გადაიღო თუ არა Disney-მ ახალი “რომეო და ჯულიეტა?”

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

7
VIEWS

16 აპრილს ქართულ (1,2) და რუსულენოვანმა (1, 2) ფეისბუკ მომხმარებლებმა, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა ბონდო მძინარიშვილმა,  “რომეო და ჯულიეტას” ეკრანიზაციის პოსტერი გაავრცელეს. გამოქვეყნებული პოსტების ნაწილში ნათქვამია, რომ ჰოლივუდმა ახალი “რომეო და ჯულიეტა” გადაიღო და “კაცობრიობა მარაზმის მწვერვალებს იპყრობს”. პოსტერზე როლებში ფერადკანიანი ჯულიეტა და აზიური ფენოტიპის მქონე რომეო არიან წარმოდგენილი. პოსტერზე ასევე დატანილია მსახიობების სახელი  და Disney-ს ლოგო.

Disney

romeo da julieta5 გადაიღო თუ არა Disney-მ ახალი "რომეო და ჯულიეტა?”

სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტი სატირულია. “დისნეის” “რომეო და ჯულიეტას” ადაპტაცია არ გადაუღია,  ჰოლივუდმა კი შექსპირის ამ ტრაგედიის ეკრანიზაცია ბოლოს 2013 წელს შექმნა. ასევე, არ არსებობენ  ფოტოზე გამოსახული ადამიანები და გამოგონილია მათი სახელები. 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტერზე “დისნეის” ლოგო, ფილმის სახელწოდება “Romeo & Juliet” და მსახიობის სახელი და გვარები Sum Ting Wong და Amanda Oogabooga-lakes არის გამოსახული. იდენტური ან მსგავსი სახელწოდების მქონე “რომეო და ჯულიეტა”  დისნეის ვებ-საიტზე განთავსებულ  ფილმების სიაში არ გვხვდება.  მსგავსი ფილმის გადაღების დასრულების ან მიმდინარეობის შესახებ ცნობები არც მედიაში გავრცელებულა. 

ამგვარი სახელისა და გვარის მქონე მსახობები არც არსებობენ, თუმცა ინტერნეტში იძებნება დრეგ ქვინი,  სახელად Sum Ting Wong, მაგრამ იგი პოსტერზე წარმოდგენილ ადამიანებს არ ჰგავს. ფოტო, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით არის შექმნილი, თუმცა უცნობია შექმნის თარიღი.

Disney

მიუხედავად იმისა, რომ პოსტერზე “დისნეის” ლოგოა დატანილი, ერთ-ერთი პოსტის ავტორი ამ ეკრიანიზაციას ჰოლივუდს მიაწერს. ჰოლივუდს “რომეო და ჯულიეტას” რამდენიმე ადაპტაცია აქვს გადაღებული, მათ შორის პირველი იყო 1936 წელს  ჯორჯ კიუკორის რეჟისორობით “რომეო და ჯულიეტა”, რომელიც  შინაარსობრივად შექსპირის ორიგინალურ პიესასთან საკმაოდ ახლოს იყო. შემდეგი ეკრანიზაცია 1961 წელს გადაიღეს (“West Side Story”), რომელიც რომეოსა და ჯულიეტას ისტორიის თანამედროვე ვერსიას წარმოადგენს –  ფილმის სიუჟეტში ვერონის ნაცვლად,  ნიუ-იორკში ვითარდება. 1968 წელს გადაღებული “რომეო და ჯულიეტა” (რეჟისორი ფრანკო ძეფირელი) კი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადაპტაციას. 1996 წელს ჰოლივუდმა “რომეო და ჯულიეტა” ბაზ ლურმანის რეჟისორობით გადაიღო. მთავარ როლებში ლეონარდო დიკაპრიო და კლერ დეინსი არიან წარმოდგენილები. ფილმში შენარჩუნებული ორიგინალი დიალოგები, თუმცა თანამედროვე და სტილიზებული ვერსიით. 

“რომეო და ჯულიეტას” უახლესი ფილმის ადაპტაცია 2021 წელს გამოვიდა, რომლის რეჟისორიც საიმონ გოდვინია.  ფილმის სიუჟეტი იტალიაში ვითარდება და მთავარ როლებში ჯესი ბაკლი და ჯოშ ო’კონორი მონაწილეობენ.

Disney
საიმონ გოდვინის “რომეო და ჯულიეტა”

აღსანიშნავია, რომ დისნეის “რომეო და ჯულიეტას” ადაპტაცია არც მულტფილმის და არც ტრადიციული ფილმის სახით არ აქვს შექმნილი. თუმცა, ზემოთ ხსენებული ბაზ ლურმანის “რომეო და ჯულიეტა”, რომელშიც ლეონარდო დიკაპრიო და კლერ დენსი მონაწილეობენ, დისნეის სტრიმინგ პლატფორმაზე არის ხელმისაწვდომი, თუმცა ის არ არის დისნეის მიერ წარმოებული.

Disney
ბაზ ლურმანის “რომეო და ჯულიეტა”

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ხელოვნური ინტელექტით გენერირებული, არარსებული ფილმები/ანიმაციები დისნეის მიეწერება. ასეთი შემთხვევა მითების დეტექტორმა წარსულშიც გამოავლინა. ვრცლად იხილეთ:

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ მომხმარებელი, Eduard Jishkariani ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის, დეზინფორმაციულ და მანიპულაციურ ცნობებს ხშირად ავრცელებს. ჯიშკარიანის გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია.

ბონდო მძინარაშვილი საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად 2020 წელს აირჩია. საზოგადოებრივ მაუწყებლამდე მძინარაშვილი კრემლისტურ პარტია “პატრიოტთა ალიანსთან” დაკავშირებულ ტვ “ობიექტივში” მთავარ რედაქტორად და თოქ-შოუს წამყვანად მუშაობდა. მძინარაშვილი წლებია ქსენოფობიური, ჰომოფობიური და ანტიდასავლური გზავნილების წყაროა და მედიის განვითარების ფონდის ანგარიშებსა და ფაქტების გადამოწმების პლატფორმა “მითების დეტექტორზე” ხვდება. მედიის განვითარების ფონდის ანგარიშის საფუძველზე ტვ “ობიექტივის” სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები, მათ შორის ბონდო მძინარაშვილის კომენტარი, რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის (ECRI) მეხუთე ციკლის ანგარიშში მოხვდა, რომელიც საქართველოს შეეხებოდა.

ვრცლად ბონდო მძინარაშვილის ანტიდასავლური და დისკრიმინაციული განცხადებები იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist