნებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1
VIEWS

27 მარტს ფეისბუქ-გვერდმა “პოლიტიკური სატირა” გაავრცელა პარტია “ახალის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ფოტო, რომელზეც დატანილია ციტატა: “ქართულმა ოცნებამ ქრთამი მისცა FIFA-ს, რათა ევროპაზე გავსულიყავით და შედეგად, პარტიის არჩევნებიც მოეგო. ეს სხვა არაფერია თუ არა უსინდისობა და უტიფრობა!” ფეისბუქ-გვერდი პოსტის აღწერაში წერს: “ნიკა მელიას განცხადებით, საქართველო-საბერძნეთის შედეგები არა დინამოს სტადიონზე, არამედ “ქართული ოცნების” ბოსების კაბინეტებში გადაწყდა. იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო წელია, “ოცნება” ყველანაირ მეთოდს გამოიყენებს არჩევნების მოსაგებად. სწორედ ასე მოხდა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გასვლაც. მათ FIFA მოისყიდეს და პრაქტიკულად ამომრჩევლების მოსყიდვის პირველი მაგალითი გვაჩვენეს”. 

ნიკა მელიაზე სატირული ფეისბუქ გვერდის პოსტს ფეისბუქ მომხმარებლები რეალურ ინფორმაციად აღიქვამენ.

ნიკა მელია

სატირული ფეისბუქ-გვერდი ნიკა მელიას გამოგონილ ციტატას აქვეყნებს. პოლიტიკოსს მსგავსი შინაარსის განცხადება არ გაუკეთებია. 

“პოლიტიკური სატირა” ნიკა მელიას გაყალბებულ ციტატას აქვეყნებს. რეალურად, პოლიტიკოსის მსგავსი შინაარსის განცხადება მის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდებზე (1;2), პარტია “ახალის” გვერდსა და მედიასაშუალებების ვებ-საიტებზე არ იძებნება.  

ფეისბუქ პოსტზე კომენტარი ნიკა მელიამაც დატოვა და “პოლიტიკურ სატირას” სიყალბისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. 

“პოლიტიკური სატირა” სატირულ-იუმორისტული ფეისბუქ-გვერდია, რომელსაც აღწერაში მითითებული აქვს, რომ ქართულ პოლიტრეალობას აშარჟებს. 

“მითების დეტექტორს” ფეისბუქ-გვერდის მიერ გავრცელებული ყალბი ციტატები წარსულშიც გადაუმოწმებია:  


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist