რა ვიცით რეალურად საბერძნეთში Covid-ით გარდაცვლილი ადამიანების გვამების შესახებ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

7
VIEWS

18 აპრილს ქართულენოვანმა Facebook მომხმარებლებმა გაავრცელეს ინფორმაცია (1,2,3) რომლის მიხედვითაც საბერძნეთში, ლარისას სასაფლაოზე კოვიდით გარდაცვლილი ადამიანების გვამების  ამოთხრა დაიწყეს, რა დროსაც დადგინდა, რომ ბევრ მათგანს შინაგანი ორგანოები აკლდა და ამასთანავე, ნეშტები 3 წლის შემდეგაც კი გაუხრწნელი იყო. მათი მტკიცებით, ორგანოების ამოცლასთან ერთად, ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ გვამები 3 შავ პარკში იყო გახვეული, რის გამოც წყალი არ მოხვდა და სხეული არ გაიხრწნა/დადნა.

saberdznethi1 რა ვიცით რეალურად საბერძნეთში Covid-ით გარდაცვლილი ადამიანების გვამების შესახებ?

ინფორმაცია, თითქოს საბერძნეთში კოვიდით გარდაცვლილთა გვამები ორგანოებ ამოცლილი იპოვეს, არ დასტურდება. მსგავსი ინფორმაცია ღია წყაროებში არ იძებნება. ამასთანავე, პოსტში ატვირთული ფოტოები საბერძნეთის სხვა სასაფლაოებიდან, სხვადასხვა მოვლენებს ასახავს.

2024 წლის მარტში და აპრილში არაერთ ბერძნულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქ ლარისას იმ სასაფლაოზე, სადაც კოვიდით გარდაცვლილი ხალხი დამარხეს, გვამების ეგზგუმაციისას აღმოაჩინეს, რომ ბევრ შემთხვევაში გახრწნის პროცესი დაწყებული არ იყო, რის გამოც პროცესი შეწყდა და მიცვალებულთა სხვა ადგილზე გადასვენების საკითხი გაურკვეველი დროით გადაიდო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არსად გავრცელებულა ინფორმაცია, თითქოს ამოთხრილ სხეულებს შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდათ. 

მედიებში გავრცელებული ცნობით, გვამების გაუხრწნელობა დაკავშირებულია პანდემიასთან. კერძოდ, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, მთავრობამ შექმნა სპეციალური პროტოკოლი მიცვალებულთა დასასაფლავებლად, რის გამოც გვამებს ანტისეპტიკურ ხსნარებს ასხამდნენ, 2 ან 3 პლასტიკურ ტომარაში ახვევდნენ და რიგ შემთხვევებში, დამატებით კუბოსაც ცალკე მსგავი ტომრით ფუთავდნენ. ამის გამო, სხეულს შეხება არ ჰქონდა ჰაერთან, დეკომპოზიციის პროცესის დასაწყებად არის საჭირო. Neakriti-ის ინფორმაციით, პროტოკოლი გათვლილი იყო გვამების შენახვის 10 წლიან პერსპექტივაზე, ამიტომ ამ დრომდე დაუზუსტებელია, რა დროში იქნება შესაძლებელი ნეშტების სხვა ადგილზე გადასვენება. 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფეისბუქზე გავრცელებული ფოტოები, პოსტში გაჟღებეულ ინფორმაციასთან კავშირში არაა და სხვა ბერძნული სასაფლაოების შესახებ განსხვავებულ მოვლენებს აღწერს. 

პირველი ფოტო, 2021 წელს Associated Press-მა მათ სტატიაში გამოიყენა, რომლის აღწერის მიხედვითაც, ის გადაღებულია 2020 წელს და სალონიკში, კოვიდ 19-ით გარდაცვლილი ადამიანებისასთვის განკუთვნილ საკარანტინო სასაფლაოზეა გადაღებული.

saberdznethi2 რა ვიცით რეალურად საბერძნეთში Covid-ით გარდაცვლილი ადამიანების გვამების შესახებ?
წყარო: AP 

მეორე ფოტო ბერძნულ მედიაში ასევე 2021 წელს გამოქვეყნდა. სტატიასა და სიუჟეტში საუბარია იმის შესახებ, რომ კოვიდ 19-ით გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრმა მოითხოვა გვამის ექსპერტიზა, რადგან სჯეროდა, რომ პაციენტი ექიმების შეცდომის შედეგად დაიღუპა და კორონა ვირუსი არაფერ შუაში იყო. 

saberdznethi3 რა ვიცით რეალურად საბერძნეთში Covid-ით გარდაცვლილი ადამიანების გვამების შესახებ?
წყარო: Youtube 

პოსტში ატვირთულ მესამე ფოტოს უკვე 10 წელიწადზე მეტია ბევრი ბერძნული მედია გამოცემა იყენებს, სასაფლაოებთან დაკავშირებულ თემებზე სტატიების მომზადებისას და მას კონკრეტული ისტორია თან არ ახლავს. 

saberdznethi4 რა ვიცით რეალურად საბერძნეთში Covid-ით გარდაცვლილი ადამიანების გვამების შესახებ?
წყარო: Newsbomb

რაც შეეხება მეოთხე ფოტოს, ის 2019 წელს CNN-ის ბერძნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სტატიიდანაა აღებული. სტატიაში საუბარია ნაქსოს სასაფლაოზე, სადაც დაუდგენელი მიზეზების გამო, მიცვალებულთა ნეშტების დიდი ნაწილი არ იხრწნება, რის გამოც მათი გადასვენების პრობლემები დგება. 

saberdznethi5 რა ვიცით რეალურად საბერძნეთში Covid-ით გარდაცვლილი ადამიანების გვამების შესახებ?
წყარო: CNN

წყაროს შესახებ:

ფეისბუკ მომხმარებელი თეო ჯაველიძე “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერი და “ალტ-ინფოსთან” დაკავშირებული ფეისბუკ ჯგუფის “ალტერნატივა საქართველოსთვის” ერთ-ერთი ადმინია. ჯაველიძე  ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და ანტიოპოზიციური შინაარსის პოსტებს რეგულარულად აქვეყნებს. მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა

არქივის ლინკები: 1, 2


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
ქვეყანა/ორგანიზაცია: საბერძნეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist